Showing posts with label Movie. Show all posts
Showing posts with label Movie. Show all posts

01 February, 2022

„ლილიუმი“ / Lilium (Elfen Lied)

© squared-potato.pt



„ლილიუმი“ არის ჰიმნის მსგავსი გამხსნელი თემა (ე.წ. ოფენინგი) ანიმესთვის Elfen Lied, რომელიც წარმოადგენს მისი სიუჟეტის მნიშვნელოვან ელემენტსა და ლაიტმოტივს.

სიმღერის კომპოზიტორია იაპონური მუსიკალური ჯგუფი MOKA - იუკიო კონდოსა და კაიო კონიშის დუო.

რეჟისორმა მამორუ კანბემ თხოვნით მიმართა მათ, რომ ანიმეს გამხსნელი თემა ყოფილიყო რელიგიური მუსიკა. რაც გახდა საფუძველი იმისა, რომ MOKA-მ აირჩია ფრაგმენტები ბიბლიური ტექსტებიდან. კერძოდ, ფსალმუნების (36:30) და იაკობის ეპისტოლეს (1:12) ლათინური ვარიანტიდან.

კაიო კონიშის მიხედვით, როდესაც ის სწავლობდა მისიონერულ სკოლაში, იქ ლათინურად მღეროდა საგალობლებს და მოსწონდა ამ ენის ჟღერადობა. ამიტომ მას სურდა „ლილიუმი“ თანამედროვე გრიგორიანული ჰიმნის მსგავსი ყოფილიყო.

და ბოლოს, ამ მშვენიერების შემსრულებელი, კუმიკო ნომა არის იაპონელი ოპერის მომღერალი.

სულ რომ არაფერი ამ ანიმეს შექმნა მხოლოდ „ლილიუმისთვის“ ნამდვილად ღირდა :)

პ.ს. თავად ანიმეც ძალიან კარგია, მძიმე საყურებელი (იქიდან გამომდინარე რა თემებსაც ეხება), მაგრამ კარგი.

პ.პ.ს. ანიმეს სახელი Elfen Lied წარმოადგენს ედუარდ მორიკეს XIX საუკუნის პოემის Elfenlied-ის (ფერიის/ელფის სიმღერა) რეფერენსს.



Lilium

Os iusti meditabitur sapientiam,
Et lingua eius loquetur indicium.

Beatus vir qui suffert tentationem,
Quoniqm cum probates fuerit accipient coronam vitae.

Kyrie, fons bonitatis.
Kyrie, ignis divine, eleison.

O quam sancta, quam serena,
Quam benigma, quam amoena esse Virgo creditur.
O quam sancta, quam serena,
Quam benigma, quam amoena,
O castitatis lilium.

Kyrie, fons bonitatis.
Kyrie, ignis divine, eleison.

O quam sancta, quam serena,
Quam benigma, quam amoena,
O castitatis lilium.




30 January, 2022

ანიმეები, რომლებიც ღირს რომ უყურო :)


პ.ს. ჟანრებად დაყოფა რათქმაუნდა პირობითია, რადგანაც როგორც წესი ყველა ანიმე რამდენიმეს მახასიათებელს მოიცავს. მაგალითად: Uchuu Kyoudai არის ორ ძმაზე რომლებიც პატარაობიდანვე მთვარეზე მოხვედრაზე ოცნებობდნენ და თავისუფლად შეიძლება მივაკუთვნოთ როგორც კოსმოსურ რეალისტიკურ საიფაის, ასევე ყოველდღიურობას, სათავგადასავლოს, კომედიას და რომანტიკასაც კი (გარკვეული დოზით)..
ასე რომ ქვემოთ ჩამოწერილი ანიმეები მე მხოლოდ ე.წ. "მთავარი" თემების მიხედვით მივაკუთვნე ამა თუ იმ ჯგუფს, სუბიექტურად რასაკვირველია :)
პ.პ.ს. თავში წერია თუ ბოლოში რიგითობას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.
პ.პ.პ.ს. თუ რამე კარგი ანიმე "მოგაკლდათ თვალში", შეიძლება არ მაქვს ჯერ ნანახი. ანდაც სულაც არ ვთვლი "კარგად".. და პირიქით 3:)

