გუშინ მე და ჩემი მეგობარი ვიყავით TBC Artarea Live-ზე ქოლგაში ფოტოგამოფენის სანახავად.. უფრო სწორად როგორც ფეისბუქზე ეწერა, პახოდუ კონცერტი უნდა ყოფიილყი Me and My Monkey-ს და Svansikh-ის მონაწილეობით.. და საერთოდაც ლუდის დალევა გვინდოდა :D
ბევრი რომ არ ვწერო, გამოფენა ნორმ, კონცერტი დიდი არაფერი და ლუდის დალევაც ვერ მოვახერხეთ წესიერად - ბოთლის მესამედიც არ გვქონდა დალეული რომ მოვიდა დაცვა და პარკის ტერიტორიაზე ნუ დალევთ კამერებმა დაგაფიქსირესო :)
ჰოდა ჩვენც გავედით ხიდთან და გავაბით ბოდლერზე საუბარი :P
და აი სწორედ მაშინ, ასე 21.45-ზე ჩრდილოეთის მიმართულებით ცაში დავინახეთ კონუსის ფორმის ნათება, ბოლოში კაშკაშა წერტილით, რომელიც შემდეგ სპირალისებურად დაეხვა და საბოლოოდ გაუჩინარდა... აი ეს:
ფოტოს ხარისხი კვერცხობაა, მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ მობილური გვქონდა ხელთ და რა გვექნა :)
მოკლედ, პირველი აზრი რაც იყო - "უფო შეჩემა" :-o
და მერე ლოგიკურად გამოვრიცხეთ თვითმფრინავიც, სქაილანთერნიც და სხვა საჰაერო რამეები და მივედით დასკვნამდე რომ ჩვენი ამო დიდი ალბათობით უცხოპლანეტური წარმოშობისა იყო...
ეს აზრი უფრო გაგვიმტკიცდა როდესაც ქოლგაში მიმავალმა სამმა გრძელფეხებიანმა და საერთოდაც მშვენიერი გარეგნობის მდედრობითი სქესის ჰუმანოიდმა არსებამ გვერდზე ჩაგვიარა... ;;) სხვათა შორის სრულიად უხმოდ და რაღაც ისე ავისმომასწავებლად მიდიოდნენ, აი ფილმებში რომ არის მომენტი რის მერეც დიდი სისხლისღვრა იწყება ხოლმე შუაზე გაგლეჯილი და უთავო გვამებით და ვამპირ-უცხოპლანეტელ-მანიაკებით )
ჰოდა რა მინდოდა მეთქვა, ანუ გადავწყვიტეთ რომ ეს არსებები (ნუ ქალები დავარქვათ პირობითად) აშკარად უცხოპლანეტელები იყვნენ და კაკ რაზ ცაში დანახული იმ ამო-დან დაეშვნენ დედამიწაზე... ისე კი გაგვიკვირდა რაღა მაინცდამაინც საქართველოში, მაგრამ რა იცი რა ხდება, იქნებ ვარსკვლავურმა გუგლ-მეფმა გაჭედა და გზა აერიათ ხზ :უსერ:
და ასეთ მშვენიერ ციურ ოცნებებში რომ ვიყავთ...
ა) В Астраханской области испытали ракету "Тополь"
ბ) თბილისის ცაზე უცნაურ ნათებას ასტრონომი გიორგი ჯავახიშვილი რაკეტის აფეთქებას უკავშირებს
ანუ რუსებმა ბალისტიკური რაკეტა გაუშვეს, რომელიც იმის მაგივრად რომ სამიზნეს დასჯახებოდა, ჰაერში აფეთქდა..
და კაკ რაზ ეს მოვლენა იყო ის რაც დავინახეთ ჩვენც, რუსეთშიც, კავკასიაშიც და მთელ ახლო აღმოსავლეთშიც და ამო გვეგონა..
ჰოდა მოგიდღანთ თქვენი დაჟანგებული რაკეტები და სუპერ-ბუპერ ტექნოლოგიები X(
პ.ზ. კსტაწი, ის მშვენიერი ჰუმანოიდები მერე დიდხანს ვეძებეთ, მაგრამ სამწუხაროდ ვეღარ ვნახეთ ვერსად :|
:D