17 June, 2023

ალვის ხეები

ქალაქში, სადაც ამჟამად ვცხოვრობ, ტრამვაის ხაზების რეკონსტრუქცია-დაგრძელება მიმდინარეობს.

და ამის გამო ჩემი სახლიდან სამსახურამდე პირდაპირი ტრამვაი დროებით აღარ დადის. შესაბამისად მიწევს სხვა ნომრით მგზავრობა და შემდეგ ოფისამდე ასე 15 წუთიანი გზის ფეხით გავლა.

ეს ფეხით სავალი მონაკვეთი იწყება ერთ-ერთ ცენტრალურ გამზირზე და შემდეგ პატარ-პატარა ქუჩებით ადის სამსახურთან.

გზაში რამდენიმე საინტერესო ადგილის გავლა მიწევს: ღია კაფეები, სადაც დღის ნებისმიერ დროს სულ ვიღაცეები საუზმობენ; რაღაც ექსპერიმენტულ-მეზობლურ-კომუნალური ბაღჩა-ბაღი სადაც ჯერ მხოლოდ მიწა და სხვადასხვა ზომის ქოთნები იყო და შემდეგ თანდათან გაჩნდა ყვავილები, მარწყვები, პომიდორები და მგონი ვისაც რა მოუვიდა თავში ყველაფერი დათესეს; ჩაის ანდა შეიძლება უბრალო მაღაზია, სადაც ვიტრინაში უამრავი სხვადასხვა სორტის და ფორმის ჩაის პაკეტები და ყუთებია გამოფენილი; ერთ-ორი მშენებლობა, საიდანაც "ასწიე, დასწიე, ოოო კარგია" რეპლიკები ისმის ხოლმე; საბავშვო ბაღი, სადაც მუდმივად დგას მიტოვებული (?) ეტლი და ა.შ.

ჰოდა ერთი ასეთი საინტერესო მონაკვეთი არის ალვის და არყის ხეებიანი ქუჩა. ორივე ამ ჯიშის ხეები მე ძალიან მეესთეტიურება და აქამდე მშვენივრად მივსეირნობდი ხოლმე მათ ჩრდილქვეშ.

და აი, მოვიდა ზაფხული, ჩამოცხა და უცებ აღმოჩნდა რომ ეს ალვები მამლებია (ან შეიძლება პირიქით - დედლები, არ ვარ მათ ბიოლოგიაში გათვითცნობიერებული) და ახლა მთელ ქუჩაზე მოდებულია თეთრი "ბურტყლები"... ისევე როგორც თბილისში, ჩემი ძველი სახლის ეზოში იყო ხოლმე.

 

ნუ პირდაპირ ნოსტალგიაა. 😅

პ.ს. კიდევ კარგი ალერგიული არა ვარ მაგაზე. 😌

 



01 February, 2022

„ლილიუმი“ / Lilium (Elfen Lied)

© squared-potato.pt



„ლილიუმი“ არის ჰიმნის მსგავსი გამხსნელი თემა (ე.წ. ოფენინგი) ანიმესთვის Elfen Lied, რომელიც წარმოადგენს მისი სიუჟეტის მნიშვნელოვან ელემენტსა და ლაიტმოტივს.

სიმღერის კომპოზიტორია იაპონური მუსიკალური ჯგუფი MOKA - იუკიო კონდოსა და კაიო კონიშის დუო.

რეჟისორმა მამორუ კანბემ თხოვნით მიმართა მათ, რომ ანიმეს გამხსნელი თემა ყოფილიყო რელიგიური მუსიკა. რაც გახდა საფუძველი იმისა, რომ MOKA-მ აირჩია ფრაგმენტები ბიბლიური ტექსტებიდან. კერძოდ, ფსალმუნების (36:30) და იაკობის ეპისტოლეს (1:12) ლათინური ვარიანტიდან.

კაიო კონიშის მიხედვით, როდესაც ის სწავლობდა მისიონერულ სკოლაში, იქ ლათინურად მღეროდა საგალობლებს და მოსწონდა ამ ენის ჟღერადობა. ამიტომ მას სურდა „ლილიუმი“ თანამედროვე გრიგორიანული ჰიმნის მსგავსი ყოფილიყო.

და ბოლოს, ამ მშვენიერების შემსრულებელი, კუმიკო ნომა არის იაპონელი ოპერის მომღერალი.