საი-ფაი: Steins;Gate, Dennou Coil, Shinsekai yori, Koukaku Kidoutai, Appleseed , Akira, Paprika, Eve no Jikan, Memories, The Animatrix, 11-nin Iru!, Vexille: 2077 Nihon Sakoku, 7 Seeds

კოსმოსი: Uchuu Kyoudai, Planetes, Cowboy Bebop, Sidonia no Kishi, Uchuu no Stellvia, Mugen no Ryvius, Seikai no Monshou

მექა: Tengen Toppa Gurren Lagann, Neon Genesis Evangelion, Koukyoushihen Eureka Seven, Heroic Age, Robotics;Notes, Kidou Keisatsu Patlabor, Megaton-kyuu Musashi

კომედია: K-On!, Great Teacher Onizuka, Thermae Romae, Bessatsu Olympia Kyklos, Working!!, Detroit Metal City, Golden Boy, Sakigake!! Cromartie Koukou, Yondemasu yo, Azazel-san., Shimoneta to Iu Gainen ga Sonzai Shinai Taikutsu na Sekai, Hataraku Saibou, Grand Blue

Slice of Life ("ყოველდღიურობა"): Usagi Drop, Gin no Saji, Bakuman., Ano Hi Mita Hana no Namae wo Bokutachi wa Mada Shiranai., Chihayafuru, Sakamichi no Apollon, Beck, Hyouka, Gokinjo Monogatari, Shouwa Monogatari

მისტიკა/Supernatural: Baccano!, Mushishi, Durarara!!, Fullmetal Alchemist, Angel Beats!, Noragami, Suzumiya Haruhi no Yuuutsu, Shadows House, Yakushiji Ryouko no Kaiki Jikenbo, Kokkoku, Bakemonogatari

ჰორორი/დემონები: Claymore, Elfen Lied, Kenpuu Denki Berserk, Deadman Wonderland, Kiseijuu: Sei no Kakuritsu, Higurashi no Naku Koro ni, Another, Devilman: Crybaby, Youjuu Toshi, Kimetsu no Yaiba

რომანტიკა: Hachimitsu to Clover, Tsurezure Children, Kotonoha no Niwa, Nana, Lovely★Complex, Wotaku ni Koi wa Muzukashii, Ore Monogatari!!

სათავგადასავლო: Yakusoku no Neverland, Lupin III, Trigun, Redline, Space☆Dandy, Golden Kamuy, Samurai Champloo, Allison to Lillia, Fractale

დრამა: Tokyo Magnitude 8.0, Hotaru no Haka, Gyakusatsu Kikan, ReLIFE

ექშენი: Naruto, Black Lagoon, Psycho-Pass, Shingeki no Kyojin, One Punch Man, Hunter x Hunter, Darker than Black: Kuro no Keiyakusha, Tiger & Bunny, Bungou Stray Dogs, World Trigger, Basilisk: Kouga Ninpou Chou

ფსიქოლოგიური: Death Note, Ergo Proxy, NHK ni Youkoso!, Boku dake ga Inai Machi, Zankyou no Terror, Jin-Rou,

საჭმელი :D : Toriko

Weird-ობები: Yojouhan Shinwa Taikei, Yoru wa Mijikashi Arukeyo Otome, FLCL, Dead Leaves, Kaiba, Eizouken ni wa Te wo Dasu na!, Uchouten Kazoku, Tekkon Kinkreet, Mind Game, Sonny Boy, Cat Shit One

ისეკაი: Sword Art Online, Accel World, Hai to Gensou no Grimgar, Mushoku Tensei: Isekai Ittara Honki Dasu, Log Horizon, Deca-Dence, Zero no Tsukaima, Meikyuu Black Company

ფილმები: Kaze Tachinu, Kumo no Mukou, Yakusoku no Basho, Hoshi no Koe, Byousoku 5 Centimeter, Toki wo Kakeru Shoujo, Summer Wars, Mononoke Hime, Howl no Ugoku Shiro, Ookami Kodomo no Ame to Yuki, Hotarubi no Mori e, Bakemono no Ko, Kono Sekai no Katasumi ni, Omoide no Marnie, Kurenai no Buta, Gake no Ue no Ponyo, Karigurashi no Arrietty, Coquelicot-zaka kara, Neko no Ongaeshi, Toaru Hikuushi e no Tsuioku, Kimi to, Nami ni Noretara, Ouritsu Uchuugun: Honneamise no Tsubasa, Uchuu Show e Youkoso, Hells, Soratobu Yuureisen, Perfect Blue, Mimi wo Sumaseba

