12 January, 2010

Ruby Tuesday

ნეტა ვინ თქვა, რომ ორშაბათი ყველაზე ცუდი დღეა კვირის განმავლობაში?
მე იგივეს ვიტყოდი სამშაბათზეც :))
უფრო ზუსტად კი ყველა იმ დღეზე, როდესაც იძულებული ხარ გააკეთო ის რაც არ გინდა და არ გსიამოვნებს..

თუმცა გუშინაც არანაკლები უაზრო დღე იყო...
ჯერ იყო და სამსახურში დილით რაღაც იდიოტობა საქმეები გავაკეთე, მერე კი რამოდენიმე საათი უსაქმოდ ვიჯექი და ინეტში დავხეტიალებდი (სხვათა შორის ამ ხეტიალის დროს გადმოვწერე სთარ ვორსის სიუჟეტზე აგებული სტრატეგიული ვიდეოთამაში, რომელსაც უახლოეს მომავალში დავაყენებ და ვითამაშებ :P).

მერე ზიკის მივეკონტაქტე და სამუშაო დროის დამთავრების შემდეგ წავედით მაკდონალდსში, როგორც გამოირკვა სულ ტყუილად, რადგანაც მგონი 10 კილომეტრის რადისუში რაც იდიოტი იყო, ყველამ იქ მოიყარა თავი და დასაჯდომ ადგილებზე რომ არაფერი ვთქვა, სალაროებთან გრანდიოზული რიგები იდგა.. ამიტომ წავხეტიალდით ჩინურ რესტორანში (თუ რაცაა) და ვჭამეთ რაღაც აბორიგენული კერძი.. წიპა მოთუშული ძროხის ხორცი ანანასით და რაღაცნაირი სოუსით... ხორცი თავისთავად კარგი იყო, თუნცა იმავეს ვერ ვიტყვი სოუსზე, რომელიც ჩინური ტრადიციებისდა მიხედვით (:D) იყო ბლანტი, ტკბილი და ისეთ შეგრძნებას იწვევდა თითქოს მურაბიან ხორცს ვჭამდი :)) აი არ მიყვარს ეს სვით და ბითერსვით ვეშები და მომკალით :უსერ:



მერე წავედით გუდვილში, სადაც მინდოდა მეყიდა რაიმე ეგზოტიკური ხილი. საუბედუროდ არჩევანი დიდი არ იყო და მანგოების და რაღაცეების ყიდვა არ მომინდა.. მერე უცებ დავინახე ძალიან სტრანნი ვეში სახელად "ყვითელი პიტაჰაია", რომლიც ყიდვაც დიდი განსჯის შემდეგ გადავდე იმ დრომდე, სანამ არ დავადგენდი რა იყო და როგორ იჭმეოდა (btw დღეს დავსერჩე და კაქტუსისმაგვარი რაღაცის ნაყოფი აღმოჩნდა).



მერე მეგობარმა დამირეკა და საკმაოდ დიდხანს ველოდე, იმიტომ, რომ იმ დეგენერატს (მიუხედავად იმისა რომ სამჯერ გავუმეორე) ეგონა რომ დიღმის გუდვილში ვიყავით :) მოკლედ როდესაც შეცდომა გაირკვა, დავიკიდე და წამოვედი სახლში, სადაც რამდენიმე ხანი ჩემთვის წყნარად ვიჯექი და რაღაცას ნიტო ვკითხულობდი, ნიტო ვუყურებდი.

