23 November, 2008

რომელი ქვეყნების მუსიკას ვუსმენ (by Last.fm)?

მოკლედ, არაფერი მოულოდნელი...
ინგლისური, ამერიკული და რუსული ჯგუფები ლიდერობენ....

სამწუხარო ისაა, რომ ეს საიტი ეტყობა ქართულ ჯგუფებს ვერ აღიქვამს... შესაბამისად არც შეიტანა ჩარტში...



17 November, 2008

The Fall of the Louse of Usher

The Fall of the Louse of Usher: A Gothic Tale for the 21st Century (2002)



IMDB


ფილმი გადაღებულია ედგარ ალან პოს რამოდენიმე მოთხრობის მიხედვით, უფრო სწორად კი წარმოადგენს მათ ერთგვარ ნარევს, რომელიც გადმოტანილია 21-ე საუკუნის რეალობაში. მისი სიუჟეტი შემდეგია: როკ ვარსკვლავის - როდი აშერის მეუღლე ანაბელ ლი მოკლულია. მკვლელობაში კი თავად როდს ადანაშაულებენ.. იმის გასარკვევად თუ რამდენად შერაცხადია როდი, მას აგზავნიან სპეციალურ კლინიკაში (საგიჟეთში) პროფესორ კალაჰარისთან...
ფილმი თავისი არსით წარმოადგენს კომედიის, მუსიკალური და საშინელებათა ჟანრების ნაზავს და თავიდან ბოლომდე სიურეალისტურ ატმოსფეროს ქმნის.

რაც შეეხება მუსიკას, ის გადაწყვეტილია გოთიკური სტილში და ასრულებენ თავად მსახიობები ჯეიმს ჯონსტონი (როდი აშერი) და ლიზი თრიბლი (მედლინ აშერი).

James Johnston - Annabel Lee


James Johnston and Lizi Tribble - Ligeia


James Johnston and Lizi Tribble - Fire in the Rose

14 November, 2008

სილვია პლათი / Sylvia Plath

გუშინ ღამით როგორც იქნა მოვიცალე და გადმოვწერე ფილმი სილვია პლათის ცხოვრებაზე... და შესაბამისად ვუყურე კიდეც:)

Sylvia (2003)



DOWNLOAD

ნუ ყურებისას გამახსენდა რომ ნანახი მქონდა ადრე, მარა ეგ არაფერი...
საკმაოდ ნორმალური ფილმია და გვინეტ პელთროუც კარგად ასრულებს სილვიას როლს, თუმცა...
მაინც ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ სილვია პლათის, როგორც პოეტის და რაღაც მომენტში ფემინისტი ქალის ბუნების გადმოცემა ვერ შეძლო რეჟისორმა.. ფილმი უფრო რაღაც საშუალოსტატისტიკური სასიყვარულო დრამის პონტში გადის და არ ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ მთავარი პერსონაჟი პოეტია.. აქ შეიძლება უნებლიედ პარალელის გავლება ოლივერ სტოუნის 1991 წელს გადაღებულ "The Doors"-თან, სადაც ჯიმ მორისონის პოეტური ნატურა მკვეთრად წინა პლანზეა წამოწეული და მის სამყაროში გითრევს....

ასე თუ ისე, ფილმი მაინც არაა ცუდი საყურებელი..

რაც შეეხება სილვია პლათს, ჩემდა გასაკვირად მისი ბიოგრაფია ქართულ ვიკიპედიაზეც აღმოვაჩინე :)
აი ლინკი:
LINK



ასევე ნეტში შეიძლება მისი, ქართულ ენაზე თარგმნილი რამოდენიმე ლექსის მოძიება, მაგ აქ:
LINK

ორიგინალ ენაზე ბევრი ნაწარმოები დევს აქ:
LINK


ესეც
მიუნჰენის მანეკენები
(თარგმანი ინგლისურიდან - ლელა სამნიაშვილი)

საშინელია სრულქმნილება, ბერწია იგი,
თოვლივით ცივი სუნთქვა აქვს და დახშული საშო,

რომელშიც ჰიდრას თავებივით მოქანავე ურთხელის ხეებს
ზედ ეხეთქება სიცოცხლის ხე, და სცვივა, სცვივა

თვეების მწიფე მთვარეები - არსად, უმიზნოდ.
სისხლის მდინარე სიყვარულის ნიაღვარია.