28 November, 2021

The French Dispatch: საგაზეთო რედაქციიდან დანახული ამბები

© nobadmovie.com / flicks.co.nz

ვეს ანდერსონის 2021 წლის The French Dispatch მრავალშრიანი ისტორიაა. ყოველი შრე - მინი-ისტორია - წარმოადგენს ამავე სახელწოდების ფიქტიური გაზეთის ჟურნალისტების რედაქციისათვის დაწერილი სტატიის ვიზუალიზაციას. ეს ისტორიები ყოველთვის მთავრდება მათი გაზეთის რედაქტორის მიერ წაკითხვით და შესაბამისი შენიშვნების დართვით. თავად მათი ერთობლიობა კი არის თითქოს კოლექტიური მოგონება რედაქტორის ცხედართან შეკრებილი თანამშრომლებისა.

სულ გვაქვს 4 სტატია - მინი-ისტორია, რომელსაც პირობითად შეიძლება ვუწოდოთ: ქალაქის ამბავი; მხატვრის ამბავი; სტუდენტური პროტესტების ამბავი და ჟანდარმერიის მზარეულის ამბავი. თუმცა ეს პირობითად, რადგან არც ეს სახელები, არც მათი ოფიციალური (სტატიისეული) სათაურები, სრულად არ ასახავს ისტორიების შინაარსს. რადგან თავად ეს ისტორიებიც მრავალშრიანი ამბებია... ისტორიებში შეფუთული ისტორიები.

ყველაზე მოკლე, და ყველაზე მარტივიც არის პირველი, ქალაქის ამბავი, გადმოცემული ველოსიპედით მოსიარულე ჟურნალისტის მიერ. მოკლე ტური ფიქტიური პატარა ფრანგული ქალაქის Ennui-sur-Blasé-ს ქუჩებსა და წარსულ-აწმყოში. ჩვენ ვხედავთ ლამაზ თუმცა მანქანების გამონაბოლქვით სავსე ქუჩებს, ხულიგანი ბავშვების ბანდებს, საეჭვო ხალხით სავსე ჩიხებსა თუ წითელი ფანრების უბნებს.. ერთი სიტყვით ქალაქის მანკიერი მხარეების აღწერას (ისე რომ ბოლოს რედაქტორი ეკითხება რაიმე პოზიტიურიც ჩაგემატებინა, მაგალითად ყვავილებიო, ხოლო ჟურნალისტი პასუხობს რომ ყვავილებს ვერ იტანს). ეს ყველაფერი იყო წარსულში და უცვლელადაა დარჩენილი აწმყოშიც (და იქნება მომავალშიც). და მიუხედავად მისი სიმოკლევისა, ეს ისტორია ტონს აძლევს მთელს ფილმს, და მაყურებელს უკვე ექმნება გარკვეული მოლოდინი თუ როგორი ამბები იქნება სხვა დანარჩენი (ქაოტური, ბევრი დეტალებით და საბოლოოდ ყველაფრის მუდმივობასა და წარმავლობაზე მიმანიშნებელი).

მეორე ისტორია არის მკვლელობის, უფრო სწორედ მკვლელობებისათვის, ციხეში მჯდარ ადამიანზე, რომელმაც იქ მისი მუზა (როგორც პირდაპირი ისევე გადატანითი მნიშვნელობით) იპოვა და ხატვა დაიწყო. ამასთანავე, ეს არის სატირა ხელოვნების სფეროს, კურატორების, კოლექციონერების, არტისტების, ათასი ჯურის "ბოჰემისა" და დიდი ფულის შესახებ. ანდაც, ისტორია უბირი ფერმერის ოჯახში დაბადებულ გოგოზე, რომელიც გამდიდრდა, სრულიად ცივსისხლიანად და პრაგმატულად, საჭირო ადგილას, საჭირო ადამიანთან და საჭირო სიტუაციაში მოხვედრის შედეგად.

მესამე ისტორია არის ამბავი ჟურნალისტისა, რომელიც მიუკერძოებელი დამკვირვებლის როლს ნამდვილად ვერ ასრულებს. ანდაც ამბავი ხანში შესული, მარტოხელა ქალისა, რომლსაც საბოლოოდ მაინც ახალგაზრდაზე ცვლიან. ან ამბავი არშემდგარი რევოლუციონერისა, რომელიც უბრალოდ და უსახელოდ კვდება. ან შეიძლება ამბავი თავად სტუდენტური "რევოლუციისა", რომლისთვის მანიფესტიც კი გარედან მოსულმა "რეაქციონერმა" დაწერა...

