კომიკურია, რომ ამ სიტუაციას ყველაზე კარგად ესადაგება ძველი ხალხური გამონათქვამი "იმ ტოტს ჭრის, რომელზეც თავად ზისო" - ტყე არა მარტო ხეების ერთობლიობაა, არამედ მთელი კლიმატური ზონებისა და კონტინენტების გლობალური ეკოსისტემის საძირკველი (რომ აღარაფერი ვთქვათ ჟანგბადის წარმოქმნაზე) :|
გასულ ზაფხულს მომიწია დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან ზონებში მივლინებით წასვლა რამოდენიმეჯერ. სამუშაო დაკავშირებული იყო სკოლების წყალმომარაგებასთან, უფრო კონკრეტულად კი წყალმომარაგების წყაროების შეფასება/გამოვლენა/ოპტიმიზაციასთან..
მე პირადად შოკირებული დავრჩი ნანახით: დამშრალი წყაროები, თითქმის ცარიელი ჭები, განახევრებული ხევები და ღელეები... ადგილობრივი მაცხოვრებლების ინფორმაციით წყალი, რომელსაც საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ დღეს ძლიერ დაცოტავებულია ან საერთოდ აღარ მოედინება... ყველა უჩიოდა საოცრად გვალვიან ზაფხულს, როგორიც არ ახსოვთ ბოლო 50-60 წლის განმავლობაში!
ყველაგან ტოტალურად ხდება ტყის საფარის გაჩეხვა, რომელიც ძირითადად გადის ექსპორტზე..
ყველაზე სამწუხარო ისაა, რომ ამ ველურობის უშუალო აღმსრულებელი ისევ ადგილობრივი მოსახლეობაა :(
არ იქნება ტყე - არ იქნება, წყალი, ჰაერი, ზომიერი ტემპერატურა, მოსავალი...
არ იქნება სიცოცხლე ისეთი, როგორი ფორმითაცაა ახლა..
დღეისათვის ტყე დედამიწის მხოლოდ 31%-ს ფარავს და ეს რიცხვი ყოველწლიურად უფრო და უფრო მცირდება.
წლევანდელი წელი გაერომ "ტყის წლად" გამოაცხადა და ალბათ მასთან დაკავშირებული რიგი ღონისძიებებიც გატარდება:
International Year of Forests 2011
მაგრამ ვითომ ეს უშველის დღევანდელ სიტუაციას?
არის მოსაზრება რომ ცენტრალურამერიკული მაიას ცივილიზაცია საბოლოო ჯამში დაღუპა ტყეების გაჩეხვით გამოწვეულმა მოუსავლიანობამ...
გვინდა რომ ჩვენმა ცივილიზაციამაც იგივე ბედი გაიზიაროს?
ვიკიპედიიდან:
ტყე გეოგრაფიული ლანდშაფტის ნაწილია, იმ ხეების, ბუჩქებისა და ბალახების, აგრეთვე - ცხოველებისა და მიკროორგანიზმების ერთობლიობა, რომლებიც თავიანთი განვითარების პროცესში ურთიერთდაკავშირებულნი არიან ბიოლოგიურად და ახდენენ ზეგავლენას როგორც ერთმანეთზე, ასევე გარემოზეც. ტყე დედამიწის ეკოლოგიურ სისტემათა მთლიანი კომპლექსისთვის გლობალური და სასიცოცხლო ფაქტორია. ის დედამიწაზე ცოცხალი ნივთიერების ერთ-ერთი აკუმულატორია, რომელიც აკავებს ბიოსფეროში მთელ რიგ ქიმიურ ელემენტებსა და წყალს, აქტიურად ურთიერთქმედებს ტროპოსფეროსთან და განსაზღვრავს ჟანგბადისა და ნახშირორჟანგის ბალანსის დონეს. ბიოსფეროში ჟანგბადის 60%-ზე მეტს გამოყოფს ხმელეთის მცენარეულობა და მისი მთავარი კომპონენტი - ტყე. თურმე 1ჰა შერეული ტყე წელიწადში 13-17 ტ ნახშირორჟანგს შთანთქავს და 10-15 ტ ჟანგბადს გამოყოფს. ის მრავალრიცხოვანი რესურსის (მერქნის, ქერქის, ტოტების, ფოთლის, ნაყოფის, თესლის, სოკოს...) უმდიდრესი წყაროა.ყველაზე დიდი რაოდენობით ჟანგბადს გამოყოფს ალვის ხე, ჟანგბადის დიდი რაოდენობით გამოყოფით ასევე გამოირჩევიან მუხა და ცაცხვიც. უფრო ნაკლებ ჟანგბადს გამოყოფენ წიწვოვანი მცენარეები, ფიჭვი ნაძვი და ა.შ. უკეთ, თვითონვეა უმდიდრესი ბიოლოგიური რესურსი, რომელსაც აღდგენის უნარი ახასიათებს და, ამასთანავე, აქვს დიდი წყალშემნახავი, ნიადაგდაცვითი, კლიმატმარეგულირებელი, სანიტარულ-ჰიგიენური მნიშვნელობა, ამიტომაც ტყის დაცვასა და მის რაციონალურ გამოყენებას უდიდესი სახელმწიფოებრივი, სამეურნეო და სასიცოცხლო მნიშვნელობა უნდა ენიჭებოდეს.
No comments:
Post a Comment