2 წლის წინ ეს ნაწერი დავდე ერთ-ერთ ქართულ ფორუმზე და ამ თემის განხილვისკენ მოუწოდე მომხმარებლებს:
მაშ ასე მეგობრებო...
საქართველოში ინტერნეტი 90-იანების შუა წლებიდან გამოჩნდა, თუმცა მასიური სახე ამ "ინტერნეტმანიამ" მხოლოდ 21 საუკუნეში მიიღო.
ახლა თბილისის მოსახლეობის უმეტესობისთვის არანაირ სირთულეს არ წარმოადგენს პერსონალური კომპიუტერის შეძენა და ინტერნეტის ჩართვა. კომპიუტერიზაციის ნიშნები შეიმჩნევა საქართველოს სხვა მსხვილ ქალაქებშიც.
და ეს ძალიან კარგია :)
ეს ტენდენციები რაღათქმაუნდა სრულიად აისახა ქართულ ინტერნეტ-სიცვრცეშიც:
თუკი 90იანების ბოლოს თბილისელი ართუ მაინცდამაინც მრავალრიცხოვანი მომხმარებლების ძირითად თავშეყრის ადგილი იყო იმ დროისთვის პოპულარული "მირკი", ახლა ყოველ ფეხის ნაბიჯზე, ან უფრო სწორად რომ ვთქვათ, მაუსის კლიკზე სულ ახალ-ახალ ქართულ საიტებს, ფორუმებსა თუ პერსონალურ დღიურებს ე.წ. "ბლოგებს" ვხვდებით.
ინტენსიურმა "ინტერნეტიზაციამ" საზოგადოებაში თანდათან შემოიტანა მომხმარებლებს შორის კომუნიკაციების განსხვავებული ფორმები. ამის ერთ-ერთი მაგალითია ე.წ. "სმაილიკები". დღეს იუზერებიდან ცოტას ვინმეს თუ წარმოუდგებია ურთიერთობა ამ ემოციების გამომხატველი ნიშნების გარეშე. შეიძლება თამამად ითქვას, რომ ჩვენი, ანუ ინტერნეტ სივრცის მაცხოვრებლების არსებოდა მჭიდროდაა დაკავშირებული ზემოაღნიშნულ კომუნიკაციების ენასთან.
გარდა ამისა, მოხდა თვით სალაპარაკო ენის მოდიფიცირება და მასში კიბერ-ელემენტების იმპორტი.
ამ მოვლენის წყაროდ ძირითადად გვევლინება ფორუმები, სადაც ადამიანების ურთიერთობას თემების, კომენტარებისა თუ სტატიების დონეზე გააჩნია უაღრესად მობილური ხასიათი.
იუზერი ამ შემთხვევაში არ არის რაიმეთი შეზღუდული და თამამად შეუძლია ექსპერიმენტირება გამონათქვამებისა თუ ცაკლეული სიტყვების ცვლილებებითა და მოდიფიკაციით.
ამის ნათელი მაგალითია ისეთი გამონათქვამების წარმოშობა, როგორიცაა: "წადი თავი დაიხოცე", "განიჯვი ნაზად ძვირფასო" და ა.შ. სიტყვები: "კეე", "მიატალი", "რულამს", "ჯასნა"...
ასევე გვხვდება თითონ ფორუმის სპეციფიკადან გამომდინარე შექმნილი სლენგი, თუნდაც "ლინყი დააგდე", "წორნი", "დაგბან" და სხვა.
მოკლედ, ფაქტი ერთია: ჩვენ მომსწრენი ვხდებით ახალი ქართული კიბერ-სლენგის შექმნისა.
ცუდია ეს თუ არა, მომავალი გვიჩვენებს, თუმცა ჩვენ ვაკეთებთ და ვლაპარაკობთ იმას და ისეთი ფორმით, როგორც მოგვწონს და გვეხერხება და საზოგადოებამ ადრე თუ გვიან ეს უნდა მიიღოს, როგორც ფაქტი.
