28 September, 2012

ხანდახან

ხანდახან როდესაც არ ელოდები უეცრად საინტერესო რამეებს აღმოაჩენ

ხანდახან დაუგეგმავად ხვდები სხვადასხვა სიტუაციებში

ხანდახან ყველაფერი ისე არ ხდება როგორც დაგეგმე

და ხანდახან ეს ყველაფერი გკიდია

ხანდახან ცხოვრება პატარა სასიამოვნო სურპრიზებსაც გთავაზობს

და ხანდახან ეს ძალიან დიდ მსხვერპლს მოითხოვს

ხანდახან უბრალოდ ხარ შენ და სამყარო

ხანდახან ყველაფერი ძალიან სასაცილო ხდება

არადა ხანდახან მაინც უნდა იტირო

და ხანდახან ესეც არ შველის

ხანდახან გრძნობ რომ უნდა წახვიდე და არ გაჩერდე სანამ არ იგრძნობ რომ იქ მიხვედი სადაც საჭიროა

ხანდახან უბრალოდ კარგია დასვენება

ხანდახან ძალიან მაგარია

ან ხანდახან ძალიან ბანძი

მაგრამ ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ ხანდახან..




11 July, 2012

მუსიკა on my mind... again 1

ჩემი ამჟამინდელი ფლეილისტის მთავარი წარმომადგენლები ))

Princess Chelsea

ახალ ზელანდიური ინდი პოპის წარმომადგენელი და მისი მშვენიერი ავტორი Chelsea Nikkel :)

და 2011 წელს გამოშვებული ალბომი "Lil' Golden Book"


It's just a cigarette & it cannot be that bad ამბობს ის და გვეუბნება რომ 2010 წელს სწორედ სიგარეტთან დაკავშირებული პრობლემების გამო ახალ ზელანდიაში 420 წყვილი დაშორდა ერთმანეთს...

არ ვიცი ჩელსიმ ეს სტატისტიკა საიდან მოიტანა, მაგრამ სიმღერა ნამდვილად კარგია )



სხვათა შორის ეს სიმღერაც ადამიანების მანკიერ ჩვევებს ეხება, კერძოდ კი ალკოჰოლით მიყენებულ ზიანს:



პ.ს. ინტრო აშკარად იწვევს ასოციაციებს ლუი არმსტრონგის "what a wonderful world" და სქითერ დევისის "The end of the world"-თან.. მოუსმინეთ ამ სიმღერებს და თავად დარწმუნდებით ;)

ალბომში სხვა ძალიან საინტერესო სიმღერებიც არის წარმოდგენილი, მაგალითად "Overseas", "Caution Repetitive", "Ice Reign" და "Goodnight Little Robot Child"...

მოკლედ, საბოლოო შეფასებით, ძალიან კარგი ალბომი გამოვიდა, და რაც მთავარია სოციალურ, დღეისათვის აქტუალურ პრობლემებზე აქცენტით..




კიდევ ერთი მშვენიერი გოგონა Lana Del Rey (იგივე Elizabeth Grant) 2012 წელს გამოშვებული ალბომით "Born To Die"


პირველ რიგში უნდა აღინიშნოს ამავე სახელწოდების ჰიტი, რომლის კლიპიც მაინცდამაინც არ მხიბლავს, მაგრამ სიმღერა ნამდვილად დონე გამოვიდა



ტექსტები ძირითადად საკმაოდ ბანალურია და სიყვარულზე და მსგავს რამეებზეა (Fუუ :D ),
თუმცა მუსიკალურად და ზოგადად "დრაივის" თვალსაზრისით ძალიან კარგი მოსასმენია.



ასევე გამოვყოფდი "Summertime sadness", "Blue Jeans" და "National Anthem"-ს, რომელიც მგონი ერთადერთია სეროზული ტექსტის მხრივ..

"Money is the anthem
God, you're so handsome
Money is the anthem
Of success.."



სხვათა შორის გარდიანმა ლანა დაახასიათა, როგორც "self-styled gangsta Nancy Sinatra" )))

საინტერესოა რას შემოგვთავაზებს მომავალში?

იმედია უფრო კარგად ნაფიქრი და რაც მთავარია არაერთფეროვანი (უფრო სწორად არა-ერთი-თემატიკის) ტექსტებს :)


და ბოლოს, მადლობა იუთუბს :D

08 June, 2012

არშემდგარი ამო თბილისის თავზე და რუსების დაჟანგული ტექნოლოგიები

გუშინ მე და ჩემი მეგობარი ვიყავით TBC Artarea Live-ზე ქოლგაში ფოტოგამოფენის სანახავად.. უფრო სწორად როგორც ფეისბუქზე ეწერა, პახოდუ კონცერტი უნდა ყოფიილყი Me and My Monkey-ს და Svansikh-ის მონაწილეობით.. და საერთოდაც ლუდის დალევა გვინდოდა :D

ბევრი რომ არ ვწერო, გამოფენა ნორმ, კონცერტი დიდი არაფერი და ლუდის დალევაც ვერ მოვახერხეთ წესიერად - ბოთლის მესამედიც არ გვქონდა დალეული რომ მოვიდა დაცვა და პარკის ტერიტორიაზე ნუ დალევთ კამერებმა დაგაფიქსირესო :)

ჰოდა ჩვენც გავედით ხიდთან და გავაბით ბოდლერზე საუბარი :P

და აი სწორედ მაშინ, ასე 21.45-ზე ჩრდილოეთის მიმართულებით ცაში დავინახეთ კონუსის ფორმის ნათება, ბოლოში კაშკაშა წერტილით, რომელიც შემდეგ სპირალისებურად დაეხვა და საბოლოოდ გაუჩინარდა... აი ეს:



ფოტოს ხარისხი კვერცხობაა, მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ მობილური გვქონდა ხელთ და რა გვექნა :)

მოკლედ, პირველი აზრი რაც იყო - "უფო შეჩემა" :-o

და მერე ლოგიკურად გამოვრიცხეთ თვითმფრინავიც, სქაილანთერნიც და სხვა საჰაერო რამეები და მივედით დასკვნამდე რომ ჩვენი ამო დიდი ალბათობით უცხოპლანეტური წარმოშობისა იყო...