ის იყო დაძინება გადავწყვიტე, რომ მეორე დეგენერატმა მეგობარმა დამირეკა და მთხოვა მივსულიყავი ბაფალოში, ოღონდ მიზეზი არ მითხრა, მერე გეტყვიო.. რათქმაუნდა ეშმაკებთან გავგზავნე, მარა მეთქი ოკ და წავედი.. მიუხედავად აშკარად მანიაკი ტაქსისტისა და არანაკლებ მანიაკი ადგილობრივი "სთრით რეისერებისა", რაოდენ საკვირველიც არ უნდა იყოს მშვიდობით მივედი. და რაღათქმაუნდა რაღაც უაზრობაზე მეძახდნენ და ა.შ., მარა ეგ უკვე საინტერესო არ არის :)

მერე მოვედი სახლში და ასე დილის 7 საათამდე ვკითხულობდი "გრაფ მონტე-კრისტო"-ს და ვუყურებდი რაღაც კიბერ-გოთურ ფილმს, რომლის შინაარსიც არ მახსოვს იმიტომ, რომ დამეძინა.

დღეს გავიღვიძე ასე 11-ის ნახევარზე და გამახსებდა რომ გუშინაც დავაგვიანე სამსახურში :|
კიდევ კარგი, რომ ფაქტიურად თავისუფალ გრაფიკზე ვარ და დიდ პრობლემებს არ მიქმნის დაგვიანება.. მარა მაინც..
და ახლა ველოდები ძალიან საზიზღარი სამუშაოს მასალების გამოგზავნას, რომელიც უნდა დავამუშავო და ასევე საშინელება რაღაცეები გავაკეთო :ჩამოხრჩობა:

არადა ისე მეძინება, რომ სამმა ჭიქა ყავამაც ვერ მიშველა და ყველაფერი მეზარება...

არა რა, Life is pain, როგორც ამბობენ იმოები :გიგი:


The Rolling Stones - Ruby Tuesday .mp3
Found at bee mp3 search engine

11 January, 2010

Little Boots

რამდენიმე კვირის წინ ინეტში რაღაც სიმღერებს ვეძებდი და შემთხვევით გადმოვიწერე Little Boots-ის "Stuck on Repeat". ეს არის ბრიტანული ელექტრონიკა, რომლის ავტორიც არის მშვენიერი გოგონა სახელად Victoria Hesketh. საერთოდ, ელექტრონული მუსიკის მოყვარული არ ვარ, მაგრამ როდესაც ეს სიმღერა მოვისმინე, ეგრევე გამახსენდა ცნობილი ელექტრონული ჯგუფი Ladytron. ვისაც ამ უკანასკნელის რაიმე მაინც მოუსმენია, მიხვდება რატომაც.. მოკლედ, ნამდვილად საკაიფო ვეშია და სულაც არაა გასაკვირი, რომ საკმაო პოპულარობა მოუტანა შემსრულებელს :)


ყოველგვარი დამატებითი კომენტარის გარეშე აგერ სიმღერა და ინჯოი :))



Little Boots - Stuck on Repeat .mp3
Found at bee mp3 search engine





ლიტერატურული პარალელები რეალურ ცხოვრებასთან :D

უკომენტაროდ :)



სამი მეგობარი. რემარკი


1984. ორუელი


წყნარი დონი. შოლოხოვი


10 Негритят. კრისტი


Горе от Ума. გრიბოედოვი


ამერიკული ტრაგედია. დრაიზერი


მუმუ. ტურგენეევი


კაპიტალი. მარქსი


ოტელო. შექსპირი


მობი დიკი. მელვილი


Source

08 January, 2010

ოპერა-ტიული ინტერნეტი

იყო და არა იყო რა....
ტოესწ უხსოვარი დროის წინ...
კიარადა...

მოკლედ..., როდესაც ჯერ კიდევ პირზერძეშეუშრობელი "ჩაინიკი" ვიყავი, ინეტში ხელისცეცებით დავძვრებოდი და კომპიუტერს და ოფისის სისადმინს ვაწვალებდი, უკიდეგანო ვებსივრცეში ხეტიალისას ვიყენებდი (ალბათ ისევე როგორც ჩვენს ყველანი თავის დროზე) ვინდოუსის "დეფოლტ" ბრაუზერს, ანუ IE-ს :|

გამოხდა ხანი და კეთილი ჰუზერების რჩევებითა და რეკომენდაციით გადავბარგდი წითელ ნულზე, ანუ Opera-ზე ჰარიფულად რომ ვთქვათ..
ნუ ეს იყო სადღაც 2-3 წლის წინ, თუკი ჩემი გადაღლილი ნეირონების გროვა არ მატყუებს... იქიდან მოყოლებული ჩემი მთავარი ბრაუზერი არის სწორედაც ზემოთნახსენები სოფტი... სწრაფი, ლაითი, კომფორტული :yes: (FireFox-ის ფანები მარჯვნივ და ცოტა გვერდზე თუ შეიძლება.. ვოტ, კარგია მასე).