ტაკ ძერჟაწ' რებიატა
პ.ზ. სხვათა შორის რუსეთში უკვე დიდი ხანია შეინიშნება ამის ტენდენციები:
Аффтары сказали Newsweek'у свое "кг/ам"
დროა, ჩვენც დავდოთ ჩვენი "კრეატივი"
ჯასთ ;)
"ბოლო დროს ქართულ ინტერნეტ სივრცეში, რომელსაც აქა–იქ ჯინეტს უწოდებენ, უნდობლობით გამსჭვალულმა მომხმარებლებმა ვიკიპედიას “წიკიპედია” შეარქვეს და, ჩემი აზრით, ამ ხუმრობა–ხუმრობაში ძალიან ეფექტური სიტყვა შეიქმნა. ინგლისური w–ს ქართულ განლაგებაზე “წ” შეესაბამება, არ ვიცი ამ სიტყვის პირველად დამწერს მართლა შეეშალა თუ არა კოდირება, მაგრამ ფაქტია წიკიპედია ზედგამოჭრილი სახელია ქართული ვიკიპედიისათვის (მთლიანად ვიკიპედიას რომ თავი დავანებოთ). ამ სიტყვაში უნებლიედ მიღებული “წიკი”–ც არ არის უფუნქციოდ, იგი ხაზს უსვამს იმას, რომ ენციკლოპედიაში დაწერილი სტატია, თუ მოყვანილი ფაქტი ვიღაცის “წიკია”, შესაბამისად ზუსტად ეს ბადებს უნდობლობას მთლიანად ვიკიპედიის მიმართ."
წიკიპედია ფანდარასტ!
27 January, 2010
26 January, 2010
ქართული ოპოზიციის მარგალიტები Vol.#2 (Draft 9/21/09)
ერთ-ერთ წინა პოსტში მოყვანილი მქონდა რამდენიმე ვიდეო-მარგალიტი ეროვნული გურჯული ოპოზიციის გამოსვლებიდან და ინტერვიუებიდან.
და როგორც ვივარაუდე, შოუ გრძელდება მეგობრებო :)
ეგზისტენციალური ჩიხი
ზოლიან ტანსაცმელში დამალული მაჩო
ფული, ფული და კიდევ ერთხელ ფული...

25 January, 2010
Light & Magic (Draft 7/4/09)
დილით ვიღვიძებ და ვხვდები რომ დღეს შაბათია და რაიმე სასწრაფო საქმე არ მაქვს... არც მაინცდამაინც 9ის ნახევარზე ასადგომი და სამსახურში წასასვლელი.. ასე რომ არ იქნება არავითარი მაღვიძარას ზარის ხმა და უსიამოვნო მოლოდინი, რომ უნდა ადგე, ჩაიცვა, პირი დაიბანო, რამე სწრაფად ჭამო და უხალისოდ წახვიდე ოფისში... კააშმარ :vis:
ასე რომ
და გამახსენდა რომ დღეს დილით ზიკი ქობულეთში მიდის.. :)
ხო, სხვათა შორის ამას წინად ჯეოროკზე მომდის PM, წიპა "ნიკ შენი მობილი მომწერე, მე ნომერი შევცვალე და აღარ მახსოვს".. უზერს ვუყურებ და მაჩვი! უცებვე თავში გამიელვა ჩვენმა ყველა ერთად დალევამ და ა.შ. რაღათქმაუნდა მაშვისვე სახელგანთქმული "კრიშით"... თან პახოდუ დიდი ხანია რაც არ მინახია ტიპი..
იასნა მივწერე ნომერი და მეორე დღეს ეგრევე ზარი რომ რავა ხარ, სად ხარ შე არამზადავ დაკარგული და მსგავსი სტანდარტული ფრაზები :)
რაც ყველაზე ძაან გამიხარდა (ნუ თავად მაჩვის გამოჩენას არ ვთვლი) არის რომ მისი "კრიშა" ისევ ღიაა :ბის: თუმცა რაღათქმაუნდა ყველასთვის არა ;)
მოკლედ, სანამ მეც შვებულებას ავიღებ და ზღვისკენ მოვხევ, ერთი მაგარი პიანკა უნდა ავწიოთ უეჭველი :)))

დავიწყებული Draft პოსტები
22 January, 2010
12 January, 2010
Ruby Tuesday
ნეტა ვინ თქვა, რომ ორშაბათი ყველაზე ცუდი დღეა კვირის განმავლობაში?
მე იგივეს ვიტყოდი სამშაბათზეც :))
უფრო ზუსტად კი ყველა იმ დღეზე, როდესაც იძულებული ხარ გააკეთო ის რაც არ გინდა და არ გსიამოვნებს..
თუმცა გუშინაც არანაკლები უაზრო დღე იყო...