მეოთხე, და ჩემი აზრით ყველაზე სუსტი, ისტორია არის გურმან ჟანდარმერიის უფროსსა და მის უდედოდ გაზრდილ შვილზე. ასევე გამტაცებელთა ბანდაზეც. და ჟურნალისტ-ჰედონისტზე, რომელსაც უყვარს მოვლენების მხოლოდ ზედაპირულად აღწერა, თუკი ის არ ეხება საჭმელს. და არანაირად არის ემიგრანტ იაპონელ ჟანდარმ-მზარეულზე, რომელიც პიროტექნიკური ეფექტებისადმი სიყვარულის გარდა ახალი გემოვნებითი შეგრძნებების ძებნითაც არის დაკავებული.

თუმცა ეს ისტორიები თავისთვის, განყენებულად არაა მოთხრობილი - ყველა მათგანი არის ჟურნალისტების პრიზმიდან დანახული და გადმოცემული. შესაბამისად ყველა ეს ისტორია ალეგორიაა იგივე თითოეული ჟურნალისტის შინაგანი სამყაროსი. რაც ხაზგასმულია რედაქტორის მიერ მათდამი დამოკიდებულებითაც - საბოლოოდ სტატიების/ამბების ფაქტიურად ჩასწორების გარეშე, ორიგინალი სახით მიღებით.

ყველაფერი იწყება და მთავრდება გაზეთის რედაქციაში, ისტორიები სტატიებად ჩნდება ფურცლებზე, შემდეგ აქტუალობას კარგავს და ადგილს უთმობს სხვა ისტორიებს. და თავად გაზეთებსაც იგივე ბედი ელით. მუდმივობისა და წარმავლობის ალუზია ალისფერ ხაზად გასდევს მთელ სიუჟეტს.

ყველაფერს ამას დამატებული ანდერსონისეული ფერები, თხრობის მანერა, იუმორი, კადრების სიმეტრია და ალექსანდრ დესპლას მუსიკალური გაფორმება, და ვიღებთ საკმაოდ ცოცხალ და დინამიურ ისტორიას საგაზეთო ჟურნალისტ/რედაქტორების შესახებ, ფილმად აწყობილ ერთგვარ სასიყვარულო წერილს ჟურნალისტიკის მიმართ.

მიუხედავად იმისა, რომ ჩემთვის ეს ნამდვილად არაა ვეს ანდერსონის ყველაზე წარმატებული ფილმი, და ნაკლებსავარაუდოა რომ პერიოდულად გადახედვა მომანდომოს ხოლმე (როგორც მაგალითად Moonrise Kingdom, The Royal Tenenbaums ან The Grand Budapest Hotel-მა), ვთვლი რომ თავისუფლად იმსახურებს 7/10 შეფასებას.

თუ შანსი გექნებათ კინოთეატრში ნახვისა, არ გაუშვათ ხელიდან ეს შესაძლებლობა :)

01 March, 2011

ანიმე ონ მაი მაინდ )))