აბსოლუტური იყოს მსხვერპლი! ხოლო ეს ნიშნავს:
არავითარი კერპი ჩემს გარდა,

მხოლოდ მე და შენ! და სრულქმნილება - დედობანას
ასე თამაშობს: მთელი თავისი ხიბლით, ღიმილით

მანეკენებს მიუნჰენში აწვენს ამაღამ -
პარიზსა და რომს შორის მორგში.

გაშოტილან შიშვლები და მელოტები ბუმბულ-ატლასში,
ნარინჯისფერი მამალოები - ვერცხლის ჯოხებზე;

ამოგლესიათ გული, გონება.
თოვლი გარეთ ყრის შავ ნაფლეთებს.

ადამიანი არ ჭაჭანებს; სასტუმროებში
მოძრაობენ მხოლოდ ხელები: კარს აღებენ, თაროდან კრეფენ

ფეხსაცმელებს, რომ ხვალ დილისთვის
პრიალა ლანჩა ამოქოლოს ბრტყელმა თითებმა;

ხოლო მანამდე - ნატიფ სარკმლების მყუდროებას,
ბავშვის მაქმანებს, ყვავილებიან საშაქარლამოს -

გადაწოლია გერმანელთა ფშვინვა და რული;
და ტელეფონის ყურმილებიც - კაუჭებზე

შავად ბრწყინავს, დუმილს ინელებს.
თოვლი უხმოა.


ვიცი ძალიან ბევრს არ მოწონება, უბრალოდ ვერ გაიგებს. არცაა საჭირო...
ვისაც ესმის, ინჯოი :)

10 November, 2008

Halloween-ი თბილისში...

მოკლედ თბილისში ჰელოუინის გამართვის კიდევ ერთი მცდელობა...

კოსტუმები, გოგრები, ფეიერვერკები და მმკ :D

რა დავაშავეთ ასეთი ბლინ :(

მოკლედ, ვიდეო უკომენტაროდ:



19 September, 2008

"სმაილი" 26 წლის გახდა! :D

დღეს ნამდვილად წარმოუდგენელია ინტერნეტ მომხმარებლის არსებობა ემოციების გამომხატველი პატარა გრაფიკული აიკონების - სმაილების გარეშე. დღევანდელი გადმოსახედიდან ძნელი გასაგებია თუ როგორ ურთიერთობდა ხალხი ჩეთებსა თუ ფორუმებზე სმაილების გარეშე.
ყოველწლიურად სულ უფრო მეტი სმაილი იქმნება და თანდათან რთულდება. დიდი ხანია რაც შეიქმნა ანიმირებული სმაილებიც, რომლებმაც სმაილების საერთო წილის უდიდესი სეგმენტი დაიკავეს. მიუხედავად ამისა ე.წ. ტრადიციული, არაანიმირებული მეორე თაობის სმაილები მაინც რჩება ემოციების გამოხატვის ყველაზე მოხერხებულ საშუალებად - სულ რამდენიმე სიმბოლოს აკრეფა და სმაილიც მზადაა.