სულ რომ არაფერი ამ ანიმეს შექმნა მხოლოდ „ლილიუმისთვის“ ნამდვილად ღირდა :)

პ.ს. თავად ანიმეც ძალიან კარგია, მძიმე საყურებელი (იქიდან გამომდინარე რა თემებსაც ეხება), მაგრამ კარგი.

პ.პ.ს. ანიმეს სახელი Elfen Lied წარმოადგენს ედუარდ მორიკეს XIX საუკუნის პოემის Elfenlied-ის (ფერიის/ელფის სიმღერა) რეფერენსს.



Lilium

Os iusti meditabitur sapientiam,
Et lingua eius loquetur indicium.

Beatus vir qui suffert tentationem,
Quoniqm cum probates fuerit accipient coronam vitae.

Kyrie, fons bonitatis.
Kyrie, ignis divine, eleison.

O quam sancta, quam serena,
Quam benigma, quam amoena esse Virgo creditur.
O quam sancta, quam serena,
Quam benigma, quam amoena,
O castitatis lilium.

Kyrie, fons bonitatis.
Kyrie, ignis divine, eleison.

O quam sancta, quam serena,
Quam benigma, quam amoena,
O castitatis lilium.




30 January, 2022

ანიმეები, რომლებიც ღირს რომ უყურო :)


პ.ს. ჟანრებად დაყოფა რათქმაუნდა პირობითია, რადგანაც როგორც წესი ყველა ანიმე რამდენიმეს მახასიათებელს მოიცავს. მაგალითად: Uchuu Kyoudai არის ორ ძმაზე რომლებიც პატარაობიდანვე მთვარეზე მოხვედრაზე ოცნებობდნენ და თავისუფლად შეიძლება მივაკუთვნოთ როგორც კოსმოსურ რეალისტიკურ საიფაის, ასევე ყოველდღიურობას, სათავგადასავლოს, კომედიას და რომანტიკასაც კი (გარკვეული დოზით)..
ასე რომ ქვემოთ ჩამოწერილი ანიმეები მე მხოლოდ ე.წ. "მთავარი" თემების მიხედვით მივაკუთვნე ამა თუ იმ ჯგუფს, სუბიექტურად რასაკვირველია :)
პ.პ.ს. თავში წერია თუ ბოლოში რიგითობას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.
პ.პ.პ.ს. თუ რამე კარგი ანიმე "მოგაკლდათ თვალში", შეიძლება არ მაქვს ჯერ ნანახი. ანდაც სულაც არ ვთვლი "კარგად".. და პირიქით 3:)

საი-ფაი: Steins;Gate, Dennou Coil, Shinsekai yori, Koukaku Kidoutai, Appleseed , Akira, Paprika, Eve no Jikan, Memories, The Animatrix, 11-nin Iru!, Vexille: 2077 Nihon Sakoku, 7 Seeds

კოსმოსი: Uchuu Kyoudai, Planetes, Cowboy Bebop, Sidonia no Kishi, Uchuu no Stellvia, Mugen no Ryvius, Seikai no Monshou

მექა: Tengen Toppa Gurren Lagann, Neon Genesis Evangelion, Koukyoushihen Eureka Seven, Heroic Age, Robotics;Notes, Kidou Keisatsu Patlabor, Megaton-kyuu Musashi

კომედია: K-On!, Great Teacher Onizuka, Thermae Romae, Bessatsu Olympia Kyklos, Working!!, Detroit Metal City, Golden Boy, Sakigake!! Cromartie Koukou, Yondemasu yo, Azazel-san., Shimoneta to Iu Gainen ga Sonzai Shinai Taikutsu na Sekai, Hataraku Saibou, Grand Blue

Slice of Life ("ყოველდღიურობა"): Usagi Drop, Gin no Saji, Bakuman., Ano Hi Mita Hana no Namae wo Bokutachi wa Mada Shiranai., Chihayafuru, Sakamichi no Apollon, Beck, Hyouka, Gokinjo Monogatari, Shouwa Monogatari

მისტიკა/Supernatural: Baccano!, Mushishi, Durarara!!, Fullmetal Alchemist, Angel Beats!, Noragami, Suzumiya Haruhi no Yuuutsu, Shadows House, Yakushiji Ryouko no Kaiki Jikenbo, Kokkoku, Bakemonogatari

ჰორორი/დემონები: Claymore, Elfen Lied, Kenpuu Denki Berserk, Deadman Wonderland, Kiseijuu: Sei no Kakuritsu, Higurashi no Naku Koro ni, Another, Devilman: Crybaby, Youjuu Toshi, Kimetsu no Yaiba

რომანტიკა: Hachimitsu to Clover, Tsurezure Children, Kotonoha no Niwa, Nana, Lovely★Complex, Wotaku ni Koi wa Muzukashii, Ore Monogatari!!

