06 October, 2010

I Like თბილისი in the Rain

წვიმს წვიმს წვიმს


და მე საკმარისად დავსველდი სანამ სახლიდან სამსახურამდე მივიდოდი


მაგრამ მაინც კარგი შეგრძნებაა, რაღაც იზოლაციის პონტში - წიპა ვართ მარტო მე და წვიმა, სხვა დანარჩენი წვიმის ფარდის იქეთაა..

ისე კი ჩემთვის წვიმიანი თბილისი რაღაც პოსტაპოკალიპტური ქალაქის ასოციაციას იწვევს. ალბათ ამიტომაც მომწონს ლოლ :)

დიდი სიამოვნებით წავიდოდი სადმე სახეტიალოდ, საკაიფოდ დავსველდებოდი, მერე სადმე ბუხრიან კაფეში ან ბარში შევიდოდი, დავლევდი გლინტვეინს ან გროგს, გავშრებოდი და ვუყურებდი ფანჯრიდან როგორ წვიმს...


ჰო, გუბეების გადაცურვისას დღეს კიდევ ერთხელ დავრწმუნდი თუ რა დებილურადაა ტროტუარები გაკეთებული, თუმცა ეგეც არაფერი.




პ.ზ. არ ვიცი რატომ, მაგრამ დილიდან ეს სიმღერა ამეკვიატა :)



:)

6 comments:

  1. აუუ, სათაურზე ის იმღერა გამახსენდა: I like London in the rain.. ამ სიმღერაზე კი 2007 ში ქობულეთში გატარებული 2 დღე გამახსენდა.. და მერე გამახსენდა რომ მადლობა გითხრა ესენი რომ გამახსენე. :)

    ReplyDelete
  2. აი მუსიკის ლინკი: http://www.youtube.com/watch?v=1FqKuQJPKbA

    ReplyDelete
  3. 10X :)

    ჰო, კაკ რაზ მაგ სიმღერის პონტში დავარქვი ეგ სახელი :))

    ReplyDelete
  4. წვიმა ის ბუნებრივი მოვლენაა, რომელიც მიყვარს და მიყვარს და მიყვარს და მიყვარს.
    და მე ისევ რომანტიულ განწყობაზე მაყენებს.
    მერე მინდება ბევრი ფიქრი, ბევრი მარტინის წრუპვა სადმე ბუხრიან ბარში, სადაც ხმაური არ არის და მუსიკის სმენა, ისეთი როგორიცაა I like London in the rain. მერე ბუხარს მივუჯდები და გავთბები, მერე ლიქიორს მივაყოლებ. იყოს ამჯერად მარწყვის, თუმცა ლიქიორი ყველანაირი მიყვარს და განსაკუთრებით.


    მიყვარს ასეთი პოსტები, როლინგების ეს სიმღერა არ ვიცოდი. კარგი სიმღერაა, თავიანთ ჩვეულ სტილში. პრინციპში ეს ჯგუფი მიყვარს ასეთი.

    ReplyDelete
  5. წვიმა მეც მიყვარს, მაგრამ დღეს სასტიკი გაციებაც მოყვა :\

    აუ რამდენი ხანია ამ სიმღერისთვის არ მომისმენია, არადა მიყვარს <3

    ReplyDelete
  6. წვიმა კარგია, თბილისის წვიმაც კარგი იქნებოდა ტალახი რომ არ იყოს ;))))

    ReplyDelete