11 July, 2012

მუსიკა on my mind... again 1

ჩემი ამჟამინდელი ფლეილისტის მთავარი წარმომადგენლები ))

Princess Chelsea

ახალ ზელანდიური ინდი პოპის წარმომადგენელი და მისი მშვენიერი ავტორი Chelsea Nikkel :)

და 2011 წელს გამოშვებული ალბომი "Lil' Golden Book"


It's just a cigarette & it cannot be that bad ამბობს ის და გვეუბნება რომ 2010 წელს სწორედ სიგარეტთან დაკავშირებული პრობლემების გამო ახალ ზელანდიაში 420 წყვილი დაშორდა ერთმანეთს...

არ ვიცი ჩელსიმ ეს სტატისტიკა საიდან მოიტანა, მაგრამ სიმღერა ნამდვილად კარგია )



სხვათა შორის ეს სიმღერაც ადამიანების მანკიერ ჩვევებს ეხება, კერძოდ კი ალკოჰოლით მიყენებულ ზიანს:



პ.ს. ინტრო აშკარად იწვევს ასოციაციებს ლუი არმსტრონგის "what a wonderful world" და სქითერ დევისის "The end of the world"-თან.. მოუსმინეთ ამ სიმღერებს და თავად დარწმუნდებით ;)

ალბომში სხვა ძალიან საინტერესო სიმღერებიც არის წარმოდგენილი, მაგალითად "Overseas", "Caution Repetitive", "Ice Reign" და "Goodnight Little Robot Child"...

მოკლედ, საბოლოო შეფასებით, ძალიან კარგი ალბომი გამოვიდა, და რაც მთავარია სოციალურ, დღეისათვის აქტუალურ პრობლემებზე აქცენტით..




კიდევ ერთი მშვენიერი გოგონა Lana Del Rey (იგივე Elizabeth Grant) 2012 წელს გამოშვებული ალბომით "Born To Die"


პირველ რიგში უნდა აღინიშნოს ამავე სახელწოდების ჰიტი, რომლის კლიპიც მაინცდამაინც არ მხიბლავს, მაგრამ სიმღერა ნამდვილად დონე გამოვიდა



ტექსტები ძირითადად საკმაოდ ბანალურია და სიყვარულზე და მსგავს რამეებზეა (Fუუ :D ),
თუმცა მუსიკალურად და ზოგადად "დრაივის" თვალსაზრისით ძალიან კარგი მოსასმენია.



ასევე გამოვყოფდი "Summertime sadness", "Blue Jeans" და "National Anthem"-ს, რომელიც მგონი ერთადერთია სეროზული ტექსტის მხრივ..

"Money is the anthem
God, you're so handsome
Money is the anthem
Of success.."



სხვათა შორის გარდიანმა ლანა დაახასიათა, როგორც "self-styled gangsta Nancy Sinatra" )))

საინტერესოა რას შემოგვთავაზებს მომავალში?

იმედია უფრო კარგად ნაფიქრი და რაც მთავარია არაერთფეროვანი (უფრო სწორად არა-ერთი-თემატიკის) ტექსტებს :)


და ბოლოს, მადლობა იუთუბს :D