ანიმე - წარმოიშვა ინგლისური სიტყვისგან „Animation“ და იაპონურად ანიმაციას ნიშნავს . იაპონიის ფარგლებს გარეთ, სიტყვა „ანიმე“ ჩვეულებრივ გამოიყენება იაპონიაში შექმნილი ანიმაციიის აღსანიშნავად. სხვა ქვეყნების ანიმაციური ფილმებისგან განსხვავებით, რომლებიც უმეტესად ბავშვებისთვის არის გათვლილი, ანიმეს გააჩნია თემების ფართო არჩევანი ყველა ასაკისათვის, რის გამოც მსოფლიოში მაღალი პოპულარობით სარგებლობს. მისი სიუჟეტები მოიცავს თითქმის ყველა ჟანრს, მაგრამ განსაკუთრებით პოპულარულია ფანტასტიკა და რომანტიული კომედიები, და ხშირად დაფუძნებულია რომელიმე წიგნის, იაპონური კომიქსის — მანგას ან კომპიუტერული თამაშის — სიუჟეტზე. ანიმეს კიდევ ერთი და ხშირად მთავარი განმასხვავებელი ნიშანი მისი ხატვის სტილია. ამასთან ანიმე შეიძლება დახატული იყოს, როგორც ხელით, ასევე კომპიუტერით. ანიმე იქმნება როგორც სერიალების, სარეკლამო რგოლების, ვიდეოთამაშების, ისე სრული- ან მოკლემეტრაჟიანი ფილმების სახით და ფორმატის მიხედვით ვრცელდება ტელევიზიით, ინტერნეტით, კინოთეატრებითა და DVD დისკებით.
Wikipedia ანუ, მოკლედ რომ ვთქვათ, ანიმე არის იაპონური მულ'წიკი ^^ აღარ მახსოვს პირველად როდის მოხდა ჩემი და ანიმეს გზების გადაკვეთა, მაგრამ 2009-დან უკვე საკმაოდ ინტენსიურად დავიწყე ამ ჟანრის წარმომადგენლების ათვისება :) კონკრეტულად ნამდვილად ვერ ვიტყვი რა სტილის ანიმეები მიტაცებს ყველაზე მეტად, ალბათ პირველ რიგში სიუჟეტი უნდა ჰქონდეს ჩემთვის საინტერესო.. და ასევე პერსონაჟებიც. მოკლედ, აი იმ ანიმეების ჩამონათვალი, რომელთა ნახვაც ნამდვილად ღირს :) პირველ რიგში სტუდია Ghibli-ს შედევრები: Nausicaä of the Valley of the Wind (1984) პოსტ-აპოკალიპტური სამყარო, ეკოლოგიური კატასტროფა, მილიტარიზმი, ბუნებასთან ჰარმონია.. 80-იანების ანიმეს შედევრი :) Whisper of the Heart (1995) ეს ალბათ ერთ-ერთი ჩემთვის ყველაზე საყვარელი ანიმეა.. უბრალოდ ეს არის ის რომელიც ყველამ უნდა ნახოს და კიდევ ერთხელ დააფასოს სიცოცხლე, ახალგაზრდობა, ადამიანობა, სიყვარული.. ძალიან ფერადი, ლამაზი ფილმი : ))) Princess Mononoke (1997) ბუნების დაცვაზე და მასთან ჰარმონიულ არსებობაზე მიძღვნილი კიდევ ერთი ანიმე.. პ.ზ. აბა გამოიცანით ნარუტოს რომელი პერსონაჟია აქედან გადაკოპირებული? :P Spirited Away (2001) აქ რაიმეს დამატება ზედმეტია.. მისტიკურ თემატიკაზე შექმნილი, სრულიად დამსახურებულად აღიარებული შედევრი :up: ნუ რათქმაუნდა, აღნიშნული სტუდიის გარდა კიდევ მილიონი სხვაც იღებს ანიმეებს, და არცთუ უარესს :) The Animatrix (2003) ესეც ცნობილი "მატრიცა"-ს იდეაზე შექმნილი ანიმე.. მატრიცის სამყაროს ბექგრაუდი, ადამიანისა და მანქანის დაპირისპირების ფილოსოფიური ასპექტები. Interstella 5555: The 5tory of the 5ecret 5tar 5ystem (2003) ეს მართალია კლასიკური გაგებით ანიმე არ არის, მაგრამ მაინც ამ კატეგორიაში გამყავს :D უბრალოდ შეუძლებელია სხვანაირად იყოს :) Memories (1995) კიდევ ერთი სერიოზულად "ჩასაჯდომი", სამი დამოუკიდებელი ისტორიისაგან შედგენილი ფსიქოლოგიური ანიმე სამეცნიერო-ფანტასტიკის ელემენტებით. Summer Wars (2009) ეს ანიმე ვნახე სულ რაღაც 1 კვირის წინ და საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დამიტოვა. ლაითი სიუჟეტი, პაროდიული სცენები და სამყარო (მოკითხვა ცუკერბერგს) და კარგი იუმორი.. :) და ბოლოს, უკომენტაროდ: "Naruto" (2002) "Naruto: Shippûden" (2007) “ვისაც არ უნახავს კაირო, მას არ უნახავს არაფერი” - მასეა ნარუტოც :)) მე კი იმედი მაქვს კიდევ ბევრი კარგი ანიმე დამრჩა სანახავი :)

17 October, 2010

ახალი ქართული 3D ანიმაცია (?)