სათავგადასავლო: Yakusoku no Neverland, Lupin III, Trigun, Redline, Space☆Dandy, Golden Kamuy, Samurai Champloo, Allison to Lillia, Fractale

დრამა: Tokyo Magnitude 8.0, Hotaru no Haka, Gyakusatsu Kikan, ReLIFE

ექშენი: Naruto, Black Lagoon, Psycho-Pass, Shingeki no Kyojin, One Punch Man, Hunter x Hunter, Darker than Black: Kuro no Keiyakusha, Tiger & Bunny, Bungou Stray Dogs, World Trigger, Basilisk: Kouga Ninpou Chou

ფსიქოლოგიური: Death Note, Ergo Proxy, NHK ni Youkoso!, Boku dake ga Inai Machi, Zankyou no Terror, Jin-Rou,

საჭმელი :D : Toriko

Weird-ობები: Yojouhan Shinwa Taikei, Yoru wa Mijikashi Arukeyo Otome, FLCL, Dead Leaves, Kaiba, Eizouken ni wa Te wo Dasu na!, Uchouten Kazoku, Tekkon Kinkreet, Mind Game, Sonny Boy, Cat Shit One

ისეკაი: Sword Art Online, Accel World, Hai to Gensou no Grimgar, Mushoku Tensei: Isekai Ittara Honki Dasu, Log Horizon, Deca-Dence, Zero no Tsukaima, Meikyuu Black Company

ფილმები: Kaze Tachinu, Kumo no Mukou, Yakusoku no Basho, Hoshi no Koe, Byousoku 5 Centimeter, Toki wo Kakeru Shoujo, Summer Wars, Mononoke Hime, Howl no Ugoku Shiro, Ookami Kodomo no Ame to Yuki, Hotarubi no Mori e, Bakemono no Ko, Kono Sekai no Katasumi ni, Omoide no Marnie, Kurenai no Buta, Gake no Ue no Ponyo, Karigurashi no Arrietty, Coquelicot-zaka kara, Neko no Ongaeshi, Toaru Hikuushi e no Tsuioku, Kimi to, Nami ni Noretara, Ouritsu Uchuugun: Honneamise no Tsubasa, Uchuu Show e Youkoso, Hells, Soratobu Yuureisen, Perfect Blue, Mimi wo Sumaseba

28 November, 2021

The French Dispatch: საგაზეთო რედაქციიდან დანახული ამბები

© nobadmovie.com / flicks.co.nz

ვეს ანდერსონის 2021 წლის The French Dispatch მრავალშრიანი ისტორიაა. ყოველი შრე - მინი-ისტორია - წარმოადგენს ამავე სახელწოდების ფიქტიური გაზეთის ჟურნალისტების რედაქციისათვის დაწერილი სტატიის ვიზუალიზაციას. ეს ისტორიები ყოველთვის მთავრდება მათი გაზეთის რედაქტორის მიერ წაკითხვით და შესაბამისი შენიშვნების დართვით. თავად მათი ერთობლიობა კი არის თითქოს კოლექტიური მოგონება რედაქტორის ცხედართან შეკრებილი თანამშრომლებისა.

სულ გვაქვს 4 სტატია - მინი-ისტორია, რომელსაც პირობითად შეიძლება ვუწოდოთ: ქალაქის ამბავი; მხატვრის ამბავი; სტუდენტური პროტესტების ამბავი და ჟანდარმერიის მზარეულის ამბავი. თუმცა ეს პირობითად, რადგან არც ეს სახელები, არც მათი ოფიციალური (სტატიისეული) სათაურები, სრულად არ ასახავს ისტორიების შინაარსს. რადგან თავად ეს ისტორიებიც მრავალშრიანი ამბებია... ისტორიებში შეფუთული ისტორიები.

