Showing posts with label Game. Show all posts
Showing posts with label Game. Show all posts

24 March, 2013

ბედის ირონია ანუ GAME OVER!

პრელუდია:

რეალური ცხოვრება? ეგ რა არის?
გეიმერი


თამაში არის ის რაც აძლევს ადამიანს ცოტა ხნით მაინც სხვის "ტყავში ჩაძრომის" საშუალებას და ისეთი "სქილების" გამოყენების შესაძლებლობას, რასაც რეალში ვერ (ან არ) იზამ..

გარდა ამისა, ცხოვრება ისეთი ღლეობაა, რომ სჯობს უფრო საინტერესო სამყაროში ათასგვარი, თუნდაც ძალიან ჟუტკი თავგადასავალი გადაგხდეს, ვიდრე კვირაში 5 დღე 8-8 საათი ერთიდაიგივე რუტინულ საქმიანობას ეწეოდე თვიდან თვემდე და ა.შ...

მოკლედ, Gaming for Life! :))




© South Park




ვინც ასეთუისე კარგად მიცნობს, ყველამ იცის ჩემი არაინდიფერენტული დამოკიდებულება კომპიუტერული თამაშების მიმართ..
ანუ არ ვარ დიდი გეიმერი და რამე, მაგრამ მიყვარს კარგი და ჩამთრევი თამაშები, განსაკუთრებით რომელსაც ტუპად ჩეხაობა/სროლების გარდა ცოტა აზროვნებაც სჭირდება...

* აქვე ჩემი ძველი პოსტი თამაშების შესახებ: კომპიუტერული თამაშები


მოკლედ, თითქოს რა უნდა უშლიდეს ხელს საშუალოსტატისტიკურ ჰუმანოიდს დღეში რამდენიმე საათით მაინც გადაეშვას ვირტუალურ სამყაროებში და განიტვირთოს ამ ცხოვრების ამაოებისგან?!! (ჰაა რავა კლასნად დავწერე? :D )

მაგრამ.... როგორც ჩვენ გვინდა სად არის :((


ადრე - მქონდა დოხუია თავისუფალი დრო, მაგრამ არ მქონდა ნორმალური კომპიუტერი, რომელზეც ახალი, კაი გრაფიკის და ასეთივე კაი სისტემური მოთხოვნილებების მქონე თამაშები გაეშვებოდა..

ახლა - მაქვს მშვენიერი, საკმაოდ მონსტრი მონაცემების ლეპტოპი, რომელიც დღეისათვის გამოსულ ყველა თამაშს სახეს ააძრობს, მაგრამ არ მაქვს დრო!

fuck :(




© Nintendo

01 March, 2010

კომპიუტერი ZX80 30 წლის გახდა

1980 წელს კლაივ სინკლერის (Clive Sinclair) კომპანიამ Sinclair Research Ltd-მ წარმოადგინა სახლისათვის განკუთვნილი სათამაშო კომპიუტერი ZX80, რომელიც აღჭურვილი იყო «Zilog»-ის ფირმის პროცესორით Z80. ამ მოდელმა მხოლოდ 1 წელი იარსება და ჩანაცვლებული იქნა მომდევნო მოდელით ZX81, ხოლო შემდგომ კი უკვე ფერადი ZX Spectrum-ით. ეს უკანასკნელი კი გამოდიოდა ათი წლის განმავლობაში და გახდა პირველი მასობრივი მოხმარების სახლის კომპიუტერი.



ZX80


ZX81


ZX Spectrum

წყარო + წიკიპედია

19 February, 2010

StarCraft II: Wings of Liberty

Starcraft II: Wings of Liberty-ის Beta ვერსია გამოვიდა :jump:




მარა რად გინდა Key-ები არ იშოვება :vis:
იმედია 1-2 კვირაში შეტეხავენ ბიჭები :))

რაც ყველაზე სასიამოვნოა, ძალიან დიდი მოთხოვნები არა აქვს თამაშს, ნებისმიერი საშუალო დონის კომპი გაქაჩავს...