ჰოდა რა მინდოდა ახლა მე..
უახლესი პრე-ალფა ბილდი დავაყენე და facebook-ზე Pet Society-ში როცა შევდივარ მექრაშება :(


გამოუშვან დროზე ახალი ბილდი :mad:




მაი პრეშაააას :D

ახალი თემფლეითი... კიარადა იმიჯი :yes:

დიდი ხანია მინდოდა ბლოგის საფუძვლიანი რეკონსტრუქცია და ცოტა დრო როგორც კი გამოვნახე ჩავუჯექი გუგული დეიდას და მგონი საბოლოო შედეგიც ნორმალური გამოვიდა...

ყოველ შემთხვევაში Time is on my side, როგორც მიკ ჯაგერი ამბობდა.. XD


ესეც თქვენ საახალწლო ძეხვის სურათი :D


29 December, 2009

ირანი

ნუთუ დადგება როდისმე ის დღე როდესაც ირანი შაჰის დროინდელ ქვეყანას დაემსგავსება, ყველანაირი რელიგიური ფანატიზმებისა და დისკრიმინაციის გარეშე?



ვუყურებ ამ ვიდეოს და ისეთი ასოციაცია მექმნება თითქოს 60იანების რევოლუციის კადრებია.. ოღონდ ირანის რეალობაში გადმოტანილი...
ჰიპური ჟესტები, თავზე წაკრული ლენტები..
ძალიან კარგი სანახავია...

და იმედია შედეგიც ექნება ამ ყველაფერს :)




მანამდე კი, აი რა იყო ირანი სანამ ეს დედააფეთქებული ისლამისტი ფუნდამენტალისტები მოვიდოდნენ და რა გახდა შემდეგ... :|


Persepolis



ლინკი

16 December, 2009

პოსტ-ინდუსტრიული ზმიური

მაშინ ჯერ კიდევ მზე იყო და სითბო...







ფოტოები © nick_el_son

15 December, 2009

***

ეს რამდენიმე კვირაა რაღაცეების დაწერა მინდა ბლოგზე... პრინციპში ვიცი რისიც, მარა რაღაც თავი ვერ მოვაბი.. მეზარება...

რა უსაქმური ვარ :vis:





20 October, 2009

Journey to Saturn

რამდენიმე დღის წინ ვუყურე ამ ფილმს და მომეწონა :)
დანიური ანიმაციაა და საკმაოდ კარგად გაკეთებული პახოდუ.. თავისი ცინიზმებით და ა.შ..

მოკლედ, ჩემი აზრით ღირს რომ ადამიანმა უყუროს ;)

Journey to Saturn / Rejsen til Saturn (2008)











ინფო imdb-ზე

გადმოსაწერი ლინკი


ინჯოი B)

01 October, 2009

როგორ ვიშოვოთ Pet Society-ში ფული და xp ჩითერობის გარეშე

ვინც არ იცის, Pet Society არის ერთგვარი მინი თამაში Facebook-ზე. თამაშის ძირითადი აზრი არის ის რომ ქმნი საკუთარ Pet-ს, ანუ "ცხოველს" და ასე ვთქვათ ზრდი :) აჭმევ და ბან შენს ფეთს, ეთამაშები, თევზაობ, დადიხარ მეგობარ ფეთებთან სტუმრად, მონაწილეობას იღებ სტარიონზე სირბილში შეჯიბრებაში, ზრდი ხეებს, ყვავილებს და ბოსტნეულს და ა.შ. გარდა ამისა საკუთარი გემოვნებისდა მიხედვით შეგიძლია მოუწყო ფეთს სახლი, ჩააცვა და სხვა. ამისათვის კი საჭიროა ფული ე.წ Coin, რომელსაც თამაშისას შოულობ სხვადასხვა გზით...