ყველაზე მოკლე, და ყველაზე მარტივიც არის პირველი, ქალაქის ამბავი, გადმოცემული ველოსიპედით მოსიარულე ჟურნალისტის მიერ. მოკლე ტური ფიქტიური პატარა ფრანგული ქალაქის Ennui-sur-Blasé-ს ქუჩებსა და წარსულ-აწმყოში. ჩვენ ვხედავთ ლამაზ თუმცა მანქანების გამონაბოლქვით სავსე ქუჩებს, ხულიგანი ბავშვების ბანდებს, საეჭვო ხალხით სავსე ჩიხებსა თუ წითელი ფანრების უბნებს.. ერთი სიტყვით ქალაქის მანკიერი მხარეების აღწერას (ისე რომ ბოლოს რედაქტორი ეკითხება რაიმე პოზიტიურიც ჩაგემატებინა, მაგალითად ყვავილებიო, ხოლო ჟურნალისტი პასუხობს რომ ყვავილებს ვერ იტანს). ეს ყველაფერი იყო წარსულში და უცვლელადაა დარჩენილი აწმყოშიც (და იქნება მომავალშიც). და მიუხედავად მისი სიმოკლევისა, ეს ისტორია ტონს აძლევს მთელს ფილმს, და მაყურებელს უკვე ექმნება გარკვეული მოლოდინი თუ როგორი ამბები იქნება სხვა დანარჩენი (ქაოტური, ბევრი დეტალებით და საბოლოოდ ყველაფრის მუდმივობასა და წარმავლობაზე მიმანიშნებელი).

მეორე ისტორია არის მკვლელობის, უფრო სწორედ მკვლელობებისათვის, ციხეში მჯდარ ადამიანზე, რომელმაც იქ მისი მუზა (როგორც პირდაპირი ისევე გადატანითი მნიშვნელობით) იპოვა და ხატვა დაიწყო. ამასთანავე, ეს არის სატირა ხელოვნების სფეროს, კურატორების, კოლექციონერების, არტისტების, ათასი ჯურის "ბოჰემისა" და დიდი ფულის შესახებ. ანდაც, ისტორია უბირი ფერმერის ოჯახში დაბადებულ გოგოზე, რომელიც გამდიდრდა, სრულიად ცივსისხლიანად და პრაგმატულად, საჭირო ადგილას, საჭირო ადამიანთან და საჭირო სიტუაციაში მოხვედრის შედეგად.

მესამე ისტორია არის ამბავი ჟურნალისტისა, რომელიც მიუკერძოებელი დამკვირვებლის როლს ნამდვილად ვერ ასრულებს. ანდაც ამბავი ხანში შესული, მარტოხელა ქალისა, რომლსაც საბოლოოდ მაინც ახალგაზრდაზე ცვლიან. ან ამბავი არშემდგარი რევოლუციონერისა, რომელიც უბრალოდ და უსახელოდ კვდება. ან შეიძლება ამბავი თავად სტუდენტური "რევოლუციისა", რომლისთვის მანიფესტიც კი გარედან მოსულმა "რეაქციონერმა" დაწერა...

მეოთხე, და ჩემი აზრით ყველაზე სუსტი, ისტორია არის გურმან ჟანდარმერიის უფროსსა და მის უდედოდ გაზრდილ შვილზე. ასევე გამტაცებელთა ბანდაზეც. და ჟურნალისტ-ჰედონისტზე, რომელსაც უყვარს მოვლენების მხოლოდ ზედაპირულად აღწერა, თუკი ის არ ეხება საჭმელს. და არანაირად არის ემიგრანტ იაპონელ ჟანდარმ-მზარეულზე, რომელიც პიროტექნიკური ეფექტებისადმი სიყვარულის გარდა ახალი გემოვნებითი შეგრძნებების ძებნითაც არის დაკავებული.

თუმცა ეს ისტორიები თავისთვის, განყენებულად არაა მოთხრობილი - ყველა მათგანი არის ჟურნალისტების პრიზმიდან დანახული და გადმოცემული. შესაბამისად ყველა ეს ისტორია ალეგორიაა იგივე თითოეული ჟურნალისტის შინაგანი სამყაროსი. რაც ხაზგასმულია რედაქტორის მიერ მათდამი დამოკიდებულებითაც - საბოლოოდ სტატიების/ამბების ფაქტიურად ჩასწორების გარეშე, ორიგინალი სახით მიღებით.

ყველაფერი იწყება და მთავრდება გაზეთის რედაქციაში, ისტორიები სტატიებად ჩნდება ფურცლებზე, შემდეგ აქტუალობას კარგავს და ადგილს უთმობს სხვა ისტორიებს. და თავად გაზეთებსაც იგივე ბედი ელით. მუდმივობისა და წარმავლობის ალუზია ალისფერ ხაზად გასდევს მთელ სიუჟეტს.