სისტემური მოთხოვნები:
• Windows XP SP3/Vista SP1/Windows 7
• 2.2 Ghz Pentium IV or equivalent AMD Athlon processor
• 1 GB system RAM/1.5 GB for Vista and Windows 7
• 128 MB NVidia GeForce 6600 GT/ATI Radeon 9800 PRO video card
• 1024x768 minimum display resolution
• 4 GB free hard space (Beta)
• Broadband connection


მოკლედ, ველოდებით კრეკს და შემდეგ ოფიციალურ რელიზს :)

01 October, 2009

როგორ ვიშოვოთ Pet Society-ში ფული და xp ჩითერობის გარეშე

ვინც არ იცის, Pet Society არის ერთგვარი მინი თამაში Facebook-ზე. თამაშის ძირითადი აზრი არის ის რომ ქმნი საკუთარ Pet-ს, ანუ "ცხოველს" და ასე ვთქვათ ზრდი :) აჭმევ და ბან შენს ფეთს, ეთამაშები, თევზაობ, დადიხარ მეგობარ ფეთებთან სტუმრად, მონაწილეობას იღებ სტარიონზე სირბილში შეჯიბრებაში, ზრდი ხეებს, ყვავილებს და ბოსტნეულს და ა.შ. გარდა ამისა საკუთარი გემოვნებისდა მიხედვით შეგიძლია მოუწყო ფეთს სახლი, ჩააცვა და სხვა. ამისათვის კი საჭიროა ფული ე.წ Coin, რომელსაც თამაშისას შოულობ სხვადასხვა გზით...



მიუხედავად ამისა, ხანდახან დგება ისეთი მომენტი, როდესაც გჭირდება უფრო მეტი ფული, ვიდრე გაქვს: ძირითადად როდესაც გინდა რაიმე ინვენტარის, ავეჯის ან ტანსაცმლის ყიდვა, რომელიც ძვირია... გამოსავალი რათქმაუნდა არსებობს - მოიცადე რამდენიმე დღე სანამ საჭირო თანხას შეაგროვებ, მაგრამ თუ მოცდა არ გვინდა, მაშინ უნდა მოვნახოთ რაიმე სხვა საშუალება ფულის შოვნის..

Pet Society-ში არსებობს Mystery Shop, სადაც იყიდება ე.წ. მისთერი ბოქსები, ანუ სხვადასხვა ღირებულების ყუთები, სადაც გარკვეული ნივთები ამოდის.. ჩვენს შემთხვევაში გვჭირდება ყვითელი მისთერი ბოქსი, რომელიც 500 ქოინი ღირს.



თავიდან დაგვჭირდება ასე 4-5 ათასი ქოინი...
ვყიდულობთ 6 ცალ ასეთ ბოქსს, მოგვაქვს სახლში და ვხსნით. ამოსულ ნივთებს ვყიდით და ისევ ვყიდულობთ 6 ცალ ყვითელ მისთერი ბოქსს და ვხსნით...
ამ ოპერაციას ვიმეორებთ მანამდე, სანამ არ მივაღწევთ დადებით ბალანსს..

ჩემს შემთხვევაში გავაკეთე ასე:
თავიდან ვიყიდე 8 მისთერი ბოქსი 4 ათას ქოინად და ამოსული ნივთები გავყყიდე, ბალანსი იყო -988 ქოინი, ანუ ჯამში წაგებაში დავრჩი.
ამის შემდეგ კვლავ ვიყიდე 6 ბოქსი. ამ შემთხვევაში ბალანსი (წინა შეგედის გათვალისწინებით) იყო -782 ქოინი.
შემდე რაუნდებში ყოველთვის ვყიდულობდი 6 მისთერი ბოქსს..
შედეგები ასეთია:

1 რაუნდი (8 ბოქსი): ბალანსი -988 ქოინი;
2 რაუნდი (6 ბოქსი): ბალანსი -782 ქოინი;
3 რაუნდი (6 ბოქსი): ბალანსი -212 ქოინი;
4 რაუნდი (6 ბოქსი): ბალანსი -450 ქოინი;
5 რაუნდი (6 ბოქსი): ბალანსი -38 ქოინი;
6 რაუნდი (6 ბოქსი): ბალანსი -308 ქოინი;
7 რაუნდი (6 ბოქსი): ბალანსი +854 ქოინი;

ანუ, საერთო ჯამში მოვიგე 854 ქოინი.
გარდა ამისა, ბოქსების ყიდვისას და ასევე ნივთების გაყიდვისას იღებ xp-ს (experience points ანუ ქულები) გარკვეულ რაოდენობას.
ჩემს შემთხვევაში ჯამში ავიღე 1000 ხპ


გარდა ამისა, დამრჩა ერთ-ერთი რაუნდისას ამოსული "Pet Wall Scroll", რომელიც ძალიან მომეწონა და აღარ გავყიდე (თუმცა, მისი გასაყიდი ღირებულება 499 ქოინი ვიანგარიშე საერთო ბალანსის დათვლისას).




