ბაობაბი მე ყოველთვის წარმომედგინა როგორც მუხის მსგავსი დიდი და ძლიერი ხე, რომელიც იზრდებოდა აფრიკის უდაბნოებში... და სენტ ეგზიუპერის "პატარა უფლისწული"-ს ერთ-ერთ პლანეტაზეც რათქმაუნდა... ანუ ჩემთვის ბაობაბი ყოველთვის იყო ხე, რომელსაც რაიმე პრაქტიკული ღირებულება (შეშისა და ხის ნედლეულის გარდა) არ გააჩნდა..
მიუხედავად ამისა ერთ დღესაც აღმოვაჩინე, რომ ბაობაბი ისხავს ნაყოფს და ამ ნაყოფისგან კი შესაძლებელია წვენის დამზადება. და საერთოდაც, მიუხედავად თავისი უხეში იერსახისა, ის საკმაოდ სიმპატიური ხეა :D
ყველაფერი დაიწყო იქიდან, რომ ჩემმა თანამშრომელმა იტალიიდან ჩამოიტანა აი ასეთი პაკეტი, რომელიც ერთი ზანგი გარემოვაჭრისგან შეიძინა:
ნუ გეშინიათ კოკაინი არაა შიგნით, მხოლოდ და მხოლოდ ბაობაბის ნაყოფის ფხვნილია :D
თურმე ბაობაბის ხე ისხავს მოგრძო ფორმის ნაყოფს, რომლისგანაც ადგილობრივი მოსახლეობა აკეთებს ამ ფხვნილს.
თუკი აბორიგენი მშრომელები ბაობაბის ნაყოფის დაკრეფისას მშიერ ლომების მიერ შეჭმას გადაურჩნენ და ფხვნილის დამზადებამ და ტრანსპორტირებამაც მშიდობიანად ჩაიარა, ამის შემდეგ ისღა დარჩენია ადამიანს, რომ ამ ეგზოტიკურ ფხვნილს ჩვეულებრივი წყალი დაასხას და C ვიტამინით მდიდარი ბაობაბის წვენიც მზადაა :))
ვერ ვიტყვი რომ განსაკუთრებულად გემრიელია ეს წვენი, მაგრამ თუ ბაობაბის ფხვნილის მწარმოებლებს ვენდობით ადამიანისათვის სასარგებლო კომპონენტებს შეიცავს. გემოთი ცოტა მომჟავოა და წყალში გახსნილ C ვიტამინის გემოს ჰგავს, ასე რომ თუკი გასინჯვას დააპირებთ ცოტა შაქარი დაუმატეთ :))
დაჟე სხვადასხვანაირი რეცეპტებიც კი არსებობს.
მიუხედავად ამისა, აფრიკელები ძალიან ამაყობენ თავიანთი ხით და ზიმბაბვეში მის საპატივცემულოდ ადგილობრივი ფულიც კი მოჭრეს :)
გარდა ამისა ბაობაბისგან მზადდება სხვადასხვა სახის პარფიუმერია, მაგალითად ტანის დამატენიანებელი რძე:
და ბაობაბის პეპსიც კი!
მოკლედ, თურმე რა სასარგებლო მცენარე ყოფილა..
ერთი-ორი ბაობაბის ხე საქართველოშიც რომ დავრგათ ცუდი არ იქნება :)
მე უფრო მეტი ინფორმაცია მაქვს შენთვის ბაობაბის ნაყოფისგან დამზადებულ საკვებ პროდუქტზე, რომელიც სულ ერთი წელია რაც საერთაშორისო ბაზარზე არსებობს და პლიუს საქართველოშიც :)
ReplyDeleteმომწერე: http://www.facebook.com/teona.teo