როგორც ჩანს ამ ახალი წლისთვის ჩვენი საამაყო კინემატოგრაფიის მამები ქართველი ბავშვების გახარებას აპირებენ. როგორც ცნობილი გახდა გამოდის ქართული 3D ანიმაცია, რომელსაც შალვა რამიშვილი აკეთებს:

კინო "რუსთაველი" და კომპანია "7 ზეტი" წაროგიდგენთ პირველ ქართულ 3D ანიმაციურ ფილმს "საახალწლო ზღაპარი - ბრძოლა ნატვრისთვალისთვის"



იუთუბზე უკვე დაიდო პირველი თრეილერებიც:







ყველაზე საინტერესო სწორედ ეს ბოლო თრეილერია.

როგორც ჩანს მოქმედება ვითარდება 2000 წლის წინ შატილის ტერიტორიაზე. ვიდეოში ჩანს უცნაური ორკების-მსგავსი არსებები (დევები??), რომლებიც თავს ესხმიან მძინარე ცხინვ.. უფრო სწორად შატილს :) მათ ორდებს კი ხევისბერის ჰაბიტუსის მქონე შავწვერა მოქალაქე მეთაურობს.

ჰოო, თუკი გავითვალისწინებთ რამიშვილის წინა პროექტს "სამსონაძეებს", სიუჟეტი ამჯერადაც ნამდვილად საინტერესო თუ არა დაძაბული მაინც იქნება... მშვიდობიანი ხევსურები ველური ორკებისა და რენეგატი ხევისბერის წინააღმდეგ :ურო:

თუმცა თუკი ქართული საზოგადოების "გემოვნებას" გავითვალისწინებთ, დარწმუნებული ვარ კინოთეატრებში ბილეთებზე რიგებს ვერ ავცდებით.

ამიტომ საინტერესო აქ სხვა რამეა.. და სამწუხაროდ, ჩვენთვის არც ისე სასიამოვნო - ანიმაციის ხარისხი :(
მე არ ვიცი რას წარმოადგენს კომპანია "7 ზეტი", მაგრამ ჩემნაირი არაპროფესიონლისათვისაც კი ცხადია, რომ როგორც თავად მოდელების და სამყაროს დიზაინი, ასევე კომპიუტერული ანიმაცია ძალიან დაბალ დონეზეა.. პრიმიტიული გრაფიკა და ფიზიკა.. :(

ვითომ საბოლოო რელიზისთვის გამოასწორებენ ამ პრობლემებს? ძალიან მეეჭვება..

ცალკე საკითხია ეს ყბადაღებული "3D", თითქოს 2D-ში ყველაფერი რიგზე იყოს და მხოლოდ ულტრათანამედროვე ტექნოლოგიები აკლდეს სამამულო ნაწარმს. ჩემი აზრით ჯობდა ჯერ ბაზისური ანიმაციის დახვეწა და მხოლოდ შემდეგ ფიქრი სამგანზომილებიან პროექტზე.

თუმცა თუ გავითვალისწინებთ, რომ საქართველო ყველაზე დემოკრატიულ ქვეყანაზე უფრო დემოკრატიულია, მსოფლიოში ყველაზე ტექნოლოგიური და ყველაზე სუპერ-ბუპერ პრადვინუტი ზესახელმწიფოა და ვაბშე ყველაზე ყველაზე დონეები ვართ, მაშინ ხოო მაშინ ხოო...

20 October, 2009

Journey to Saturn

რამდენიმე დღის წინ ვუყურე ამ ფილმს და მომეწონა :)
დანიური ანიმაციაა და საკმაოდ კარგად გაკეთებული პახოდუ.. თავისი ცინიზმებით და ა.შ..

მოკლედ, ჩემი აზრით ღირს რომ ადამიანმა უყუროს ;)

Journey to Saturn / Rejsen til Saturn (2008)











ინფო imdb-ზე

გადმოსაწერი ლინკი


ინჯოი B)

29 January, 2009

The Future is Wild



როგორი იქნება დედამიწა ადამიანების გარეშე?
როგორი გზით წავა ევოლუცია და რანაირ ფორმებს მიიღებს ის?

