16 September, 2008

გაჭედვიზაცია. ნაწილი I

იყო და არა იყო რა...

არა, ესეთი დასაწყისი არ ვარგა :)

მოკლედ, არ გვინდა არანაირი დასაწყისი, პროლოგი თუ წინასიტყვაობა და პირდაპირ გადავიდეთ მთავარზე..

ეს მოხდა თბილისსა შინა, როდესაც სინოპტიკოსების პროგნოზის თანახმად იყო დღისით მზიანი, ხოლო საღამოთი ქარიანი დედააფეთქებული დღე (ტენიანობა 78%, მცირე მოღრუბლულობა.. ასევე ცუნამი, წყალდიდობა და ყველაფერი მსგავსი ჯანდაბა)..
და იყო 14 სექტემბერი...

და იყო, რომ ვეგდე დივანზე, ვინამპში შეყრილი მქონდა ბევრი ბეევრი პუნყობები და ვუსმენდისავით და ჩემი ეგზისტენციალურ-ირაციონალური ეგოს აკუმულაციას ვცდილობდი..
როდესაც დინამიკებში სასიამოვნოდ აჟღერდა ბლინკ 182-ის Fuck a Dog და მეც ნახევრად ასტრალურ და ნახევრად ძილის მდგომარეობაში მშვიდად განვისვენებდი, საზარლად აღმულდა იქვე დაგდებული მობილური და ახალი მესიჯის მოსვლა მაუწყა...
მე თვალები გავახილე, გულში ცხრასართულიანი გინება წარმოვთქვი და მობილური ავიღე..

მორისონეკი რატომღაც ძალიან ზრდილობიანად მთავაზობდა დოლიძეზე სახურავზე, ანუ უბრალოდ - კრიშაზე ასვლას.. ხო, როგორც ყოველთვის სმს.გე-დან :)
ეს კი ჩვეულებისამებრ ნიშნავდა ცოტა ჰაერზე გაგრილებას, რაღათქმაუნდა ლუდს და დალ'შე პასმოტრიმ.. ანუ დროის სასიამოვნოდ გატარებას.. მამენტ ;)

იმ დღეს ერთი პიანკა უკვე გამაზული იყო და მეც უკვე დაკარგული მქონდა იმედი...
ამიტომ გადავწყვიტე რომ პუნყი ხვაწიტ და ცოტას გავივლი მაგის დედაც ჯეკ!
რაც ხელში მომხვდა ჩავიცვი, სიგარეტის კოლოფი, სანთებელა და საფულე ჯიბეებში ჩავიტენე და დოლიძისკენ გავწანწალდი..
ნუ ამ ოპერაციების დროს, შუალედებში მოვასწარი ბაზისთვის სმს-ის მიწერა რომ გამოთრეულიყო და პასუხის წაკითხვა, რომ სადღაც ტრაკშია ეხლა და ვერ გამოვა..

მაჩვის კორპუსთან მარკეტში ავიღე ლუდი და ავედით კრიშაზე. ვიღაც ბებიამ აშკარად ცუდად შემოგვხედა, გვერდზე ვიღაც ტიპები ბირჟაობენ.. ნუ ყველაფერი დავიკიდეთ და სახურავის კიდესთან მოვთავსდით..

ვსვამდით ლუდს და ვლაპარაკობდით ათას უაზრობაზე, განსაკუთრებით ალკოჰოლზე, გოთებზე, კუბოებზე, ევროპაზე, ტოკიოზე, LSD-ზე და საერთოდ ნარკოტიკებზე..

ამასობაში მორისონეკს გაახსენდა რომ ცოტა მარიხუანა ეგდო ჩანთაში :)
ერთი ღერი ჩემი ყვითელი ქემელის უაზროდ შეწირვის შემდეგ, მეორე ცდაზე ინსტრუქტაჟი ჩავუტარე როგორ უნდა შეეკეთებინა და მოსაწევის ნახევარის ძირს დაყრისა და მეორე ნახევარის ქარის მიერ ანექსიის შედეგად მიღებული საეჭვოდ პატარა მასტერკა 2-2 ნაპასად გადავუშვით ფილტვებში.

როგორც მოსალოდნელი იყო, ეფექტი არავითარი :(

ბოლოს სადღაც 11-ის ნახევარზე გადავწყვიტეთ სახლებში წავსულიყავით.. უფრო სწორად მე გამახსენდა რომ გოთიკა უკვე დავხურე და სახლში წასვლას ისევ დოლიძეზე მეგობართან ასვლა ვამჯობინე..

ავედი ცოტა ლუდის და რამე ბანძი ამერიკული კომედიის ნახვის პერსპექტივით, თუმცა ერთის მაგივრად სამი ძმაკაცი რომ დამხვდა, გადავწყვიტეთ ახალი იდეების კულტივირება მოგვეხდინა და იქვე მარკეტში ჩავედით გონების განათების იმედით..



და ეს იმედიც გამართლდა...
- დავლიოთ მაგის დედაც! :)

ავიღეთ ნახევარ ლიტრს + 250 მლ ორაყი, ჩიფსი, 2 ლიტრიანი კოკა-კოლა და ორი გამხმარი ლორიანი ღვეზელი, რომლის შეცხელებაზეც გამყიდველმა გოგონამ კატეგორიული უარი განაცხადა...

ამის შემდეგ ავედით ისევ დოლიძეზე და ყველაფერი ჩავცეცხლეთ (ერთი არ სვამდა.... ორაყს რასაკვირველია :) )..

ამ დროს გამახსენდა რომ მეორე დღეს ადრე ვიყავი ასადგომი და სამსახურში წასასვლელი საპახაოდ.. :(

მიუხედავად ამისა, სამი მუშკეტერი და დ'არტანიანი ხილიანზე ჩამოვედით, ლუდი ავიღეთ, ბაღში დავსხედით და გავმართეთ დისკუსია იმის შესახებ, კიდევ დაგველია თუ საკმარისი იყო..

სამწუხაროდ ჩვენმა მინიპარლამენტმა კონსესუსს ვერ მიაღწია და სეპარატისტულ მოძრაობასაც ჩაეყარა საფუძველი: უფრო რადიკალები - დალევის გასაგრძელებლად, ხოლო დემოკრატები დასაძინებლად წავედით..

მოკლედ ხვალინდელ დღეზე და განსაკუთრებით დილით გაღვიძების პერსპექტივაზე, ან უფრო უპერსპექტივობაზე ნაღვლიანი ფიქრებით აღვსილი წამოვედი სახლისკენ..
და უცებ მეორე აღმოჩენა გავაკეთე: გასაღები არ წამომიღია!
საათს დავხედე - 4-ის წუთები!

იმედი, რომ ვინმე სადარბაზოს კარებს გამიღებდა არ იყო.. კორპუსს შემოვუარე და ეზოდან შევედი.
5 თეთრიანი არ მქონდა, უფრო სწორი რომ ვიყო, ქეში საერთოდ აღარ მქონდა :(
ავედი ფეხით მე-5 სართულზე და ზარი დავრეკე..

რა კარგია რომ ჩემები უკვე შეეგუენ და აღარ მეკითხებიან სად ჯანდაბაში დავეთრევი და აქამდე რატო არ მოვდივარ სახლში...

To be continued...

No comments:

Post a Comment