ჯერ იყო და სამსახურში დილით რაღაც იდიოტობა საქმეები გავაკეთე, მერე კი რამოდენიმე საათი უსაქმოდ ვიჯექი და ინეტში დავხეტიალებდი (სხვათა შორის ამ ხეტიალის დროს გადმოვწერე სთარ ვორსის სიუჟეტზე აგებული სტრატეგიული ვიდეოთამაში, რომელსაც უახლოეს მომავალში დავაყენებ და ვითამაშებ :P).
მერე ზიკის მივეკონტაქტე და სამუშაო დროის დამთავრების შემდეგ წავედით მაკდონალდსში, როგორც გამოირკვა სულ ტყუილად, რადგანაც მგონი 10 კილომეტრის რადისუში რაც იდიოტი იყო, ყველამ იქ მოიყარა თავი და დასაჯდომ ადგილებზე რომ არაფერი ვთქვა, სალაროებთან გრანდიოზული რიგები იდგა.. ამიტომ წავხეტიალდით ჩინურ რესტორანში (თუ რაცაა) და ვჭამეთ რაღაც აბორიგენული კერძი.. წიპა მოთუშული ძროხის ხორცი ანანასით და რაღაცნაირი სოუსით... ხორცი თავისთავად კარგი იყო, თუნცა იმავეს ვერ ვიტყვი სოუსზე, რომელიც ჩინური ტრადიციებისდა მიხედვით (:D) იყო ბლანტი, ტკბილი და ისეთ შეგრძნებას იწვევდა თითქოს მურაბიან ხორცს ვჭამდი :)) აი არ მიყვარს ეს სვით და ბითერსვით ვეშები და მომკალით :უსერ:
მერე წავედით გუდვილში, სადაც მინდოდა მეყიდა რაიმე ეგზოტიკური ხილი. საუბედუროდ არჩევანი დიდი არ იყო და მანგოების და რაღაცეების ყიდვა არ მომინდა.. მერე უცებ დავინახე ძალიან სტრანნი ვეში სახელად "ყვითელი პიტაჰაია", რომლიც ყიდვაც დიდი განსჯის შემდეგ გადავდე იმ დრომდე, სანამ არ დავადგენდი რა იყო და როგორ იჭმეოდა (btw დღეს დავსერჩე და კაქტუსისმაგვარი რაღაცის ნაყოფი აღმოჩნდა).
მერე მეგობარმა დამირეკა და საკმაოდ დიდხანს ველოდე, იმიტომ, რომ იმ დეგენერატს (მიუხედავად იმისა რომ სამჯერ გავუმეორე) ეგონა რომ დიღმის გუდვილში ვიყავით :) მოკლედ როდესაც შეცდომა გაირკვა, დავიკიდე და წამოვედი სახლში, სადაც რამდენიმე ხანი ჩემთვის წყნარად ვიჯექი და რაღაცას ნიტო ვკითხულობდი, ნიტო ვუყურებდი.
ის იყო დაძინება გადავწყვიტე, რომ მეორე დეგენერატმა მეგობარმა დამირეკა და მთხოვა მივსულიყავი ბაფალოში, ოღონდ მიზეზი არ მითხრა, მერე გეტყვიო.. რათქმაუნდა ეშმაკებთან გავგზავნე, მარა მეთქი ოკ და წავედი.. მიუხედავად აშკარად მანიაკი ტაქსისტისა და არანაკლებ მანიაკი ადგილობრივი "სთრით რეისერებისა", რაოდენ საკვირველიც არ უნდა იყოს მშვიდობით მივედი. და რაღათქმაუნდა რაღაც უაზრობაზე მეძახდნენ და ა.შ., მარა ეგ უკვე საინტერესო არ არის :)
მერე მოვედი სახლში და ასე დილის 7 საათამდე ვკითხულობდი "გრაფ მონტე-კრისტო"-ს და ვუყურებდი რაღაც კიბერ-გოთურ ფილმს, რომლის შინაარსიც არ მახსოვს იმიტომ, რომ დამეძინა.
დღეს გავიღვიძე ასე 11-ის ნახევარზე და გამახსებდა რომ გუშინაც დავაგვიანე სამსახურში :|
კიდევ კარგი, რომ ფაქტიურად თავისუფალ გრაფიკზე ვარ და დიდ პრობლემებს არ მიქმნის დაგვიანება.. მარა მაინც..
