29 January, 2009
The Future is Wild
როგორი იქნება დედამიწა ადამიანების გარეშე?
როგორი გზით წავა ევოლუცია და რანაირ ფორმებს მიიღებს ის?
მეცნიერები სხვადასხვა ქვეყნიდან, ბიოლოგები, კლიმატოლოგები, გეოლოგები, პალეონტოლოგები და ა.შ., შეეცადნენ წარმოედგინათ დედამიწა 5, 100 და 200 მილიონი წლების შემდეგ. ამისათვის შესწავლილი და გაანალიზებული იქნა ერთის მხრივ გეოლოგიური და კლიმატოლოგიური, ხოლო მეორეს მხრივ პალეონტოლოგიური მასალა და დღევანდელი ფაუნისა და ფლორის ბიოლოგია. შემდეგ განხორციელდა მათი ანალიზის შედეგად მიღებული მონაცემების განხილვა დროში ცვალებადობების გათვალისწინებით და შედეგად მივიღეთ უაღრესად საინტერესო სამეცნიერო-პოპულარული ჟანრის 3 სერიიანი ფილმი.
ფილმი თავისი არსით წააგავს BBC-ს სამეცნიერო-პოპულარულ სერიებს "Walking with Dinosaurs"-ს და "Walking with Beasts"-ს და წარმოადგენს კომპიუტერული გრაფიკისა და დოკუმენტური კადრების სინთეზს. ყოველი ცოცხალი ორგანიზმისთვის, რომლის მომავალში არსებობაც შესაძლებელია, წარმოდგენილია დღეს არსებული წინაპარი და განვითარების გზა, რომელიც შესაძლოა გაიაროს ევოლუციისას.
ფილმში წარმოდგენილ, თუნდაც ერთი შეხედვით "ზღაპრულ" არსებას ან მოვლენას გააჩნია მიახლოებითი ანალოგი ჩვენი დროის დედამიწაზე. სამი სერიის განმავლობაში ნათლად წარმოჩნდება ის ურთიერთობები და კანონზომიერებები, რომლებიც წარმართავენ სიცოცხლეს დედამიწაზე და უზრუნველყოფენ მის უწყვეტ განვითარებას თუნდაც, ერთი შეხედვით სიცოცხლისათვის ყველაზე არახელსაყრელ პირობებში.
ბოლოს, მინდა ვთქვა, რომ ფილმი უაღრესად დინამიურია და მოწყენის საშუალებას ნამდვილად არ იძლევა :)
პროექტის ოფიციალური ვებ-გვერდი: The Future is Wild - Home
ინფო IMDb-ზე: The Future Is Wild (2002)
ფილმის ჩამოტვირთვა შესაძლებელია შემდეგი ბმულიდან: avoe.ge
Subscribe to:
Posts (Atom)