ყველაფერი კი შორეულ 1982 წელს ასე დაიწყო:

:-)
:-(


როდესაც სკოტ ფალმანმა (Scott Elliot Fahlman) კარნეგი მელონის უნივერსიტეტის (Carnegie Mellon University) კომპიუტერული მეცნიერებების შეტყობინებების მთავარ დაფაზე მომხმარებლებს შესთავაზა ემოციების გამოსახატავად ზემოთმოყვანილი გრაფიკული სიმბოლოების გამოყენება, ალბათ ვერც კი წარმოიდგენდა თუ მისი იდეა ასე განვითარდებოდა და ინტერნეტ-ცხოვრების წესად დამკვიდრდებოდა :)

შეტყობინება დაპოსტილ იქნა 1982 წლის 19 სექტემბერს და ეს თარიღი ითვლება სმაილების შექმნის დღედ. მოგვიანებით 20 წლის შემდეგ, ეს შეტყობინება აღდგენილ იქნა ბექაფ ფაილებიდან:



შემდგომში სმაილები უფრო განვითარდა და დაიხვეწა.
ძირითადი არაანიმირებული სმაილების ბაზისური ელემენტები შემდეგია:



შემდგომ, მეორე თაობის სმაილებმა უკვე "ნახატის" სახე მიიღეს რომელიც იგივე სიმბოლოების აკრეფით შეტყობინების გაგზავნისას გენერირდებოდა ფორუმისა თუ ჩატის ფანჯარაში.

რაც შეეხება ანიმირებულ, ე.წ. მესამე თაობის სმაილებს, დღესდღეისობით ისინი გამოიყენება ინტერნეტ სივრცის ყველა სფეროში და იყოფა როგორც სტილის, ზომისა და სირთულის მიხედვით - მონუმენტური სმაილიდან მთელ კომპოზიციამდე. მათი შეტყობინებაში ჩასმა კი ხდება არა სიმბოლოების, არამედ არსებული სმაილის ლინკის ტექსტში აკრეფით (ტეგებთან ერთად).

ბევრია ისეთი შემთხვევა, როდესაც შეტყობინების პასუხად გამოყენებულია მხოლოდ და მხოლოდ სმაილი ყველანაირი ტექსტის გარეშე და მიუხედავად ამისა შეტყობინების აზრი სრულიად გასაგებია ;)
ხანდახან ისეთი შეგრძნება იბადება, თითქოს ძველი ეგვიპტის ხანაში დავბრუნდით და ისევ იეროგლიფურ დამწერლობაზე გადავდივართ :))



მიუხედავად სმაილების ასეთი ფართო გავრცელებისა, ისე ჯერ კიდევ რჩება ძირითადად არაფორმალურ, პირადულ ურთიერთობებში გავრცელებულ სიმბოლოებად, რომელთა გამოყენებაზე ოფიციალური ბეჭდვითი და ელექტრონული მედია უარს ამბობს. მინდა იმედი ვიქონიო, რომ წლების მერე საზოგადოების კონსერვატიულობა ამ საკითხში ცოტათი დაიკლებს და სმაილებს ამ სფეროს დაპყრობის შანსიც გაუჩნდებათ.

17 September, 2008

გველის ვისკი და მორიელის ორაყი

მოკლედ რაღას არ იგონებენ ეს აზიელები :D

ნეტში შემთხვევით გადავაწყდი და ა ბატონო, შეუკვეთეთ "ნა ზდაროვიე" ;)


Real Scorpion Vodka 250 ml (Yellow Sun)



ორაყი მორიელისგან და ისიც სულ რაღაც 8.99 ფუნტად...
როგორც საიტზე წერენ, ის აგრეთვე სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში გამოიყენება როგორც აფროდიზიაკი და ასევე სამედიცინო დანიშნულებით ზურგისა და კუნთების ტკივილის დროს.

Real Scorpion Vodka 250ml 40%v/v
£8.99

This special triple distilled vodka is infused with a real farm raised Heterometrus Spinifer scorpion. The vodka is steeped for several months, which then imparts a unique flavour into the liquor, it is quite an acquired taste. The story is that this is used in SE Asia as a Aphrodisiac; and it also has medical uses, such as the treatment of back and muscle pain. Every bottle is unique in its own way so therefore the item purchased may differ slightly in looks but not size. This unique liquor bottle could be an excellent addition and a great conversation piece for your home, bar or office. Or it would also be a great, hard-to-find, gift for that special someone who already has everything except for a rare, fascinating bottle of 100% authentic scorpion vodka.