ანუ ჯამში: ვიშოვე 355 ქოინი, Pet Wall Scroll და დაახლოებით 1000 ხპ.

მგონი არაა ცუდი ხერხი :)

07 April, 2008

კომპიუტერული თამაშები



უკანასკნელი რამდენიმე კვირის განმავლობაში ინტენსიურად დავიწყე კომპიუტერული თამაშების დაქაჩვა და დამუღამება :) არა, ადრეც ვთამაშობდი, თუმცა იშვიათად და ისიც ძირითადად სტატეგიებს (Warcraft III, Starcraft, Army Men: RTS და ა.შ.), მაგრამ ბოლო დროს რაღაც განსაკუთრებული ინტერესი გამიჩნდა...

ნუ რაღათქმაუნდა თავიდან სრული ლამერი ვიყავი თამაშებში და მაგალითად ქვესტი და სარვაივალ-ჰორორი ჩემთვის ერთი ჯანდაბა იყო :ლოლ:

მერე ნელ-ნელა ვისწავლე გარჩევა....

მოკლედ, აქ მოვიყვან თამაშების ჟანრების დახასიათებას, რომელიც თავის დროზე ძალიან გამომადგა ყველაფრის გარკვევაში :)


თამაშები თემატიკისა და სტილის მიხედვით იყოფა ჟანრებად; ეს ჟანრები კი სტვადასხვაა...

RPG -- არის აბრევიატურა Role Playing Game-დან და წარმოადგენს თამაშის ჟანრს, როდესაც მოთამაშე ერგება რაიმე როლს ან პერსონაჟს და მისით მოქმედებს თამაშის ვირტუალურ სამყაროში. ხშირად როლს თვითონ მოთამაშევე ქმნის, ანუ ქმნის თავისსავე სათამაშო პერსონაჟს, ანუ ე.წ. "ჩარს" (მაგალითად, ირჩევს მისთვის პროფესიას, სქესს, გარეგნობას, ტანსაცაცმელს და ა.შ.). შემდეგ ამ პერსონაჟით მოთამაშე ებმება ვირტუალურ თავგადასავლში ან კვესტში. Online RPG-ების შემთხვევაში, მსგავსი თავდაგასავლის განცდა შეიძლება მეგობრებთან ერთად, ტომელიც თამაშობენ გარკვეულ სათამაშო სერვერზე, რომელიც გაშვებულია ინტერნეტში (იშვიათ შემთხვევებში ლანშიც).

Online RPG თამაშები:
LINEAGE II; World of Warcraft; SilkRoad; Voyage Century
და ა.შ.

არა online RPG, ანუ single:
Gothic I, II, 3; The Elder Scrolls III - Morrowind; Elder Scrolls IV: Oblivion; Arx Fatalis...


Real-Time Strategy -- რეალური დროის სტრატეგია, სადაც მოთამაშე აშენებს ქალაქებს, ქმნის არმიას, აწარმოებს საბრძოლო მოქმედებებს, მართავს ეკონომიკას და ასე შემდეგ. მაგალითები: WarCraft, Command & Conquer, Settlers.

Turn-Based Strategy -- მონაცვლეობითი სტრატეგია, სადაც მოთამაშე ეთამაშება ადამიანს ან კომპიუტერს ჭადრაკის პრინციპით, ანუ ასრულებს გარკვეული მოქმედებების სერიას და ელოდება საპასუხო ნაბიჯებს მოწინააღმდეგისაგან. მაგალითები: Heroes of Might & Magic, Disciples, Age of Wonders.