მიუხედავად ამისა, ხანდახან დგება ისეთი მომენტი, როდესაც გჭირდება უფრო მეტი ფული, ვიდრე გაქვს: ძირითადად როდესაც გინდა რაიმე ინვენტარის, ავეჯის ან ტანსაცმლის ყიდვა, რომელიც ძვირია... გამოსავალი რათქმაუნდა არსებობს - მოიცადე რამდენიმე დღე სანამ საჭირო თანხას შეაგროვებ, მაგრამ თუ მოცდა არ გვინდა, მაშინ უნდა მოვნახოთ რაიმე სხვა საშუალება ფულის შოვნის..

Pet Society-ში არსებობს Mystery Shop, სადაც იყიდება ე.წ. მისთერი ბოქსები, ანუ სხვადასხვა ღირებულების ყუთები, სადაც გარკვეული ნივთები ამოდის.. ჩვენს შემთხვევაში გვჭირდება ყვითელი მისთერი ბოქსი, რომელიც 500 ქოინი ღირს.



თავიდან დაგვჭირდება ასე 4-5 ათასი ქოინი...
ვყიდულობთ 6 ცალ ასეთ ბოქსს, მოგვაქვს სახლში და ვხსნით. ამოსულ ნივთებს ვყიდით და ისევ ვყიდულობთ 6 ცალ ყვითელ მისთერი ბოქსს და ვხსნით...
ამ ოპერაციას ვიმეორებთ მანამდე, სანამ არ მივაღწევთ დადებით ბალანსს..

ჩემს შემთხვევაში გავაკეთე ასე:
თავიდან ვიყიდე 8 მისთერი ბოქსი 4 ათას ქოინად და ამოსული ნივთები გავყყიდე, ბალანსი იყო -988 ქოინი, ანუ ჯამში წაგებაში დავრჩი.
ამის შემდეგ კვლავ ვიყიდე 6 ბოქსი. ამ შემთხვევაში ბალანსი (წინა შეგედის გათვალისწინებით) იყო -782 ქოინი.
შემდე რაუნდებში ყოველთვის ვყიდულობდი 6 მისთერი ბოქსს..
შედეგები ასეთია:

1 რაუნდი (8 ბოქსი): ბალანსი -988 ქოინი;
2 რაუნდი (6 ბოქსი): ბალანსი -782 ქოინი;
3 რაუნდი (6 ბოქსი): ბალანსი -212 ქოინი;
4 რაუნდი (6 ბოქსი): ბალანსი -450 ქოინი;
5 რაუნდი (6 ბოქსი): ბალანსი -38 ქოინი;
6 რაუნდი (6 ბოქსი): ბალანსი -308 ქოინი;
7 რაუნდი (6 ბოქსი): ბალანსი +854 ქოინი;

ანუ, საერთო ჯამში მოვიგე 854 ქოინი.
გარდა ამისა, ბოქსების ყიდვისას და ასევე ნივთების გაყიდვისას იღებ xp-ს (experience points ანუ ქულები) გარკვეულ რაოდენობას.
ჩემს შემთხვევაში ჯამში ავიღე 1000 ხპ


გარდა ამისა, დამრჩა ერთ-ერთი რაუნდისას ამოსული "Pet Wall Scroll", რომელიც ძალიან მომეწონა და აღარ გავყიდე (თუმცა, მისი გასაყიდი ღირებულება 499 ქოინი ვიანგარიშე საერთო ბალანსის დათვლისას).




ანუ ჯამში: ვიშოვე 355 ქოინი, Pet Wall Scroll და დაახლოებით 1000 ხპ.

მგონი არაა ცუდი ხერხი :)