Link

Californian King Snake whiskey



ეს კიდევ კალიფორნიული სამეფო გველის ვისკია :))
თუ ვინმე ყიდვას აპირებდით, სამწუხაროდ უკვე გაყიდული ყოფილა...
ისე კი ამაზეც წერია აფროდიზიაკაო, მარა იქვე დამატებულია დამამტკიცებელი საბუთები არ არსებობსო ;)

Real Californian King Snake whiskey 50ml 37%v/v
(collectors minature bottle for display)
£7.99

This special whiskey (a.k.a. Rice Wine) is infused with a real farm raised Californian King snake, ginseng roots and other herbs. The whiskey is steeped for several months, which then imparts a unique flavour into the drink, giving it an acquired taste. In SE Asia it is beleived to have aphrodisiac properties, however we make no claims to this. Every bottle is unique in its own way so therefore the item purchased may differ slightly in looks but not size.

Bottle dimensions 10cm x 7cm

Link

Vietnamese Sea Horse Whiskey



ექსპონატი №3: ვიეტნამური ზღვის ცხენის ვისკი..
თვისებები იგივეა.. ნუ, თუ არ დალევთ და ოთახში თაროზე მოათავსებთ შეიძლება აკვარიუმის მაგივრობაც გაწიოს :D

Real Sea Horse Whiskey from Vietnam 125ml 37%v/v
(collectors minature bottle)
£9.99

This rare whiskey is infused with a farm real farm raised Sea Horse.. The whiskey is steeped for several months, which then imparts a unique flavour into the whiskey, it is quite an acquired taste. The story is that this is used in SE Asia as a Aphrodisiac; and it also has medical uses, such as the treatment of back and muscle pain. Every bottle is unique in its own way so therefore the item purchased may differ slightly in looks but not size.

Bottle dimensions 10cm x 7cm

Link


Thai Spider Whiskey



ესეც მწეროფილი ადამიანებისთვის..
:D

Thai Spider Whiskey 500ml
£18.99

This bottle contains Thai rice whiskey (45% v/v) which is infused with a large non-venomous spider.The whiskey is steeped for several months, which then imparts a unique flavour into the whiskey, it is an acquired taste. The story is that this is used in SE Asia as a Aphrodisiac; and it also claimed to have medical uses, such as the treatment of back and muscle pain although this has not been proven yet. Spider whiskey is extremly rare therefore we have very limited stock.

Link


მოკლედ, ეგზოტიკური რაღაცეების მოყვარული ხალხისათვის ეს საიტი ნამდვილად საინტერესო იქნება :)

Thailand Unique

Gourmet Thai food gift ideas, Thailand unique gifts, Thai specialty food store

;)

16 September, 2008

გაჭედვიზაცია. ნაწილი I

იყო და არა იყო რა...

არა, ესეთი დასაწყისი არ ვარგა :)

მოკლედ, არ გვინდა არანაირი დასაწყისი, პროლოგი თუ წინასიტყვაობა და პირდაპირ გადავიდეთ მთავარზე..

ეს მოხდა თბილისსა შინა, როდესაც სინოპტიკოსების პროგნოზის თანახმად იყო დღისით მზიანი, ხოლო საღამოთი ქარიანი დედააფეთქებული დღე (ტენიანობა 78%, მცირე მოღრუბლულობა.. ასევე ცუნამი, წყალდიდობა და ყველაფერი მსგავსი ჯანდაბა)..
და იყო 14 სექტემბერი...

და იყო, რომ ვეგდე დივანზე, ვინამპში შეყრილი მქონდა ბევრი ბეევრი პუნყობები და ვუსმენდისავით და ჩემი ეგზისტენციალურ-ირაციონალური ეგოს აკუმულაციას ვცდილობდი..
როდესაც დინამიკებში სასიამოვნოდ აჟღერდა ბლინკ 182-ის Fuck a Dog და მეც ნახევრად ასტრალურ და ნახევრად ძილის მდგომარეობაში მშვიდად განვისვენებდი, საზარლად აღმულდა იქვე დაგდებული მობილური და ახალი მესიჯის მოსვლა მაუწყა...
მე თვალები გავახილე, გულში ცხრასართულიანი გინება წარმოვთქვი და მობილური ავიღე..

