19 December, 2006

მწვანე მელიები და ყვითელი თახვები



მონადირის სამწვადე ხორცები დარბიან და დარბიან დედამიწის უღრან (ამჟამად გაჩეხილ) ჯუნგლებში..

ხო, მინდა რომ საიდანღაც გამოვარდნილმა ტყვიამ იმსხვერპლოს "უკვდავი კაშჩეი" და ბუმბულივით მსუბუქი სამეჯლისო კაბა ოხრად არ დარჩეს მოჯადოვებულ კოშკში ვირთხასავით გამომწყვდეულ ბანანის რესპუბლიკელ პრინცესას...

ანუ მე გავუბერე მარადიული ტალღებისა და სერფინგების კუნძულისკენ და ცოტა ხანში პლაჟზე წამოწოლილი არყიან ჭიქას დაგიქნევთ...



ყველაფერი კარგადაა ჩემი დებო და ძმებო... ყველაფერი კარგადაა.., სანამ მაგიდაზე დადგმული მარტინის ბოთლი ჯერ კიდეც არ დაცლილა და მუმიებიც მშვიდად განისვენებენ ეგვიპტის მოყავისფრო-მოყვითალო ქვიშის ლოგინში...



ამიტომ, ბედნიერ ღამის კოშმარებს გისურვებთ.. სანამ ჯერ კიდევ ცოცხლები ხართ..

ტყე...

არ ვიცი რატომ ჰგონია ზოგ ადამიანს, რომ ტყე ძალიან რომანტიკული ადგილია? სილამაზე კი, მაგრამ რომანტიზმის რა მოგახსენოთ... თუ გავითვალისწინებთ წითელქუდას ზღაპარს, შეიძლება ითქვას, საშიშიც კი არის ტყეშიო.... მაგრამ...

ამ მომენტში, ბებიისთვის კალათში ჩაწყობილი "პერაშები" გამახსენდა და ცოტა არ იყოს მომშივდა...


ხოდა წავედი ეხლა მე... თქვენ კი "ტყიური" სურათებით დატკბით, ეშმაკსაც წაუღია თქვენი რომანტიკული განწყობა...



ფოტოები © nick_el_son