16 April, 2009
რატომ ჩაისვარა ოპოზიციამ?
1. პირველი და მთავარი - საზოგადოების დაკვეთას აცდნენ. "მხდალი კურდღელი", "ჰალსტუხიჭამია", გაბერილი განდონებით სირბილი და "დედი ჩავიჯვი"-ს ძახილი არ იყო ის, რაც საზოგადოებას უნდოდა. საზოგადოება ამ ეტაპზე ითხოვდა რეალურ, პროდასავლურ, ჩამოყალიბებულ, სერიოზულ, ზომიერ ლიდერს თუ ძალას, რომელიც ქვეყნის ვექტორს შეინარჩუნებდა და წინა ხელისუფლების ჩასვრილ-გაფუჭებულს გამოასწორებდა. ასეთად ხალხს რაღაც ეტაპზე ალასანია ესახებოდა, და სწორედ ამიტომ იყო მის ირგვლივ ამოდენა მოლოდინი შექმნილი. თუმცა ამ ახალგაზრდა კაცმაც, სამწუხაროდ, ჩამოსვლისთანავე მოასწრო მარგინალიზაცია და თავისი მთავარი უპირატესობები ქარს გაატანა ზიზღისგან სახედაღრეჯილი, ჩამოწერილი პოლიტიკური გვამების ფონზე 10-დღიანი ულტიმატუმის გამოცხადებით.
2. უპრინციპობა და მესიჯი - "მიზანი ამართლებს საშუალებებს". ოღონდ ჩვენს მოკლევადიან მიზანს მივაღწიოთ (რომლის მერეც არ ვიცით რა იქნება) და ამისათვის ნებისმიერ ხერხია მისაღები. გუშინდელი მოსისხლე მტრები ერთად დადგნენ, რამაც საზოგადოების საფუძვლიანი ეჭვი გაუჩინა მათ გულწრფელობაში. სულ რაღაც 1 წლის წინ ხომ ბურჯანაძე პლედებს არ აძლევდა გამყრელიძეს, რომელიც აგინებდა ოქრუაშვილს, რომელიც ბოზს ეძახდა ჩიხრაძეს, რომელიც აგრეთვე ბოზს ეძახდა ბურჯანაძეს, რომელიც დასანახად ვერ იტანდა ზურაბიშვილს, რომელიც დასცინოდა შალიკოს, რომელიც გასამართლებით ემუქრებოდა ბურჯანაძეს. ხალხმა ვერ გაიგო, ვისი ფუნჯი ვის როიალში იყო და ხელი ჩაიქნია
3. უაზრო შოვინიზმი - ქართული ვაშლისგან მხოლოდ ქართული ჯემი უნდა გაკეთდეს, ქართველ კაცს კინემატოგრაფიული აზროვნება აქვს და მისი ჩაკვლა დანაშაულია, დღეს ყველაფერი ქართული ჩაწიხლულია, ქართველი ქალი სექს-შოპში არ უნდა შედიოდეს, ამერიკის ასაკის თუთა მიდგას ეზოში
4. გაცვეთილი სახეები + წითელი ინტელიგენცია, გიგა ლორთქიფანიძე, ნუკრი ქანთარია, ჯანსუღ ჩარკვიანი და მისთანანი. მათ შორის უამრავი 90-იანი წლების გადატრიალების მონაწილე და შევარდნაძის უამრავი მეხოტბე. ჩამოთვლაც კი არ მინდა.
5. ზიზღი. განუზომლად დიდი ნეგატივი, ზიზღი პიროვნებები მიმართ. გიიიიივიიი, ბოკერიას თვალები, მიშას დორბლები, ა. შ.
6. გადამეტებული მოლოდინი - 9 აპრილს სტიქია მოვა, სტიქია. საკუთარ ნაჭუჭში ჩაკეტვა და მხოლოდ სტუდიაში შემოსული "რალამაზებიხართორივეძმები" ზარების მიხედვით საკუთარი ძალების და შესაძლებლობების განსაზღვრა.
7. გეგმის არქონა. ჯერ ოღონდ ეს წავიდეს და მერე მოვიფიქრებთ რა ვქნათ. და ეს მაშინ, როდესაც ქვეყანა ომის მდგომარეობაშია.
8. რელიგიით გადამეტებული მანიპულირება. აშკარა ფარისევლობა.
დასკვნა: ჩასვრილი ოპოზიცია იმედია გააცნობიერებს, რა წარმოადგენს საზოგადოების რეალურ დაკვეთას. თუმცა, თუ ვერ გააცნობიერებს, დიდი არაფერი დაშავდება, იმიტომ რომ საბოლოოდ დაკარგა მთავარი კოზირი, რომელიც მას ხელთ ჰქონდა - 100-200 ათასი ადამიანი, რომელიც პირველივე დაძახებისთანავე ქუჩაში გამოდიოდა.
ამაზე უკვე იმან უნდა იფიქროს, ვინც მათ ადგილს დაიკავებს.
©Riablo
რატომ ჩაისვარა ოპოზიციამ? მიზეზები
ესეც რამდენიმე ვიდეო ოპოზიციის "გენიალური" გამონათქვანებით (დიდი მადლობა flourishing-ს, Kissie-ს და Lord Vader-ს):
გენიალური აღმოჩენა ეკონომიკისა და პოლიტიკის სფეროში, რომელმაც შეძრა სამყარო
გენიალური აღმოჩენა ფიზიოლოგიაში
გარღვევა უწმინდურ ძალებთან ბრძოლაში
უბრალოდ მაისაშვილი :)
ალასანიას დაბნევა და გაჩეჩილაძის ისტერიკა
უცნობი კუჭის გამართული მოქმედების მნიშვნელობაზე სწორი პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებს პროცესში
დადებითი მოვლენები ქვეყანაში, კვირის ტოპ სამეული
ეჭვიც არ მეპარება, რომ გაგრძელება იქნება :|
Subscribe to:
Posts (Atom)