მეცნიერები სხვადასხვა ქვეყნიდან, ბიოლოგები, კლიმატოლოგები, გეოლოგები, პალეონტოლოგები და ა.შ., შეეცადნენ წარმოედგინათ დედამიწა 5, 100 და 200 მილიონი წლების შემდეგ. ამისათვის შესწავლილი და გაანალიზებული იქნა ერთის მხრივ გეოლოგიური და კლიმატოლოგიური, ხოლო მეორეს მხრივ პალეონტოლოგიური მასალა და დღევანდელი ფაუნისა და ფლორის ბიოლოგია. შემდეგ განხორციელდა მათი ანალიზის შედეგად მიღებული მონაცემების განხილვა დროში ცვალებადობების გათვალისწინებით და შედეგად მივიღეთ უაღრესად საინტერესო სამეცნიერო-პოპულარული ჟანრის 3 სერიიანი ფილმი.

ფილმი თავისი არსით წააგავს BBC-ს სამეცნიერო-პოპულარულ სერიებს "Walking with Dinosaurs"-ს და "Walking with Beasts"-ს და წარმოადგენს კომპიუტერული გრაფიკისა და დოკუმენტური კადრების სინთეზს. ყოველი ცოცხალი ორგანიზმისთვის, რომლის მომავალში არსებობაც შესაძლებელია, წარმოდგენილია დღეს არსებული წინაპარი და განვითარების გზა, რომელიც შესაძლოა გაიაროს ევოლუციისას.

ფილმში წარმოდგენილ, თუნდაც ერთი შეხედვით "ზღაპრულ" არსებას ან მოვლენას გააჩნია მიახლოებითი ანალოგი ჩვენი დროის დედამიწაზე. სამი სერიის განმავლობაში ნათლად წარმოჩნდება ის ურთიერთობები და კანონზომიერებები, რომლებიც წარმართავენ სიცოცხლეს დედამიწაზე და უზრუნველყოფენ მის უწყვეტ განვითარებას თუნდაც, ერთი შეხედვით სიცოცხლისათვის ყველაზე არახელსაყრელ პირობებში.

ბოლოს, მინდა ვთქვა, რომ ფილმი უაღრესად დინამიურია და მოწყენის საშუალებას ნამდვილად არ იძლევა :)


პროექტის ოფიციალური ვებ-გვერდი: The Future is Wild - Home

ინფო IMDb-ზე: The Future Is Wild (2002)

ფილმის ჩამოტვირთვა შესაძლებელია შემდეგი ბმულიდან: avoe.ge


17 November, 2008

The Fall of the Louse of Usher

The Fall of the Louse of Usher: A Gothic Tale for the 21st Century (2002)



IMDB


ფილმი გადაღებულია ედგარ ალან პოს რამოდენიმე მოთხრობის მიხედვით, უფრო სწორად კი წარმოადგენს მათ ერთგვარ ნარევს, რომელიც გადმოტანილია 21-ე საუკუნის რეალობაში. მისი სიუჟეტი შემდეგია: როკ ვარსკვლავის - როდი აშერის მეუღლე ანაბელ ლი მოკლულია. მკვლელობაში კი თავად როდს ადანაშაულებენ.. იმის გასარკვევად თუ რამდენად შერაცხადია როდი, მას აგზავნიან სპეციალურ კლინიკაში (საგიჟეთში) პროფესორ კალაჰარისთან...
ფილმი თავისი არსით წარმოადგენს კომედიის, მუსიკალური და საშინელებათა ჟანრების ნაზავს და თავიდან ბოლომდე სიურეალისტურ ატმოსფეროს ქმნის.

რაც შეეხება მუსიკას, ის გადაწყვეტილია გოთიკური სტილში და ასრულებენ თავად მსახიობები ჯეიმს ჯონსტონი (როდი აშერი) და ლიზი თრიბლი (მედლინ აშერი).

James Johnston - Annabel Lee


James Johnston and Lizi Tribble - Ligeia


James Johnston and Lizi Tribble - Fire in the Rose

14 November, 2008

სილვია პლათი / Sylvia Plath

გუშინ ღამით როგორც იქნა მოვიცალე და გადმოვწერე ფილმი სილვია პლათის ცხოვრებაზე... და შესაბამისად ვუყურე კიდეც:)

Sylvia (2003)



