Hybrid vehicle | Wikipedia
ამ ტიპის ავტომობილების მთავარი პლიუსი არის საწვავის დაბალი მოხმარება (მაგალითად ჰიბრიდული Toyota Prius მოიხმარს 40%-ით უფრო ნაკლებ საწვავს ვიდრე მისი ჩვეულებრივი ვარიანტი) და აქედან გამომდინარე ეკოლოგიური დაბინძურების დაბალი მაჩვენებელი. გარდა ამისა, ავტომობილის მხოლოდ ელემენტზე მუშაობისას ხმაურწარმოქმნა იმდენად დაბალია, რომ 32 კმ/სთ-ზე ნაკლების სიჩქარის დროს ხმა პრაქტიკულად არ ისმის.
როგორც წესი ჰიბრიდული ავტომობილები არ გამოირჩევიან განსაკუთრებული სისწრაფით და მომხმარებლებისათვის ძირითადად "საოჯახო" მანქანებთან ასოცირდებიან. აქედან გამომდინარე, ისინი სპორტული ავტომობილების მოყვარულ ხალხში დიდი პატივისცემით არ სარგებლობებ (ნუ საქართველოზე საერთოდ არ მაქვს საუბარი, აქ ყველა შუმახერია და "ელექტრომობილი არა ლეღვი" :D). მაგრამ როგორც ჩანს ყველაფერი იცვლება :)
Lotus Evora 414E Hybrid

Toyota FT-HS Hybrid

Tesla Roadster
Porsche 918 Spyder Plug-in Hybrid

Honda CR-Z Hybrid

Citroën’s C-Métisse Diesel Hybrid

და ბოლოს,
Ferrari Hy-Kers

ჰიბრიდი ფერარისგან (!), რომელიც 100 კმ/სთ სიჩქარეს 3.2 წამში ანვითარებს, ხოლო 200 კმ/სთ-ს – 10,5 წმ-ში.
შთამბეჭდავია, ვერაფერს იტყვი :)
პ.ზ. მადლობა აკვალანგ.Ge-ს და Google-ს :)
მაგარია ^_^
ReplyDeleteკი მაგარია, მაგრამ რაღაც არ მევასება ეს დაბალპასადკიანი მანქანები.
ReplyDeleteვაიმე მინდა ეს მანქანები ყველა =(=(
ReplyDeleteმაინტერესებს ღირს თუ არა ჰიბრიდული ავტომობილების იმპორტი ინტენსიურად, რამდენად გაყიდვადი იქნება საქართველოში და კავკასიის სხვა ქვეყნებში?:)
ReplyDelete@Mark
ReplyDeleteარა მგონია მომგებიანი იყოს იგივე კავკასიელი ხალხის მენტალიტეტიდან გამომდინარე.. ანუ სიახლის არ ან ძნელად-მიღების მომენტია..
მეორე ხელისშემშლელი ფაქტორი არის აუცილებელი სერვისის არქონა, ანუ რომ გაგიფუჭდეს ჰიბრიდული ავტომობილი უბრალოდ ვერსად იპოვი ხელოსანს ან ოფიციალურ სერვისცენტრს რომ გაარემონტო...
ამიტომ იმპორტამდე პირველ რიგში უნდა მოხდეს სერვისცენტრების მოწყობა და შემდეგ დიდი სარეკლამო კამპანიის გაკეთება მოსახლეობის გასათვითცნობიერებლად ამ ყველაფერში :)
თუმცა ეს მხოლოდ ჩემი აზრია და რეალურად შეიძლება გაცილებით მარტივადაც მოხდეს ყველაფერი :)