როგორც ბუმბერაზი კლასიკოსები კიარადა ნატოშა წერს თავის ბლოგზე: "ნებისმიერი ბლოგერი დამეთანხმება, რომ მოდის პერიოდი, როდესაც არ გეწერინება პრინციპულად და ასეთ დროს, პოსტები უნდა “მოიგონო” რომ განახლების სიხშირე არ დავარდეს.. არადა, ნუ არ გეწერინება და ძალაა?".. ფაქტიურად მასეთი პერიოდი მაქვს ზუსტად ახლა მეც.. ტოესწ არასოდეს არ ვყოფილვარ ე.წ. აქტიური ბლოგერი და პრინციპში არც ვაპირებ როდისმე ვიყო.... უბრალოდ ხანდახან მიჩნდება სურვილი რომ რაიმე სიჭკვიანე ან სისულელე დავწერო აქ და მერე ხალხმა ნახოს და მაგინოს... :D ნუ ან არ მაგინოს, არ აქვს ამას არსებითი მნიშვნელობა, საქმე ისაა რომ გარკვეულწილად კმაყოფილდება თვითგამოხატვისა და წიპა "ჩემი სათქმელი ვიღაცას მაინც გავაგონე" ამბიცია თუ პრეტენზია... ჰოდა ეს ბოლო ხანებია და ეგეც კი დავიკიდე...
ჯერ იყო და ვაპირებდი ახალი წლის დღეებში რასაც ვაკეთებდი ის პონტები და სიტუაციები დამეწერა, ნუ გასაგებია რომ ნორმალურ ადამიანს წესით და კანონით არ უნდა აინტერესებდეს მაგალითად რას სვამდა ვიღაც მისთვის უცნობი ტიპი როდესაც საათი 12-ს უკაკუნებდა და მეზობლის ბავშვები ფერიერვერკებს უშვებდნენ ან დილის 7 საათზე როგორ მიფოფხავდა გაგლეჯილი მთვრალი მეზობელი სადარბაზოს კიბეებზე რომ სახლში ასული ლოგინზე გაუხდელად დაგდებულიყო და ასეთი საშინელებები, მარა უბრალოდ იმდენ სხვადასხვა ადგილას, სიტუაციაში და სასტავში მოვხვდი და თანაც არა-წინასწარგანზრახვით და იმდენად კომიკურ-აბსურდული რამეები ხდებოდა, რომ მომინდა მაინც დამეწერა...
თუმცა ეს იყო რაღაც სურვილისნაირი, რომლის რეალობაში განხორციელებაც ძალიან ძნელი კიარადა შეუძლებელი აღმოჩნდა :D ყოველთვის როდესაც ვთქვი, რომ აი ვსო ეხლა ვჯდები და ვწერ და ა.შ., ან დამეზარა, ან არ მქონდა მაგის ნერვები, ან... და ა.შ. ნუ ერთი რაც მოვახერხე ეს ყველაფერი ჩავწერე მობილურში საუნდ რექორდერით, ისიც ალბათ არ მეძინებოდა და საქმე არ მქონდა არ ვიცი ნამდვილად :მხრებისაჩეჩვისსმაილიკი: და ვაბშე რა ეშმაკად მინდა დღესაც წარმოდგენა არა მაქვს :)
მერე რაღაც 2 პოსტი გავაკეთე ისიც რაღაც "მეჟდუპროჩიმ" თემებზე და სულ ეგ იყო.. ეს კი არა და დღემდე დრაფტად მაქვს დამახსოვრებული ჩემი ერთი ძველი ფორუმული სტატიის (თუ რაცაა) ტექსტი ქართულ ინტერნეტ-სლენგზე, რომელსაც ცოტა გადაკეთებას და აქ დადებას ვუპირებდი (თუ ვუპირებ) და დამეზარა და ვაბშემც რა... იტოგში დარჩა ესე ცა და მიწას შორის გამოკიდებულივით :|
მოკლედ, დავუბრუნდეთ პირველ წინადადებას და აი არ იპოსტება და **** თუ გინდა :user:
დღეს ერთ-ერთ ფორუმზე ვნახე Echo & the Bunnymen-ის თემა და გამახსენდა The Killing Moon და გამახსენდა დონი დარქო.. და ეხლა დებილივით ვზივარ და საუნდტრეკებს ვუსმენ :))
მარა ბლოგზე რატომ ვპოსტავ ნამდვილად ვერ ვხვდები... :X
ბლოგი ძალიან პრიკოლი რაღაცაა ,ნუ ზოგად რამეებზე წერა ხო გასაგებია ,მაგრამ აი "პირადზე" :D მაგარი სასაცილოა ჯერ ერთი ეს პირადი ყველას წასაკითხად იწერება და თან მოლოდინია კომენტარის ( ნუ მაგალითად ეხლა მე რო რაღაცას გიწერ იმაზე რაც დაწერე მამენტ ვინ მეკითხება :D )
ReplyDeleteარადა მაინც მეკითხება ბლოგები , ისე რომ მკითხო სხვისი პირადი ცხოვრება არ მაინტერესებს და თან ამის დასადასტურებლად პერო რეჩსაც მოვარტყავ, მაგრამ მაინც შორიდან მაყურებელი ადამიანის პოზიციაზე დგომა უფრო ადვილია , გართობს მაგრად :)
ისე ცუტა უინტერესო ბლოგი გაქვს , რაღაცას დაანონსებ და გახვალ ,რა პონტია საერთოდ არაა სახალისო ,აი ბოლო პოსტი სულ სხვაა ,ნახე რამხელა კომენტარი დავწერე :D
You're absolutely right dear :))
ReplyDelete/აი ბოლო პოსტი სულ სხვაა ,ნახე რამხელა კომენტარი დავწერე :D/
:gigi:
/ისე ცუტა უინტერესო ბლოგი გაქვს , რაღაცას დაანონსებ და გახვალ ,რა პონტია საერთოდ არაა სახალისო/
მამენტ მასეა და თუ დრო მექნა მივხედავ ბლოღს :yes: