Showing posts with label Video. Show all posts
Showing posts with label Video. Show all posts

22 January, 2021

დღემდე აქტუალური -2112-

 

© wikipedia.org


2018 წელს გამოვიდა სპილბერგის გადაღებული საი-ფაი ფილმი "Ready Player One", რომელიც აღწერს ახლო მომავლის მსოფლიოს, სადაც ინტერნეტის მაგივრად გვაქვს ყოვლისმომცველი ვირტუალური ქსელი "ოაზისი". მილიარდობით ადამიანი ყოველდღე შედის და ფაქტიურად ცხოვრობს ოაზისში - განათლება, ბიზნესი, შოპინგი, ტურიზმი, თამაშები, ... - აქ ყველას ინტერესების დაკმაყოფილებაა შესაძლებელი. და აი, კვდება ამ ქსელის დამფუძნებელი, ანდერძად კი ტოვებს მის უკანასკნელ "თამაშს": ვინც ოაზისში დამალულ 3 გასაღებს იპოვის, მთელი მისი ქონება და ქსელზე საკონტროლო პაკეტი მას გადაეცემა...

ფილმი საკმაოდ კარგია, თუმცა ძალიან ბევრი რამ ამოკლებული/გამარტივებული/გადაკეთებულია  იმ წიგნთან შედარებით რაზედაცაა დაფუძნებული - ერნესტ კლაინის 2011 წელს გამოცემული "Ready Player One" ("პირველი მოთამაშე, მოემზადე!").

წიგნში თავის მხრივ მოცემულია 70-80-იანი წლების უამრავი რეფერენსი - ფილმები, წიგნები, მუსიკა, ვიდეოთამაშები, და ა.შ... ხოლო გასაღებების ძიების ასე ვთქვათ "მთავარი ქვესთი" ძალიან მჭიდროდაა დაკავშირებული იმ სიმღერასთან რაზედაც მინდა ამ პოსტში ვისაუბრო :)

კანადური პროგრესივ-როკ ჯგუფი "Rush" 60-იანებში და დაფუძნდა, ხოლო 1976 წელს გამოსცა ჩვენთვის საინტერესო ალბომი "2112". მისი სატიტულო სიმღერა შვიდ ნაწილად დაყოფილი, ოცწუთიანი ბალადაა ამ ჟანრის საუკეთესო ტრადიციისამებრ :)

"თვალგახელილი ვწევარ და მეგადონის წკვარამს გავცქერი. ქალაქი და ზეცა ერთდება, უწყვეტ ნაცრისფერ, ერთგვაროვან ზღვად ერწყმის ერთურთს. ტყუპი მთვარე, ორი ფერმკრთალი სფერო, გზას მიიკვლევს ფოლადის ცაზე...."

სიმღერაში მოთხრობილია ანონიმ მეამბოხეზე, რომელიც 2112 წელს ცხოვრობს, იმ დროს, როდესაც შემოქმედებითობა და თვითგამოხატვის ყოველგვარი მცდელობა კანონგარეშეა გამოცხადებული. 2062 წლის შემდეგ ომებს გადარჩენილი პლანეტები გაერთიანებულია მზის ფედერაციის წითელი ვარსკვლავის ქვეშ, რომელსაც ე.წ. "ქურუმები" მართავენ "სირინქსის ტაძრებიდან".



© cygnus-x1.net

 

"ჩვენ ვართ სირინქსის ტაძრის ქურუმნი
ჩვენი უზარმაზარი კომპიუტერები წმინდა დარბაზებს ავსებს.
ჩვენ ვართ სირინქსის ტაძრის ქურუმნი
ძღვენი სიცოცხლისა ყოველი ჩვენს კედლებშია დავანებული.

ჩვენ ყველაფერზე ვიზრუნეთ
სიტყვები რომელსაც კითხულობ, სიმღერები რომელსაც მღერი
სურათები, რომლებიც სიამოვნებას ანიჭებს შენს თვალებს
ეს არის ერთი ყველასთვის და ყველა ერთისთვის
ჩვენ ერთად ვმუშაობთ, საერთო ძეები
რომ არასდროს დაგჭირდეს კითხვა - როგორ ან რატომ..."


(აქ აშკარად კომუნისტური დისტოპიური დიქტატურის აღწერაა, თუმცა მშვენივრად ესადაგება დღევანდელ რეალობასაც :) )

შემდეგ სიუჟეტი ასე ვთქვათ "კლასიკური სქემით" ვითარდება: ჩვენი ანონიმი გმირი ჩანჩქერის ქვეშ გამოქვაბულში პოულობს გიტარას და გადაწყვეტს ტაძარში წაიღოს რომ ყველას შეეძლოს მისი ნახვა.