ყველაფერს ამას დამატებული ანდერსონისეული ფერები, თხრობის მანერა, იუმორი, კადრების სიმეტრია და ალექსანდრ დესპლას მუსიკალური გაფორმება, და ვიღებთ საკმაოდ ცოცხალ და დინამიურ ისტორიას საგაზეთო ჟურნალისტ/რედაქტორების შესახებ, ფილმად აწყობილ ერთგვარ სასიყვარულო წერილს ჟურნალისტიკის მიმართ.

მიუხედავად იმისა, რომ ჩემთვის ეს ნამდვილად არაა ვეს ანდერსონის ყველაზე წარმატებული ფილმი, და ნაკლებსავარაუდოა რომ პერიოდულად გადახედვა მომანდომოს ხოლმე (როგორც მაგალითად Moonrise Kingdom, The Royal Tenenbaums ან The Grand Budapest Hotel-მა), ვთვლი რომ თავისუფლად იმსახურებს 7/10 შეფასებას.

თუ შანსი გექნებათ კინოთეატრში ნახვისა, არ გაუშვათ ხელიდან ეს შესაძლებლობა :)

03 May, 2021

SpaceX: ასტრონავტების დაბრუნება დედამიწაზე საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან

ასე ხდება კოსმოსური ხომალდის დაშვება დედამიწაზე 21-ე საუკუნეში (ჯერ-ჯერობით).

ლაივში მშვენიერი საყურებელი იყო (ნუ, ბოლო ეტაპი, სადაც "ექშენები" ხდებოდა) ❤

მოკლედ:

2021 წელი, 2 მაისი. 4 ასტრონავტისაგან შემდგარი Crew-1 მისიის დაბრუნება საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან (სადაც მათ თითქმის 6 თვე გაატარეს).

ხომალდი: SpaceX-ს Dragon 2 (Crew Dragon ვარიანტი).

ფრენის ხანგრძლივობა: ~6.5 საათი.

ფოტოებზე უკვე ატმოსფეროში შემოსვლის ბოლო ~1 საათი.

NASA-სთვის პირველი ღამის დაშვება 50+ წლის განმავლობაში.

 

 





 













22 January, 2021

დღემდე აქტუალური -2112-

 

© wikipedia.org


2018 წელს გამოვიდა სპილბერგის გადაღებული საი-ფაი ფილმი "Ready Player One", რომელიც აღწერს ახლო მომავლის მსოფლიოს, სადაც ინტერნეტის მაგივრად გვაქვს ყოვლისმომცველი ვირტუალური ქსელი "ოაზისი". მილიარდობით ადამიანი ყოველდღე შედის და ფაქტიურად ცხოვრობს ოაზისში - განათლება, ბიზნესი, შოპინგი, ტურიზმი, თამაშები, ... - აქ ყველას ინტერესების დაკმაყოფილებაა შესაძლებელი. და აი, კვდება ამ ქსელის დამფუძნებელი, ანდერძად კი ტოვებს მის უკანასკნელ "თამაშს": ვინც ოაზისში დამალულ 3 გასაღებს იპოვის, მთელი მისი ქონება და ქსელზე საკონტროლო პაკეტი მას გადაეცემა...

ფილმი საკმაოდ კარგია, თუმცა ძალიან ბევრი რამ ამოკლებული/გამარტივებული/გადაკეთებულია  იმ წიგნთან შედარებით რაზედაცაა დაფუძნებული - ერნესტ კლაინის 2011 წელს გამოცემული "Ready Player One" ("პირველი მოთამაშე, მოემზადე!").

წიგნში თავის მხრივ მოცემულია 70-80-იანი წლების უამრავი რეფერენსი - ფილმები, წიგნები, მუსიკა, ვიდეოთამაშები, და ა.შ... ხოლო გასაღებების ძიების ასე ვთქვათ "მთავარი ქვესთი" ძალიან მჭიდროდაა დაკავშირებული იმ სიმღერასთან რაზედაც მინდა ამ პოსტში ვისაუბრო :)

კანადური პროგრესივ-როკ ჯგუფი "Rush" 60-იანებში და დაფუძნდა, ხოლო 1976 წელს გამოსცა ჩვენთვის საინტერესო ალბომი "2112". მისი სატიტულო სიმღერა შვიდ ნაწილად დაყოფილი, ოცწუთიანი ბალადაა ამ ჟანრის საუკეთესო ტრადიციისამებრ :)

"თვალგახელილი ვწევარ და მეგადონის წკვარამს გავცქერი. ქალაქი და ზეცა ერთდება, უწყვეტ ნაცრისფერ, ერთგვაროვან ზღვად ერწყმის ერთურთს. ტყუპი მთვარე, ორი ფერმკრთალი სფერო, გზას მიიკვლევს ფოლადის ცაზე...."

