თბილისის ფორუმზე იყო (და ალბათ ჯერჯერობით იქნება კიდეც, სანამ არ მიუკეტიათ) თემა "კონსტიტუციური მონარქიის სუნი მცემს, :))))))"
ნუ როგორც ყოველთვის ხდება, ამ თემაშიც წავიდა მონარქისტებისა და ე.წ. ანტიმონარქისტების დავა საქართველოში სამეფო დინასტიის აღდგენის შესახებ, სტარაია პესნია რა... :D
მოკლედ ამ თემაში გაკეთდა ერთი პოსტი, რომელიც იმდენად მომეწონა, რომ მომინდა ბლოგზეც დამედო :)
პოსტის ავტორია tom
ესეც პოსტი:
ბოიიიშ.....ბაგრატიონი რომ ვიყო და შემომთავაზონ მეფობა....არ დავთანხმდებიიიიიიიი....რაზე ავიტკიო აუტკივარი თავი... კორონაციიდან ორ თვეში, მორიგი წარუმატებელი ქართველი განტევების ვაცად გამომიყვანს და უცებ ბაგრატიონიდან გადავიქცევი ბაგრატუნიანად... მერე გამოვლენ ისეთი ვიღაცეები მიწისქვეშა გადასასველით სარგებლობა რომ უტყდებათ და იტყვიან რომ მონაარქიზმა არ გაამართლა, და დროა მოხდეს რევოლუცია, აიღებენ ნარიყალას ციხეს, ამ მონარქიზმის უძლეველ ბასტიონს და ფაფუ.... მომიწევს სადმე გაქცევა.....
სადმე რა, მშობლიურ ევროპაში
თან წარმოიდგინეთ მეფეს არანაირი უფლებები არ უნდა ქონდეს.... სამაგიეროდ მაინც მე, როგორც მეფეს დამბრალდება ყველაფერი, საიდან ჩამოათრიეს, ეს ვინ დაგვისვეს თავზე, ბევრ საჭმელს ჭამს, ძვირიან ტანსაცმელს იცვამს, მარხვას არ იცავს ყოველ ოთხშაბათსა და პარასკევს... და ცოტა გრძელი თმა აქვს...
ხოდა აი ასე გამაქცევენ მე მონარქს მშობლიურ ევროპაში... და დაგვრჩება რეზერვში დიქტატურა... ვიღაც გახდება დიქტატორი, მერე ისიც გაიქცევა თუ გააქცევენ, მერე ალბათ სასულიერო პირს დანიშნავენ დიდის ზარ-ზეიმით სახელმწიფო მეთაურად და გადავალთ სახელმწიფოებრივი წყობის ბოლო დარჩენილ სტადიაზე... თეოკრატიულზე.... მერე ეს ჩვენი სასულიერო პირი ყველასათვის მიუღებელი და მკრეხელი გახდება, იმიტომ რომ ვიღაცა ცუდ ფეხზე ადგა და იმასაც მოისვრიან....... მერე იქნებ ვიღაცამ დაგვიპყროს, ვინმე დაგვასვას თავზე და დავისვენებთ ერთი-ორი საუკუნე.... და მერე ყველაფერი იწყება თავიდან.......
LINK
12 December, 2008
09 December, 2008
Angel Of Disease
ჯგუფი Angel Of Disease ჩამოყალიბდა 2001 წელს. თავიდან ისინი უკრავდნენ Death Metal-ს Grind-ის ელემენტებით, შემდეგ მათ Melodic-ით და Progressive Death-ით შეცვალეს. მათ 2004-2005 წელს ჩაწერეს სადებიუტო ალბომი “Broken Melody” ეს ალბომი ჩაწერილია Zibo Rec. სტუდიაში. ჯგუფი ამჟამად მუშაობს ახალ ალბომზე სახელად "hypercube", მისი დემო ვერსიის მოსმენა შესაძლებელია მათ myspace-ზე.
Angel Of Disease-ის თავდაპირველი შემადგენლობა იყო შემდეგი:
ანდრეი აზატიანი – გიტარა
სერგო შენგელია – გიტარა და ვოკალი(growling,scream)
მიხაილ კიზაკიანი – ბასი
ლევ აზატიანი – დასარტყამი ინსტრუმენტები(drums)
ცოტა ხნის შემდეგ მიხაილმა დატოვა ჯგუფი და მის მაგივრად მოვიდა გიორგი ზაუტაშვილი.
ამჟამად ჯგუფის ძირითადი შემადგენლობა ასეთია:
დიმიტრი - ვოკალი (growling,scream)
სერგო – გიტარა და ბექ ვოკალი(growling,scream)
ანდრეი – გიტარა
გიორგი - ბასი
ლევ – დასარტყამი ინსტრუმენტები(drums)
დისკოგრაფია:
2005 - Broken Melody (EP)
2009 - Hypercube
ჯგუფის myspace
Downloads:
Broken Melody (2005)
წერილი (ამორალი) / Tserili (Amorali)
ჯგუფი ამორალი (Amorali) დაარსდა საქართველოში, თბილისში 1995 წელს.
რამდენიმე ხმის შემდეგ ჯგუფმა სახელი შეიცვალა და დაირქვა "წერილი" (Tserili/Cerili).
ჯგუფის მიმდინარეობა: Alternative / Gothic / Rock
ამორალმა გამოუშვა თავისი პირველი ალბომი 1997 წელს, რომელსაც სახელად ერქვა "უძირო გზა".
2005 მას მოჰყვა მეორე ალბომი "სხივი".
MySpace
Downloads:
Skhivi (2005)
04 December, 2008
Subscribe to:
Posts (Atom)