"ვერ ვიცდი, რომ გავუზიარო ეს ახალი საოცრება
ხალხს, ყველა დაინახავს მის სინათლეს
დაე ყველამ შექმნას საკუთარი მუსიკა
ქურუმები შეაქებენ ჩემს სახელს ამ ღამით."


© cygnus-x1.net

 

მაგრამ, რათქმაუნდა სისტემა ასეთ თვითნებობას ვერ დაუშვებს. არავის სჭირდება ინდივიდუალიზმი, რომელიც არსებულ "ძმობას" და "თანასწორობას" საფრთხეს შეუქმნის...

ანონიმი გმირი დევნილობაში, მარტოობაში კვდება... ესიზმრება რა, რომ სადღაც, ბევრი სინათლის წლის დაშორებით, არსებობს კიდევ ხალხი, რომელიც ოდესმე ამ ტირანიას დაამარცხებს და საკუთარ სახლში დაბრუნდება.

თუმცა ეს მხოლოდ სიზმარია... (?)

 

© cygnus-x1.net

 

Attention all Planets of the Solar Federation
We have assumed control
We have assumed control...

 


 

06 October, 2010

I Like თბილისი in the Rain

წვიმს წვიმს წვიმს


და მე საკმარისად დავსველდი სანამ სახლიდან სამსახურამდე მივიდოდი


მაგრამ მაინც კარგი შეგრძნებაა, რაღაც იზოლაციის პონტში - წიპა ვართ მარტო მე და წვიმა, სხვა დანარჩენი წვიმის ფარდის იქეთაა..

ისე კი ჩემთვის წვიმიანი თბილისი რაღაც პოსტაპოკალიპტური ქალაქის ასოციაციას იწვევს. ალბათ ამიტომაც მომწონს ლოლ :)

დიდი სიამოვნებით წავიდოდი სადმე სახეტიალოდ, საკაიფოდ დავსველდებოდი, მერე სადმე ბუხრიან კაფეში ან ბარში შევიდოდი, დავლევდი გლინტვეინს ან გროგს, გავშრებოდი და ვუყურებდი ფანჯრიდან როგორ წვიმს...


ჰო, გუბეების გადაცურვისას დღეს კიდევ ერთხელ დავრწმუნდი თუ რა დებილურადაა ტროტუარები გაკეთებული, თუმცა ეგეც არაფერი.




პ.ზ. არ ვიცი რატომ, მაგრამ დილიდან ეს სიმღერა ამეკვიატა :)



:)

26 July, 2010

ბებერი ოღრაში მიკ ჯაგერი 67 წლის გახდა

მოკლედ ვულოცავ ადამიანს რომელმაც შექმნა ყველაზე ლეგენდარული მონსტრი ჯგუფი "The Rolling Stones" და რომელმაც როკ-მუსიკა შემაყვარა :)


ჩემი №1 სიმღერა :))




ჰმმ 66-67 წლები რა საკაიფო იყო... :|

21 June, 2010

I Miss You




I miss you, I miss you

Hello there, the angel from my nightmare
The shadow in the background of the morgue
The unsuspecting victim of darkness in the valley
We can live like Jack and Sally if we want
Where you can always find me
We'll have Halloween on Christmas
And in the night we'll wish this never ends
We'll wish this never ends
I miss you, I miss you
I miss you, I miss you

Where are you and I'm so sorry
I cannot sleep I cannot dream tonight
I need somebody and always
This sick strange darkness
Comes creeping on so haunting every time
And as I stared I counted
Webs from all the spiders
Catching things and eating their insides
Like indecision to call you
and hear your voice of treason
Will you come home and stop this pain tonight
Stop this pain tonight

Don't waste your time on me you're already
The voice inside my head I miss you, I miss you
Don't waste your time on me you're already
The voice inside my head I miss you, I miss you
Don't waste your time on me you're already
The voice inside my head I miss you, I miss you
Don't waste your time on me you're already
The voice inside my head I miss you, I miss you
Don't waste your time on me you're already
The voice inside my head I miss you, I miss you
Don't waste your time on me you're already
The voice inside my head I miss you, I miss you

I miss you, I miss you
I miss you, I miss you
I miss you, I miss you
I miss you, I miss you

27 May, 2010

ანიმაციური მუსიკალური კლიპები

გუშინ შემთხვევით კომპში გადავაწყდი Ace Of Base-ის კლიპს "Beautiful Life", უფრო სწორად მის ანიმე ვარიანტს და თავში აზრად მომივიდა რომ საკმაროდ ბევრ ვიდეოში იყენებენ ანიმაციას - როგორც ცალკეულ კადრებს რაიმე ანიმედან, ასევე კონკრეტულად კლიპისთვის შექმნილ ანიმაციურ ვიდეოს.