სიმღერაში მოთხრობილია ანონიმ მეამბოხეზე, რომელიც 2112 წელს ცხოვრობს, იმ დროს, როდესაც შემოქმედებითობა და თვითგამოხატვის ყოველგვარი მცდელობა კანონგარეშეა გამოცხადებული. 2062 წლის შემდეგ ომებს გადარჩენილი პლანეტები გაერთიანებულია მზის ფედერაციის წითელი ვარსკვლავის ქვეშ, რომელსაც ე.წ. "ქურუმები" მართავენ "სირინქსის ტაძრებიდან".



© cygnus-x1.net

 

"ჩვენ ვართ სირინქსის ტაძრის ქურუმნი
ჩვენი უზარმაზარი კომპიუტერები წმინდა დარბაზებს ავსებს.
ჩვენ ვართ სირინქსის ტაძრის ქურუმნი
ძღვენი სიცოცხლისა ყოველი ჩვენს კედლებშია დავანებული.

ჩვენ ყველაფერზე ვიზრუნეთ
სიტყვები რომელსაც კითხულობ, სიმღერები რომელსაც მღერი
სურათები, რომლებიც სიამოვნებას ანიჭებს შენს თვალებს
ეს არის ერთი ყველასთვის და ყველა ერთისთვის
ჩვენ ერთად ვმუშაობთ, საერთო ძეები
რომ არასდროს დაგჭირდეს კითხვა - როგორ ან რატომ..."


(აქ აშკარად კომუნისტური დისტოპიური დიქტატურის აღწერაა, თუმცა მშვენივრად ესადაგება დღევანდელ რეალობასაც :) )

შემდეგ სიუჟეტი ასე ვთქვათ "კლასიკური სქემით" ვითარდება: ჩვენი ანონიმი გმირი ჩანჩქერის ქვეშ გამოქვაბულში პოულობს გიტარას და გადაწყვეტს ტაძარში წაიღოს რომ ყველას შეეძლოს მისი ნახვა.

"ვერ ვიცდი, რომ გავუზიარო ეს ახალი საოცრება
ხალხს, ყველა დაინახავს მის სინათლეს
დაე ყველამ შექმნას საკუთარი მუსიკა
ქურუმები შეაქებენ ჩემს სახელს ამ ღამით."


© cygnus-x1.net

 

მაგრამ, რათქმაუნდა სისტემა ასეთ თვითნებობას ვერ დაუშვებს. არავის სჭირდება ინდივიდუალიზმი, რომელიც არსებულ "ძმობას" და "თანასწორობას" საფრთხეს შეუქმნის...

ანონიმი გმირი დევნილობაში, მარტოობაში კვდება... ესიზმრება რა, რომ სადღაც, ბევრი სინათლის წლის დაშორებით, არსებობს კიდევ ხალხი, რომელიც ოდესმე ამ ტირანიას დაამარცხებს და საკუთარ სახლში დაბრუნდება.

თუმცა ეს მხოლოდ სიზმარია... (?)

 

© cygnus-x1.net

 

Attention all Planets of the Solar Federation
We have assumed control
We have assumed control...

 


 

07 July, 2020

საკრალური სულების თამაშობები მოკასინებით

Apache Beaded Hide Moccasins © skinnerinc

Sacred Spirit არის გერმანელი მუსიკოსების ნიუ-ეიჯ/ემბიენთ/ელექტრონიკ პროექტი, რომელიც ძალიან პუპულარული იყო 90-იანებში (თუკი ვიკიპედიას დავუჯერებთ 15 მილიონი ალბომი აქვთ გაყიდული). ერთ-ერთი, და ყველაზე წარმატებული ალბომი არის 1995 წლის "Chants and Dances of the Native Americans".

და მიუხედავად იმისა რომ ერთი ფინური ტრადიციული სიმღერაც (Sami yoik) შეეპარათ შიგნით (Ly-O-Lay Ale Loya (The Counterclockwise Circle Dance)), სრულიად დამსახურებულად პოპულარული ალბომია ჩემი აზრით.


ხოლო სიმღერა რაზეც ამ ჩანაწერში მინდა საუბარი, არის მისი მთავარი ჰიტი: Yeha-Noha (Wishes Of Happiness And Prosperity), რომელიც ნავახოს ტომის ენაზეა შესრულებული ავთენტური ინდიელის მიერ.