მორისონეკი რატომღაც ძალიან ზრდილობიანად მთავაზობდა დოლიძეზე სახურავზე, ანუ უბრალოდ - კრიშაზე ასვლას.. ხო, როგორც ყოველთვის სმს.გე-დან :)
ეს კი ჩვეულებისამებრ ნიშნავდა ცოტა ჰაერზე გაგრილებას, რაღათქმაუნდა ლუდს და დალ'შე პასმოტრიმ.. ანუ დროის სასიამოვნოდ გატარებას.. მამენტ ;)

იმ დღეს ერთი პიანკა უკვე გამაზული იყო და მეც უკვე დაკარგული მქონდა იმედი...
ამიტომ გადავწყვიტე რომ პუნყი ხვაწიტ და ცოტას გავივლი მაგის დედაც ჯეკ!
რაც ხელში მომხვდა ჩავიცვი, სიგარეტის კოლოფი, სანთებელა და საფულე ჯიბეებში ჩავიტენე და დოლიძისკენ გავწანწალდი..
ნუ ამ ოპერაციების დროს, შუალედებში მოვასწარი ბაზისთვის სმს-ის მიწერა რომ გამოთრეულიყო და პასუხის წაკითხვა, რომ სადღაც ტრაკშია ეხლა და ვერ გამოვა..

მაჩვის კორპუსთან მარკეტში ავიღე ლუდი და ავედით კრიშაზე. ვიღაც ბებიამ აშკარად ცუდად შემოგვხედა, გვერდზე ვიღაც ტიპები ბირჟაობენ.. ნუ ყველაფერი დავიკიდეთ და სახურავის კიდესთან მოვთავსდით..

ვსვამდით ლუდს და ვლაპარაკობდით ათას უაზრობაზე, განსაკუთრებით ალკოჰოლზე, გოთებზე, კუბოებზე, ევროპაზე, ტოკიოზე, LSD-ზე და საერთოდ ნარკოტიკებზე..

ამასობაში მორისონეკს გაახსენდა რომ ცოტა მარიხუანა ეგდო ჩანთაში :)
ერთი ღერი ჩემი ყვითელი ქემელის უაზროდ შეწირვის შემდეგ, მეორე ცდაზე ინსტრუქტაჟი ჩავუტარე როგორ უნდა შეეკეთებინა და მოსაწევის ნახევარის ძირს დაყრისა და მეორე ნახევარის ქარის მიერ ანექსიის შედეგად მიღებული საეჭვოდ პატარა მასტერკა 2-2 ნაპასად გადავუშვით ფილტვებში.

როგორც მოსალოდნელი იყო, ეფექტი არავითარი :(

ბოლოს სადღაც 11-ის ნახევარზე გადავწყვიტეთ სახლებში წავსულიყავით.. უფრო სწორად მე გამახსენდა რომ გოთიკა უკვე დავხურე და სახლში წასვლას ისევ დოლიძეზე მეგობართან ასვლა ვამჯობინე..

ავედი ცოტა ლუდის და რამე ბანძი ამერიკული კომედიის ნახვის პერსპექტივით, თუმცა ერთის მაგივრად სამი ძმაკაცი რომ დამხვდა, გადავწყვიტეთ ახალი იდეების კულტივირება მოგვეხდინა და იქვე მარკეტში ჩავედით გონების განათების იმედით..



და ეს იმედიც გამართლდა...
- დავლიოთ მაგის დედაც! :)

ავიღეთ ნახევარ ლიტრს + 250 მლ ორაყი, ჩიფსი, 2 ლიტრიანი კოკა-კოლა და ორი გამხმარი ლორიანი ღვეზელი, რომლის შეცხელებაზეც გამყიდველმა გოგონამ კატეგორიული უარი განაცხადა...