დღეს გადავწყვიტე იუთუბზე დამესერჩა მსგავსი კლიპები :)

Ace Of Base - Beautiful Life


Moby - Why Does My Heart Feel So Bad


Moby - Natural Bleus


Muse - Sing for Absolution


Mogway - Travel is Dangerous


Radiohead - Paranoid Android


Unkle - Eye For An Eye


Adriano Celentano & Mina - Che Taggia Di


Daft Punk - One More Time


Queens Of The Stone Age - Go With The Flow


Røyksopp - Poor Leno


Primus - The Devil Went Down To Georgia


Red Hot Chili Peppers - Love Rollercoaster


Слот - Они убили Кенни

11 January, 2010

Little Boots

რამდენიმე კვირის წინ ინეტში რაღაც სიმღერებს ვეძებდი და შემთხვევით გადმოვიწერე Little Boots-ის "Stuck on Repeat". ეს არის ბრიტანული ელექტრონიკა, რომლის ავტორიც არის მშვენიერი გოგონა სახელად Victoria Hesketh. საერთოდ, ელექტრონული მუსიკის მოყვარული არ ვარ, მაგრამ როდესაც ეს სიმღერა მოვისმინე, ეგრევე გამახსენდა ცნობილი ელექტრონული ჯგუფი Ladytron. ვისაც ამ უკანასკნელის რაიმე მაინც მოუსმენია, მიხვდება რატომაც.. მოკლედ, ნამდვილად საკაიფო ვეშია და სულაც არაა გასაკვირი, რომ საკმაო პოპულარობა მოუტანა შემსრულებელს :)


ყოველგვარი დამატებითი კომენტარის გარეშე აგერ სიმღერა და ინჯოი :))



Little Boots - Stuck on Repeat .mp3
Found at bee mp3 search engine





29 July, 2009

Can You Forgive Her?

ჭკუა მეკეტება ამ ვეშზე :)




ესეც mp3 ფაილის გადმოსაწერი ლინკი:
Pet Shop Boys - Can You Forgive Her?



11 June, 2009

იტალიელი მალტაზე

Animations of the italian man who went to malta...

მაკარონშჩიკებმა არ უყუროთ :gigi:



ვერსია 1:




შავ-თეთრი ვერსია:




ვერსია 3:




The Simpsons-ვერსია:




პინგვინოიდური ვერსია ლინუქსის მოყვარულებისთვის:




South Park-ული ვერსია:




სლაიდშოუ ვერსია:




კიდევ ერთი მულ'წიაშკა ვერსია:




დანარჩენები შეგიძლიათ მოძებნოთ და ნახოთ აქ: YouTube

:)))

10 June, 2009

Sony Ericsson K750 ringtone After the Rain video

ვინც არ იცის, Sony Ericsson K750-ს (ბოლო პრაშივკას) დეფოლტად მოჰყვება რინგტონი სახელად After the Rain. სამწუხაროდ ის მხოლოდ 19 წამიანი ნაწყვეტია ყველანაირი დამატებითი ინფოს გარეშე.

After the rain has gone,
you will find place to love again
After the rain has gone,
there will be time to love again.



და აი უცებ, ეს ვეში გავაძრე იუთუბზე :D
მართალია ცოტათი განსხვავებული ვერსიაა (უფრო წაუჰაუსებს ეს), მარა კ ჩორტუ



რაც შეეხება შემსრულებელს, წესიერად მაინც ვერ გავიგე ვინ მღერის....
სავარაუდოდ ასეა:

Mzala & Nash Dawg - After the Rain

:)

06 December, 2007

კუმლე

დღეს ლეპტოპს ვასუფთავებდი და ეს ვიდეო ვიპოვე :)

თვით დიდი კუმლე :)




ესეც მისი სიმღერა:

კუმლე - ტელევიზორი

Kiwi! Mad World

ერთ-ერთ ქართულ ვარეზზე წავაწყდი შემთხვევით....
ნუ რაღათქმაუნდა რამე "პრიკოლი" მეგონა, მარა... შევცდი :)

ძალიან მაგარი არტია + ძალინ მაგარი მუსიკით...




იმედია სიმღერა გეცნოთ...

Michael Andrews - Mad World
(იგი ასევე არის ფილმ "Donnie Darko"-ს საუნდტრეკი)