სიმღერის სახელი - "ბედნიერებისა და კეთილდღეობის სურვილები" კი ჟღერს საკრალურად, მაგრამ სინამდვილეში ტექსტი საკმაოდ მარტივია და წარმოადგენს ფრაგმენტებს გოლიათის სიმღერიდან რომელიც თავის მხრივ არის "ფეხსაცმლის თამაშის სიმღერის" ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი.

Késhjéé' - ანუ "ფეხსაცმლის თამაში" არის ნავახოს ინდიელების თამაში, რომელიც მხოლოდ ზამთარში იმართება და სადაც გუნდმა რამდენიმე მოკასინიდან ერთ-ერთში დამალული ბურთი უნდა გამოიცნოს და მოსაგებად მეორე გუნდზე მეტი ქულა დააგროვოს.

აი "გოლიათის სიმღერის" ამბავი კი ცოტა შორიდან უნდა დავიწყოთ, დაახლოებით იმ პერიოდიდან ცხოველებმა რომ ლაპარაკი იცოდნენ :)

ერთხელაც ცხოველები ორ: დღისა და ღამეული არსებების გუნდად გაიყვნენ და "ფეხსაცმლის თამაში" წამოიწყეს. და თანდათანობით იმდენად აზარტში შევიდნენ და ფსონებს ისე სულ მაღლა-მაღლა სწევდნენ, სანამ საბოლოოდ ერთი გუნდის მოგების შემთხვევაში მუდმივი დღის ხოლო მეორის შემთხვევაში - მუდმივი ღამის დადგომაზე არ შეთანხმდნენ.
ერთ-ერთი რაუნდის დროს ბუმ გადაწყვიტა ეეშმაკა და ბურთი მოკასინის ნაცვლად საკუთარ კლანჭში დამალა, ხოლო გოლიათი, რომელსაც მისი ადგილმდებარეობა უნდა გამოეცნო, ვერა და ვერ პოულობდა.

როგორც ზემოთ აღვნიშნე "ფეხსაცმლის თამაშის სიმღერაში" ყველა მონაწილეს თავ-თავისი სიმღერა აქვს, ჰოდა სწორედ გამწარებული გოლიათის ნამღერი გამოიყენეს Yeha-Noha-სთვის:

Shaa Ninánóh'aah
Haa Nee' Yé'iitsoh Jiní Náá Léi'
Ní Náá Léi
Ninánóh'aah

(You give it back to me -
The Giant Repeats.
He says over and over:
Give it back.)

რაც შეეხება "ფეხსაცმლის თამაშს", საბედნიეროდ ღამის ცხოველების თაღლითობა გამოაშკარავდა და საბოლოოდ ვერც ერთმა გუნდმა ვერ გაიმარჯვა. ჩვენ კი შესაბამისად დღისა და ღამის მონაცვლეობა შეგვრჩა.



პ.ს. მეტი ინფორმაციისთვის აგერ ამ კარგ ვიდეოს გადახედეთ:

06 June, 2013

Песня про Арвида




Бродил бродяга Арвид
Среди полей и холмов,
Под сенью лесных дрожелистов
И вдоль поющих ручьев.
Вьется под деревом наш хоровод,
Где огнецвет цветет.

Шептал бродяге ветер,
И в воздухе пахло травой,
Светили на небе две лунные лампы,
Холмы блестели росой.
Вьется под деревом наш хоровод,
Где огнецвет цветет.

Свою вспоминая подружку,
Что ждала, где солнца свет,
Он замер, увидев сиянье звезд,
Где звезд в самом деле нет.
Вьется под деревом наш хоровод,
Где огнецвет цветет.

А там под огромной скалою
Во мраке неверных теней
Резвился, приплясывал Древний народец
Среди золотых огней.
Вьется под деревом наш хоровд
Где огнецвет цветет.

И в танце каждый аутлинг
Как ветер, огонь и вода.
Все пляшут под звуки серебряных струн
И не устают никогда.
Вьется под деревом наш хоровод,
Где огнецвет цветет.

Навстречу ему вдруг выходит
Царица ветров и тьмы.
И звездами блещет Царицы взгляд,
И холодом дышит зимы.
Вьется под деревом наш хоровод,
Где огнецвет цветет.