Squad-Based Strategy -- რეალური დროის სტრატეგიის ნაირსახეობა, როდესაც მოთამაშე მართავს გარკვეული პრინციპით დაკომპლექტებულ რაზმს. სტრატეგიული ელემენტი ამ ტიპის თამაშებში მდგომარებს არა ეკონომიკურ აღმშენებლობაში, არმიის შექმნაში ან დიპლომატიური გადაწყვეტილებების მიღებაში, არამედ კონკრეტული საბრძოლო ან დივერსიული მისიის შესრულების სტრატეგიულ-ტაქტიკურ დაგეგმვაში. მაგალითები: Commandos, Robin Hood: The Legend of Sherwood, Chicago 1930.

Simulators -- სხვადასხვა სახის სიმულატორები. ეს შეიძლება იყოს ავტომობილის, თვითმფრინავის, ტანკის, წყალქვეშა ნავის, ავტობუსის და ნებისმიერი სხვა საზღვაო, სახმელეთო თუ საჰაერო ტრანსპორტის სამართავი სიმულატორი. სიმულატორი, განსხვავებით ჩვეულებრივი "გასართობი" თამაშისგან, ცდილობს მართვის პროცესის მაქსიმალურად რეალისტურად გადმოცემას. აგრეთვე არსებობს ე.წ. "ცხოვრების სიმულატორები" (Life Sims), სადაც ხდება ადამიანის ცხოვრების ვირტუალური სიმულაცია. მაგალითები: Microsoft Flight Simulator, Silent Hunter, The Sims.

Arcade Racing -- სხვადასხვა სახის რბოლები -- ავტომობილებზე, მოტოციკლებზე და ასე შემდეგ. არკადული რბოლების ჟანრი, განსხვავებით ავტო-მოტო სიმულატორებისგან, ნაკლებად ცდილობს რეალიზმის ასახვას და უფრო მოთამაშის გართობაზეა ორიენტირებული, ამიტომ ასეთი ტიპის თამაშებში მანქანის მართვა მაქსიმალურად გამარტივებულია, აქცენტი კი გადატანილია "დრაივზე" და გრაფიკულ მიმზიდველობაზე. მაგალითები: Need for Speed, Flatout, Juiced.

Adventure -- სათავგადასავლო თამაშების (ე.წ. "კვესტების") ჟანრი. კლასიკური კვესტი შემდეგი პრინციპით მუშაობს -- ხელით დახატულ, სტატიკურ ლოკაციებზე მოძრაობს ანიმირებული პერსონაჟი, რომელიც სხვადასხვა ნივთებს აგროვებს ინვენტარში და ცდილობს მათი მეშვეობით თავსატეხების ამოხსნას. ზოგ კვესტში მთავარი პერსონაჟი შესაძლოა საერთოდ არც ჩანდეს, ხოლო ბევრ თანამედროვე კვესტში სტატიკური ლოკაციები სრულფასოვანი 3D სამყაროებითაა შეცვლილი, ანიმაციური პერსონაჟები კი რეალისტური 3D მოდელებით. კვესტში, როგორც წესი, მოთამაშეს აქვს განუსაზღვრელი დრო საფიქრელად და მას არ მოეთხოვება სწრაფი აზროვნება, სხარტი რეაქცია და სხვა თვისებები, რაც სჭირდება სტრატეგიის ან ექშენის ტიპის თამაშებს. კვესტის სათამაშოდ საჭიროა მხოლოდ ლოგიკა და ანალიზის უნარი. მაგალითები: Myst, Broken Sword, Syberia.

Action-Adventure -- ეს არის ექშენისა და კვესტების ერთგვარი ნაზავი. ჟანრის კლასიკური ნიმუშია Alone in the Dark, რომელსაც კლასიკური კვესტის გეიმფლეი აქვს (სტატიკური ლოკაციები და ინვენტარი), მაგრამ იყენებს ექშენის ტიპის თამაშებისათვის დამახასიათებელ ელემენტებსაც, ანუ მასში არის მოწინააღმდეგე, რომელსაც იარაღით უნდა გაუმკლავდე. სხვანაირად რომ ვთქვათ, Action-Adventure არის კვესტი, რომელშიც ლოგიკური თავსატეხების ამოხსნასთან ერთად მოთამშეს მოეთხოვება სწრაფი აზროვნება და რეაქცია. მაგალითები: Alone in the Dark, Resident Evil, Silent Hill.

