22 February, 2011

Malinconia

დღეს მთელი დღე წვიმა და უზროდ ერთფეროვანი, მოწყენილი დღე იყო. და უკვე დღეებია ასე გრძელდება.. უფრო სწორად, დღეები კი არა კარგი თვეებიც იქნება კარგად რომ დავფიქრდე (ერთფეროვნების ამბავში რასაკვირველია) :|

დამღლელია ეს რაღაცის მოლოდინი და ყველაფერი რომ უფერულდება მის ფონზე და რაღაცნაირად აზრი ეკარგება.. ნუ, ცოტათი საინტერესო სამუშაო მაინც რომ მქონდეს კიდევ რაღაცნაირად კომპენსირებას გაუკეთებდა, მაგრამ დიდი ხანია სამსახურში არაფერი ჩემთვის ახალი და საინტერესო აღარაა. ალბათ არ უნდა ვფიქრობდე ესე, საქმეს ნოვატორულად და რაღაც წინასწარგანზხარული მიზანდასახულობით უნდა ვეკიდებოდე, მაგრამ არ გამომდის... უფრო სწორად, არც ვცდილობ. მაგრამ რომც ვეცადო მაინც არ გამოვა, საკუთარ თავს საკმაოდ ვიცნობ..

"აი იქით კვირში აუცილებლად..", "აი ცოტა დათბება და..", "ამ წყეულ პროექტსაც მოვრჩები და მერე.." და იტოგში არაფერიც არ გამოდის... დაჟე ვარჯიშზეც არ წავსულვარ უკვე რამდენი ხანია, იმ ავარიის მერე. ნუ ეგ სულ მთლად ჩემი ბრალი არაა, მაგრამ მაინც..

ცვლილებები ყოველთვის უარესისკენაა მიმართული, 99% მაინც.. შეჩვეული, უკვე გარკვეულწილად დალაგებული სამყარო, მოვლენების შენეული წესრიგი იცვლება და ყველაფერს თავიდან უნდა შეეგუო და შენზე მოირგო.. ეს არასოდეს არ ამარტივებს ცხოვრებას, პირიქით.. და ადამიანს ისღა დარჩენია მორიგი ცვლილების იმედზე იყოს, რომ ამჯერად მაინც რაიმე კარგი გამოვა აქედან :)

ვგრძნობ, რომ რაღაც გაუცნობიერებელი ხდება ან უნდა მოხდეს სადაცაა..

მომბეზრდა ყველაფერი..

დღეს, ოფისიდან რომ გამოვედი, უცებ ისე მომინდა სიგარეტის მოწევა, კინაღამ უახლოეს მაღაზიაში გავიქეცი რომ მეყიდა :D საბედნიეროდ (ანდა საუბედუროდ) ეს ცდუნება დავძლიე და ჩაშხამებულ გუნებაზე წამოვხეტიალდი სახლში.. უკვე თითქმის ერთი წელია, რაც არამწეველი და მაშასადამე ჯანმრთელი, ბედნიერი და სხვა ვეგან-სთრეითეჯული აბდაუბდა ვარ, და წესით უნდა მეამაყებოდეს ლოლ...

როგორც დიდი ზ იტყოდა, რა მნიშვნელობა აქვს, მაინც ყველა მოვკვდებით ^^

თუმცა, მაინც time is on my side :)

12 comments:

  1. "ცვლილებები ყოველთვის უარესისკენაა მიმართული"

    თითქმის ყველა ამას ვწუწუნებთ :შ

    ხოდა, წარმატებები :))

    ReplyDelete
  2. "ცვლილებები ყოველთვის უარესისკენაა მიმართული" +500


    შენ შემთხვევით ჩემთან ხომ არ მუშაობ აქ??? ზუსტად ანალოგიურად ვარ მეც.


    არადა ახლა რა დიდი სიამოვნებით მოვუსმენდი როლინგებს, მაგრამ სამსახურის კომპიუტერს დინამიკები არ აქვს და ვარ ასე ხახვივით. :(

    ReplyDelete
  3. @Kate

    არა, საკონსულტაციო ფირმაში ვმუშაობ :)

    თუკი მუსიკა გინდა, მაგრამ დინამიკები არ გაქვს, წაიღე ნაუშნიკები და იმით მოისმინე :ყეს:
    მე მასე ვაკეთებ თუ რაიმე ხმამაღალის მოსმენა მინდა და თან სხვების შეწუხებას ვერიდები... :)

    ReplyDelete
  4. ხო.
    და უფროსი თავზე რომ დამადგება, კარგი სცენები იქნება :დდდ

    ReplyDelete
  5. ჰაჰ :) მე შენ გიცნობ) გიცნობ რა, მშობლიური ფორუმიდან ხარ :))

    ცვლილებებზე მე უკეთესი აზრის ვარ :) მჯერა, რომ ცუდიც კი კარგისკენაა მიმართული :D

    იაჰუს სმაილები რა მაგარია <3

    ReplyDelete
  6. @Nina Gorecki

    forum.ge ?? :)

    ნუ ჩემთვის რამდენად კარგი იქნება მერე გამოჩნდება :D

    ისე კი ოპტიმიზმის საფუძველი ამ ქვეყანაში არ არის :P

    ReplyDelete
  7. ისა, მე გაგაცნობთ ერთმანეთს.

    ნინა – ეს არის ნიკელსონი.
    ნიკა – ეს არის ფრეია.

    სასიამოვნოა, მადლობა ყურადღებისთვის.

    ReplyDelete
  8. @Kate
    :D :D

    უი F_R_E_Y_A :)
    სოკრატეზე და ფილოსოფიის არსზე ვკამათობდით ერთ დროს :D

    ReplyDelete
  9. კი, შენ სულ კამათობდი :ბოლი:


    :დდდდდ

    ReplyDelete
  10. გაახსენდა :bis: :X

    Kate, მადლობა არსებობისთვის :დ :*

    ReplyDelete