და ახლა ველოდები ძალიან საზიზღარი სამუშაოს მასალების გამოგზავნას, რომელიც უნდა დავამუშავო და ასევე საშინელება რაღაცეები გავაკეთო :ჩამოხრჩობა:
არადა ისე მეძინება, რომ სამმა ჭიქა ყავამაც ვერ მიშველა და ყველაფერი მეზარება...
არა რა, Life is pain, როგორც ამბობენ იმოები :გიგი:

The Rolling Stones - Ruby Tuesday .mp3 | ||
Found at bee mp3 search engine |
11 January, 2010
Little Boots
რამდენიმე კვირის წინ ინეტში რაღაც სიმღერებს ვეძებდი და შემთხვევით გადმოვიწერე Little Boots-ის "Stuck on Repeat". ეს არის ბრიტანული ელექტრონიკა, რომლის ავტორიც არის მშვენიერი გოგონა სახელად Victoria Hesketh. საერთოდ, ელექტრონული მუსიკის მოყვარული არ ვარ, მაგრამ როდესაც ეს სიმღერა მოვისმინე, ეგრევე გამახსენდა ცნობილი ელექტრონული ჯგუფი Ladytron. ვისაც ამ უკანასკნელის რაიმე მაინც მოუსმენია, მიხვდება რატომაც.. მოკლედ, ნამდვილად საკაიფო ვეშია და სულაც არაა გასაკვირი, რომ საკმაო პოპულარობა მოუტანა შემსრულებელს :)
ყოველგვარი დამატებითი კომენტარის გარეშე აგერ სიმღერა და ინჯოი :))

ლიტერატურული პარალელები რეალურ ცხოვრებასთან :D
უკომენტაროდ :)
სამი მეგობარი. რემარკი
1984. ორუელი
წყნარი დონი. შოლოხოვი
10 Негритят. კრისტი
Горе от Ума. გრიბოედოვი
ამერიკული ტრაგედია. დრაიზერი
მუმუ. ტურგენეევი
კაპიტალი. მარქსი
ოტელო. შექსპირი
მობი დიკი. მელვილი
Source
სამი მეგობარი. რემარკი
1984. ორუელი
წყნარი დონი. შოლოხოვი
10 Негритят. კრისტი
Горе от Ума. გრიბოედოვი
ამერიკული ტრაგედია. დრაიზერი
მუმუ. ტურგენეევი
კაპიტალი. მარქსი
ოტელო. შექსპირი
მობი დიკი. მელვილი
Source
08 January, 2010
ოპერა-ტიული ინტერნეტი
იყო და არა იყო რა....
ტოესწ უხსოვარი დროის წინ...
კიარადა...
მოკლედ..., როდესაც ჯერ კიდევ პირზერძეშეუშრობელი "ჩაინიკი" ვიყავი, ინეტში ხელისცეცებით დავძვრებოდი და კომპიუტერს და ოფისის სისადმინს ვაწვალებდი, უკიდეგანო ვებსივრცეში ხეტიალისას ვიყენებდი (ალბათ ისევე როგორც ჩვენს ყველანი თავის დროზე) ვინდოუსის "დეფოლტ" ბრაუზერს, ანუ IE-ს :|
გამოხდა ხანი და კეთილი ჰუზერების რჩევებითა და რეკომენდაციით გადავბარგდი წითელ ნულზე, ანუ Opera-ზე ჰარიფულად რომ ვთქვათ..
ნუ ეს იყო სადღაც 2-3 წლის წინ, თუკი ჩემი გადაღლილი ნეირონების გროვა არ მატყუებს... იქიდან მოყოლებული ჩემი მთავარი ბრაუზერი არის სწორედაც ზემოთნახსენები სოფტი... სწრაფი, ლაითი, კომფორტული :yes: (FireFox-ის ფანები მარჯვნივ და ცოტა გვერდზე თუ შეიძლება.. ვოტ, კარგია მასე).
ჰოდა რა მინდოდა ახლა მე..
უახლესი პრე-ალფა ბილდი დავაყენე და facebook-ზე Pet Society-ში როცა შევდივარ მექრაშება :(
გამოუშვან დროზე ახალი ბილდი :mad:
მაი პრეშაააას :D

ახალი თემფლეითი... კიარადა იმიჯი :yes:
Subscribe to:
Posts (Atom)