Action -- 3D თამაშების ჟანრი, რომელშიც წამყვანი ადგილი მოქმედებას უჭირავს. როგორც წესი, ასეთი თამაშები დაყოფილია დონეებად (levels), ანუ ეპიზოდებად, რომლებიც თანმიმდევრობით უნდა გაიაროს მოთამაშემ. ეს დონეები სავსეა მოწინააღდეგეებით, რომლებიც ცდილობენ მოთამაშის მოკვლას. ყოველი მომდევნო დონე უფრო ძნელი გასავლელია, ვიდრე წინა. ხშირად ზოგიერთი დონის დასამთავრებლად მოთამაშემ უნდა დაამარცხოს ე.წ. "ლეველ-ბოსი", ანუ ჩვეულებრივ მოწინააღმდეგეებზე ბევრად უფრო ძლიერი მონსტრი ან ადამიანი, რომლის დამარცხებლად არა მხოლოდ იარაღია საჭირო, არამედ მოხერხებულობაც და ტაქტიკაც. მაგალითები: MDK, Tomb Raider, Max Payne.

Stealth Action -- ექშენის ტიპის თამაში, რომელშიც გამოყენებულია ე.წ. stealth ელემენტები -- ანუ ფარულად მოქმედება, ინფილტრაცია, შპიონაჟი და ასე შემდეგ. ამ ტიპის ექშენში მოთამაშე შეიძლება იყოს ჯაშუში, საიდუმლო აგენტი, დაქირავებული კილერი ან უბრალოდ ქურდი. მოწინააღდეგეთა ხელოვნური ინტელექტის დონე მაქსიმალურად რეალისტურია -- ისინი რეაგირებენ ხმაურზე, ცუდად ხედავენ სიბნელეში, საფრთხის შემთხვევაში კი ცდილობენ დახმარება გამოიძახონ. მოთამაშემ უნდა გამოიყენოს გარემო, ამოეფაროს ობიექტებს, ჩუმად მიეპაროს მტერს, გამოიცვალოს ტანსაცმელი მასკირების მიზნით და ასე შემდეგ. მაგალითები: Splinter Cell, Hitman, Thief.

Driving Action -- ეს არის სპეციფიური ჟანრი, რომელიც წარმოადგენს ექშენისა და ავტორბოლების ნაზავს. მოქმედება, როგორც წესი, ხდება თავისუფალ, გაშლილ სამყაროში, სადაც მოთამაშეს შეუძლია გადაადგილება როგორც მანქანით, ასევე ფეხით. მოთამაშე ასრულებს სხვადასხვა დავალებებს, რის მეშვეობითაც ხდება სიუჟეტის განვითარება. მაგალითები: Grand Theft Auto, True Crime: Streets of LA, The Godfather.

FPS (First Person Shooter) -- ექშენის ტიპის 3D თამაში, რომელშიც მოქმედება წარმოებს პირველი პირის ხედიდან. როგორც წესი, FPS თამაშებში აქცენტი გადატანილია ცეცხლსასროლ იარაღზე, ხოლო ცივი იარაღი გამოიყენება მხოლოდ როგორც დამხმარე საშუალება. მაგალითები: Half-Life, Medal of Honor, Serious Sam.

Tactical Shooter -- ეს არის ექშენი ან FPS, რომელიც შეიცავს ტაქტიკის ელემენტებს. მოთამაშის განკარგულებაშია პატარა (როგორც წესი 3-4 კაციანი) რაზმი, რომელსაც ევალება სპეციფიური დავალებების შესრულება -- მძევლების გამოხსნა, ნაღმის აღმოჩენა-გაუვნებელყოფა, დივერსიული დარტყმის მიყენება და ასე შემდეგ. მაგალითები: Ghost Recon, Rainbow Six, SWAT.

ეს არის ჟანრების არასრული ჩამონათვალი, ამის გარდა კიდევ უამრავი ჟანრი და ქვეჟანრი არსებობს, რომელთა ჩამოთვლა ძალიან შორს წაგვიყვანს.

© 7th Guest; Irakli.