მოკლედ, სანამ საქართველოში მელკი შიდაპოლიტიკური გარჩევებით ვართ დაკავებულნი, ირანში ვნებები დუღს :) საპრეზიდენტო არჩევნებში კვლავ გაიმარჯვა მოქმედმა პრეზიდენტმა აჰმადინეჯადმა, თუმცა მისი ოპონენტი, მუსავი მიიჩნევს, რომ ადგილი ჰქონდა გაყალბებას. მან გამოიყვანა მხარდამჭერების ძალიან დიდი რაოდენობა ქუჩაში და ატარებს საპროტესტო აქციებს.
ამ აქციებს უკვე მოჰყვა მხვერპლიც. დღევანდლამდე დაღუპულია 7 მომიტინგე. ფრანს პრესის ინფორმაციით ქუჩაში გამოსული ოპოზიციის მხარდამჭერთა რიცხვი მიახლოებით 1.5 მილიონ ადამიანს შეადგენს..
მოკლედ, რაღაც იწყება ირანში აშკარად ;)
ესეც ფოტოები უკომენტაროდ (© www.boston.com)
Original content
საქართველოშჳ რევოლუციონარობა და მიტინგობა უკვე სამსახურს დაემსგავსა, დილას დგება კაცი და მიდის სამსახურში ანუ მიტინგზე. ამიტომ ასეთ რამეს შედეგი არ მოჰყვება.
ReplyDeleteირანისათვის კი ეს ძალიან დიდი წინგადადგმული ნაბიჯია. მაგ ქვეყანაში ოპოზიციას არ ახარებდნენ. ამ სიტყვის სრული მნიშვნელობითმ მაგრამ დგება მომენტი როცა შიში უკანა პლანზე გადადის და იბრძვი საკუთარი უფლებებისათვის.
მინდა მაგ ხალხს წარმატება ვუსურვო დაწყებულ ბრძოლაში!