ოპტიკური ილუზია (ასევე ცნობილი როგორც ვიზუალური ილუზია) წარმოადგენს მოვლენას, როდესაც მოცემული იმიჯები ადამიანის მიერ აღიქმება განსხვავებულად ვიდრე სინამდვილეშია. ოპტიკურ ილუზიას ადამიანის მხედველობის სისტემა შეცდომაში შეჰყავს, იმის წარმოსახვით რაც არ არსებობს, ან არსებულის არასწორი წარმოსახვით.
არსებობს ოპტიკური ილუზიის სამი მთავარი ტიპი:
1. ლიტერალური ოპტიკური ილუზიები, რომლებიც წარმოქმნიან იმიჯებს რომლებიც განსხვავდება იმ ობიექტებისაგან, რომლებიც ქმნიან მათ;
2. ფიზიოლოგიური ილუზიები, რომლებიც წარმოადგენენ თვალისა და ტვინის გადამეტებული სპეციფიკური ტიპის სტიმულაციის ეფექტებს (სიკაშკაშე, დახრილობა, ფერი, მოძრაობა);
3. შემეცნებითი ილუზიები, სადაც თვალისა და ტვინის მიერ ხდება უნებური/არაცნობიერი დასკვნების გამოტანა.
უფრო მეტის გაგება შეიძლება აქ:
Optical illusion - Wikipedia
ოპტიკური ილუზია - ვიკიპედია
ოპტიკური ილუზიის რამდენიმე მაგალითი:
თუ გაიწევით მონიტორიდან და შორიდან შეხედავთ სურათს, დაინახავთ მერილინ მონროს გამოსახულებას:
ყურადღებით დააკვირდით ჩამონათვალს და დაასახელეთ თითოეული სიტყვის ფერი:
თუ რამდენიმე ხანი ყურადღებით დააკვირდებით სურათის ცენტრში განთავსებულ წერტილს, ლაქები მის გარშემო თანდათან გაქრება :)
დააკვირდით ფოტოსურათს სადაც გამოსახულია ჰიდროპლანი. შეამჩნევთ, რომ ფოტოს მარჯვენა ნაწილი რამდენადმე უფრო ყვითელ ფერშია.
ახლა შეხედეთ ქვედა გამოსახულებას და 30 წამის განმავლობაში უყურეთ მის ცენტრში გამოსახულ წერტილს. ამის შემდეგ ისევ დააკვირდით ზედა ფოტოზე გამოსახულ ჰიდროპლანს. ამ შემთხვევაში თქვენ ვეღარ დაინახავთ ფერების სხვაობას ფოტოს მარცხენა და მარჯვენა ნაწილებს შორის.
შეხედეთ სურათზე გამოსახულ სახეებს. მარჯვნივ მშვიდი სახეა, ხოლო მარცხნივ ბოროტი?
დაშორდით მონიტორს 3-4 მეტრით და ახლიდან შეხედეთ ;)
გგონიათ ორივე სახე ერთნაირია?
კვლავ დაშორდით მონიტორს და კარგად შეხედეთ :)
და ბოლოს, საინტერესო ინფორმაცია:
© ფოტოები აღებულია საიტიდან http://onua.com.ua/
ინწერესნო მაგრამ მე არც სურათებს მიხსნის და არც საიტს :(
ReplyDeleteჩავასწორე სურათები :))
ReplyDeleteხოო ეხლა ვნახე და გავერთე :D
ReplyDeleteპირველ 2 სურათზე გამოსახულ ადამიანის სახეებს როგორც მანამდე ვხედავ, ისევ ისე ვხედავ. ხოლო მეორეს რაც შეეხება, პირველზე კაცია გამოსახული, მეორეზე კი ქალი. რავი, მე ასე ვხედავ.
ReplyDeleteKate
ReplyDeleteრეავი მე ნორმალურად ვხედავ.... ტოესწ როგორც დავწერე მასე და... :rolleyes:
:D