Любовь, словно свет небесный,
Во взгляде ее горит.
Становится с Арвидом рядом Царица
И тихо ему говорит:
"Сойди с коня, о Арвид,
Останься навеки тут.
Зачем тебе быть человеком?
Ведь это тяжелый труд".

"Я должен вернуться к людям
- Таков был его ответ.
- Ведь ждет меня там подружка,
Где солнечный яркий свет.
И ждет меня там работа,
И ждут меня там друзья,
А если я все это брошу,
То разве я - это я?
Оставь свои чары, Царица,
Ты можешь меня погубить,
Но все же тебе при всей твоей власти
Свободы меня не лишить".

Объятая северным светом,
В глазах - лютый холод зимы,
Стояла, прекрасна и недоступна,
Царица ветров и тьмы.
Хрустальный смех Царицы
Наполнил презреньем слова:
"Тебя заставлю я страдать
Без чар и волшебства.

Ведь жить ты будешь долго,
В памяти вечно храня
Наш лунный свет и музыку нашу,
Наш ветер, росу и меня.
Все эти воспоминанья -
Они ходят следом, как тень,
И даже во сне они будут рядом,
Когда кончается день.
И в будни, и в праздник с друзьями
Печаль тебя будет глодать.
Ты будешь помнить,
кто ты есть И кем ты мог бы стать.
С той глупой, скучной женщиной
Живи хоть целый век.
Иди же к себе, бродяга Арвид,
Ведь свободен ты, человек".

В мгновение ока исчезло
Веселье на склоне горы,
И Арвид остался один в лунном свете,
Рыдая до самой зари.

Вьется под деревом наш хоровод,
Где огнецвет цветет.


Пол Андерсон. Царица ветров и тьмы

საიფაისა და ფენტეზის ალბათ ყველაზე საუკეთესო მიქსი (საიმაკის "გობლინების ნაკრძალთან" ერთად) :)


24 March, 2013

ბედის ირონია ანუ GAME OVER!

პრელუდია:

რეალური ცხოვრება? ეგ რა არის?
გეიმერი


თამაში არის ის რაც აძლევს ადამიანს ცოტა ხნით მაინც სხვის "ტყავში ჩაძრომის" საშუალებას და ისეთი "სქილების" გამოყენების შესაძლებლობას, რასაც რეალში ვერ (ან არ) იზამ..

გარდა ამისა, ცხოვრება ისეთი ღლეობაა, რომ სჯობს უფრო საინტერესო სამყაროში ათასგვარი, თუნდაც ძალიან ჟუტკი თავგადასავალი გადაგხდეს, ვიდრე კვირაში 5 დღე 8-8 საათი ერთიდაიგივე რუტინულ საქმიანობას ეწეოდე თვიდან თვემდე და ა.შ...

მოკლედ, Gaming for Life! :))




© South Park




ვინც ასეთუისე კარგად მიცნობს, ყველამ იცის ჩემი არაინდიფერენტული დამოკიდებულება კომპიუტერული თამაშების მიმართ..
ანუ არ ვარ დიდი გეიმერი და რამე, მაგრამ მიყვარს კარგი და ჩამთრევი თამაშები, განსაკუთრებით რომელსაც ტუპად ჩეხაობა/სროლების გარდა ცოტა აზროვნებაც სჭირდება...

* აქვე ჩემი ძველი პოსტი თამაშების შესახებ: კომპიუტერული თამაშები


მოკლედ, თითქოს რა უნდა უშლიდეს ხელს საშუალოსტატისტიკურ ჰუმანოიდს დღეში რამდენიმე საათით მაინც გადაეშვას ვირტუალურ სამყაროებში და განიტვირთოს ამ ცხოვრების ამაოებისგან?!! (ჰაა რავა კლასნად დავწერე? :D )

მაგრამ.... როგორც ჩვენ გვინდა სად არის :((


ადრე - მქონდა დოხუია თავისუფალი დრო, მაგრამ არ მქონდა ნორმალური კომპიუტერი, რომელზეც ახალი, კაი გრაფიკის და ასეთივე კაი სისტემური მოთხოვნილებების მქონე თამაშები გაეშვებოდა..

ახლა - მაქვს მშვენიერი, საკმაოდ მონსტრი მონაცემების ლეპტოპი, რომელიც დღეისათვის გამოსულ ყველა თამაშს სახეს ააძრობს, მაგრამ არ მაქვს დრო!

fuck :(




© Nintendo

12 February, 2013

A Day Made of Glass

ერთ დღესაც შეიძლება ასეთი ცხოვრება გვქონდეს...