ამის შემდეგ ავედით ისევ დოლიძეზე და ყველაფერი ჩავცეცხლეთ (ერთი არ სვამდა.... ორაყს რასაკვირველია :) )..

ამ დროს გამახსენდა რომ მეორე დღეს ადრე ვიყავი ასადგომი და სამსახურში წასასვლელი საპახაოდ.. :(

მიუხედავად ამისა, სამი მუშკეტერი და დ'არტანიანი ხილიანზე ჩამოვედით, ლუდი ავიღეთ, ბაღში დავსხედით და გავმართეთ დისკუსია იმის შესახებ, კიდევ დაგველია თუ საკმარისი იყო..

სამწუხაროდ ჩვენმა მინიპარლამენტმა კონსესუსს ვერ მიაღწია და სეპარატისტულ მოძრაობასაც ჩაეყარა საფუძველი: უფრო რადიკალები - დალევის გასაგრძელებლად, ხოლო დემოკრატები დასაძინებლად წავედით..

მოკლედ ხვალინდელ დღეზე და განსაკუთრებით დილით გაღვიძების პერსპექტივაზე, ან უფრო უპერსპექტივობაზე ნაღვლიანი ფიქრებით აღვსილი წამოვედი სახლისკენ..
და უცებ მეორე აღმოჩენა გავაკეთე: გასაღები არ წამომიღია!
საათს დავხედე - 4-ის წუთები!

იმედი, რომ ვინმე სადარბაზოს კარებს გამიღებდა არ იყო.. კორპუსს შემოვუარე და ეზოდან შევედი.
5 თეთრიანი არ მქონდა, უფრო სწორი რომ ვიყო, ქეში საერთოდ აღარ მქონდა :(
ავედი ფეხით მე-5 სართულზე და ზარი დავრეკე..

რა კარგია რომ ჩემები უკვე შეეგუენ და აღარ მეკითხებიან სად ჯანდაბაში დავეთრევი და აქამდე რატო არ მოვდივარ სახლში...

To be continued...

25 July, 2008

ბლომად სიცხე და გაფუჭებული ვენტილატორი

სასტიკად ცხელი ზაფხული დადგა წელს მშობლიური თბილისში აი პროჭიდან წვენი გამივიდაო რომ იტყვიან ხოლმე ისეთი :D მოკლედ ყველას თავში ჩრდილი და 1 ბოთლი ლუდის დაუფლების სურვილი უტრიალებს...

აი ეხლაც ვზივარ ოფისში, ნუ ხუი ივო ზნაეტ რატომ, საქმე არა მაქვს არაფერი და ფორუმზე პოსტაობაც მომბეზრდა. ეთნოგრაფიულში ასვლაც მეზარება და რა ვქნა არ ვიცი... ნუ როგორ არ ვიცი, წიპა ესეთი პონტი იქნება: სამსახური->სახლი->ფორუმი->მოროვინდი->ფორუმი->ძმაკაცი->ლუდი->სახლი->ფორუმი->ძილი..

ხოდა მომბეზრდა და ცხელა და მაგიტომ... აი მანქანა ან რამე ეგეთი რომ მყავდეს უკვე სხვა საქმეა მოვხევდი თბილისიდან, მარა სადაა კაი ცხოვრება...

ეხლა მეგობარს გავყევი რაღაცის საყიდლად და ვინანე, რომ საერთოდ გარეთ გავედი.. ჩავიხარშეთ იმინა... ვსო, არ ღირის საღამომდე სადმე გასვლა, დავლევ ეხლა ჩემს უკვე გაცივებულ ყავას და რამე კარგ მუსიკას მოვუსმენ :)

ყველაფერი ახლა მჭირდება არის ეს:



და ეს:

ქართული პროვაიდერების დედაშევეცი!

და ამას უძახიან ხარისხიან ინტერნეტს ხო?

არადა 70 დოლარიანი პაკეტი გვაქვს ოფისში და მხოლოდ 3 კომპზეა განაწილებული...