DOWNLOAD

ნუ ყურებისას გამახსენდა რომ ნანახი მქონდა ადრე, მარა ეგ არაფერი...
საკმაოდ ნორმალური ფილმია და გვინეტ პელთროუც კარგად ასრულებს სილვიას როლს, თუმცა...
მაინც ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ სილვია პლათის, როგორც პოეტის და რაღაც მომენტში ფემინისტი ქალის ბუნების გადმოცემა ვერ შეძლო რეჟისორმა.. ფილმი უფრო რაღაც საშუალოსტატისტიკური სასიყვარულო დრამის პონტში გადის და არ ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ მთავარი პერსონაჟი პოეტია.. აქ შეიძლება უნებლიედ პარალელის გავლება ოლივერ სტოუნის 1991 წელს გადაღებულ "The Doors"-თან, სადაც ჯიმ მორისონის პოეტური ნატურა მკვეთრად წინა პლანზეა წამოწეული და მის სამყაროში გითრევს....

ასე თუ ისე, ფილმი მაინც არაა ცუდი საყურებელი..

რაც შეეხება სილვია პლათს, ჩემდა გასაკვირად მისი ბიოგრაფია ქართულ ვიკიპედიაზეც აღმოვაჩინე :)
აი ლინკი:
LINK



ასევე ნეტში შეიძლება მისი, ქართულ ენაზე თარგმნილი რამოდენიმე ლექსის მოძიება, მაგ აქ:
LINK

ორიგინალ ენაზე ბევრი ნაწარმოები დევს აქ:
LINK


ესეც
მიუნჰენის მანეკენები
(თარგმანი ინგლისურიდან - ლელა სამნიაშვილი)

საშინელია სრულქმნილება, ბერწია იგი,
თოვლივით ცივი სუნთქვა აქვს და დახშული საშო,

რომელშიც ჰიდრას თავებივით მოქანავე ურთხელის ხეებს
ზედ ეხეთქება სიცოცხლის ხე, და სცვივა, სცვივა

თვეების მწიფე მთვარეები - არსად, უმიზნოდ.
სისხლის მდინარე სიყვარულის ნიაღვარია.

აბსოლუტური იყოს მსხვერპლი! ხოლო ეს ნიშნავს:
არავითარი კერპი ჩემს გარდა,

მხოლოდ მე და შენ! და სრულქმნილება - დედობანას
ასე თამაშობს: მთელი თავისი ხიბლით, ღიმილით

მანეკენებს მიუნჰენში აწვენს ამაღამ -
პარიზსა და რომს შორის მორგში.

გაშოტილან შიშვლები და მელოტები ბუმბულ-ატლასში,
ნარინჯისფერი მამალოები - ვერცხლის ჯოხებზე;

ამოგლესიათ გული, გონება.
თოვლი გარეთ ყრის შავ ნაფლეთებს.

ადამიანი არ ჭაჭანებს; სასტუმროებში
მოძრაობენ მხოლოდ ხელები: კარს აღებენ, თაროდან კრეფენ

ფეხსაცმელებს, რომ ხვალ დილისთვის
პრიალა ლანჩა ამოქოლოს ბრტყელმა თითებმა;

ხოლო მანამდე - ნატიფ სარკმლების მყუდროებას,
ბავშვის მაქმანებს, ყვავილებიან საშაქარლამოს -

გადაწოლია გერმანელთა ფშვინვა და რული;
და ტელეფონის ყურმილებიც - კაუჭებზე

შავად ბრწყინავს, დუმილს ინელებს.
თოვლი უხმოა.


ვიცი ძალიან ბევრს არ მოწონება, უბრალოდ ვერ გაიგებს. არცაა საჭირო...
ვისაც ესმის, ინჯოი :)

06 December, 2007

Edward Scissorhands

Edward Scissorhands (1990)

ედვარდი - ხელ-მაკრატელა


ჩემი ბავშვობის ერთ-ერთი საყვარელი ფილმი :)

ისტორია ხელოვნურად შექმნილ ადამიანზე, რომლის დასრულებაც ვერ მოასწრეს და ხელების მაგივრად მაკრატლები დარჩა...

ფილმი არის რეჟისორ ტიმ ბარტონის (Tim Burton) ერთ-ერთი შედევრი.

მსახიობები კი მართლაც კარგები არიან: ჯონი დეპი, ვაინონა რაიდერი და ვინსენტ პრაისი (ედვარდის შემქმნელის როლში)...

ინფო იმდბ-ზე

მოკლედ აი ლინკი და ინჯოი :)

ედვარდი - ხელ-მაკრატელა