ეს აზრი უფრო გაგვიმტკიცდა როდესაც ქოლგაში მიმავალმა სამმა გრძელფეხებიანმა და საერთოდაც მშვენიერი გარეგნობის მდედრობითი სქესის ჰუმანოიდმა არსებამ გვერდზე ჩაგვიარა... ;;) სხვათა შორის სრულიად უხმოდ და რაღაც ისე ავისმომასწავებლად მიდიოდნენ, აი ფილმებში რომ არის მომენტი რის მერეც დიდი სისხლისღვრა იწყება ხოლმე შუაზე გაგლეჯილი და უთავო გვამებით და ვამპირ-უცხოპლანეტელ-მანიაკებით )

ჰოდა რა მინდოდა მეთქვა, ანუ გადავწყვიტეთ რომ ეს არსებები (ნუ ქალები დავარქვათ პირობითად) აშკარად უცხოპლანეტელები იყვნენ და კაკ რაზ ცაში დანახული იმ ამო-დან დაეშვნენ დედამიწაზე... ისე კი გაგვიკვირდა რაღა მაინცდამაინც საქართველოში, მაგრამ რა იცი რა ხდება, იქნებ ვარსკვლავურმა გუგლ-მეფმა გაჭედა და გზა აერიათ ხზ :უსერ:

და ასეთ მშვენიერ ციურ ოცნებებში რომ ვიყავთ...


ა) В Астраханской области испытали ракету "Тополь"

ბ) თბილისის ცაზე უცნაურ ნათებას ასტრონომი გიორგი ჯავახიშვილი რაკეტის აფეთქებას უკავშირებს

ანუ რუსებმა ბალისტიკური რაკეტა გაუშვეს, რომელიც იმის მაგივრად რომ სამიზნეს დასჯახებოდა, ჰაერში აფეთქდა..
და კაკ რაზ ეს მოვლენა იყო ის რაც დავინახეთ ჩვენც, რუსეთშიც, კავკასიაშიც და მთელ ახლო აღმოსავლეთშიც და ამო გვეგონა..


ჰოდა მოგიდღანთ თქვენი დაჟანგებული რაკეტები და სუპერ-ბუპერ ტექნოლოგიები X(



პ.ზ. კსტაწი, ის მშვენიერი ჰუმანოიდები მერე დიდხანს ვეძებეთ, მაგრამ სამწუხაროდ ვეღარ ვნახეთ ვერსად :|

:D

28 May, 2012

რომელი დემონი ნადირობს ჩემზე?

ხანდახან რა უცნაური აზრები მოსდით ხოლმე ინტერნეტ-ტესტების შემქმნელებს :D

Какой демон охотится на тебя?

Тест завершен, и я попробую рассказать, кого тебе следует остерегаться. Мне приходилось видеть этого демона мельком, так что толком рассмотреть его у меня не вышло. Да это в общем-то и не важно – они ведь могут напяливать любое обличие
Но, скорее всего, одет он будет экстравагантно, броско и стильно, говорить – споро, смеяться – часто. imageВот только в какой бы ухмылке не растягивался его рот, глаза все равно останутся холодными, мертвыми и спокойными. Судя по твоим ответам, ты – его возможная жертва, так что оглядывайся почаще. Ты – без сомнения заметный человек и наверняка, умеешь получать удовольствие от жизни. Вряд ли ты часто впадаешь в тоску и меланхолию, скорее уж ярость и гнев. Твой разум гибок, ты умеешь принимать быстрые, рискованные решения, иной раз тебя опьяняет азарт…вот тут демон и расставляет свои ловушки. Пора познакомить тебя с твоей обратной стороной: жестокий, беспринципный субъект, использующий людей, как орудия для своих мнимых целей; тянуться к блуждающим огонькам и увлекать за собой в болото тех, кто тебя любит и верит. Наверное, ты и сам иногда осознаешь, что все это есть в тебе – ведь так часто другим приятно быть с тобой, приятно следовать за тобой. А демон превратит тебя в гаммельнского крысолова. Поверь, ты ценен для него не только сам по себе. Это как ожерелье из нанизанных на него кристаллов – людских душ, связанных друг с другом через тебя. Роскошное приобретение в коллекцию демона
Пройти тест

პ.ზ. აქეთ მიფრთხილდნენ :ბოლი: )))

წიგნის ფესტივალი 2012

მორიგი წიგნის ფესტი - ნათელი წერტილი დატვირთულ კვირაში :)

თბილისის წიგნის XIV საერთაშორისო ფესტივალი


მთავარ პავილიონთან და შიგნით:



პალიტრა L-ის პავილიონი და მაკულატურის ჩაბარება




<3