ანიმე - წარმოიშვა ინგლისური სიტყვისგან „Animation“ და იაპონურად ანიმაციას ნიშნავს . იაპონიის ფარგლებს გარეთ, სიტყვა „ანიმე“ ჩვეულებრივ გამოიყენება იაპონიაში შექმნილი ანიმაციიის აღსანიშნავად. სხვა ქვეყნების ანიმაციური ფილმებისგან განსხვავებით, რომლებიც უმეტესად ბავშვებისთვის არის გათვლილი, ანიმეს გააჩნია თემების ფართო არჩევანი ყველა ასაკისათვის, რის გამოც მსოფლიოში მაღალი პოპულარობით სარგებლობს. მისი სიუჟეტები მოიცავს თითქმის ყველა ჟანრს, მაგრამ განსაკუთრებით პოპულარულია ფანტასტიკა და რომანტიული კომედიები, და ხშირად დაფუძნებულია რომელიმე წიგნის, იაპონური კომიქსის — მანგას ან კომპიუტერული თამაშის — სიუჟეტზე. ანიმეს კიდევ ერთი და ხშირად მთავარი განმასხვავებელი ნიშანი მისი ხატვის სტილია. ამასთან ანიმე შეიძლება დახატული იყოს, როგორც ხელით, ასევე კომპიუტერით. ანიმე იქმნება როგორც სერიალების, სარეკლამო რგოლების, ვიდეოთამაშების, ისე სრული- ან მოკლემეტრაჟიანი ფილმების სახით და ფორმატის მიხედვით ვრცელდება ტელევიზიით, ინტერნეტით, კინოთეატრებითა და DVD დისკებით.Wikipedia ანუ, მოკლედ რომ ვთქვათ, ანიმე არის იაპონური მულ'წიკი ^^ აღარ მახსოვს პირველად როდის მოხდა ჩემი და ანიმეს გზების გადაკვეთა, მაგრამ 2009-დან უკვე საკმაოდ ინტენსიურად დავიწყე ამ ჟანრის წარმომადგენლების ათვისება :) კონკრეტულად ნამდვილად ვერ ვიტყვი რა სტილის ანიმეები მიტაცებს ყველაზე მეტად, ალბათ პირველ რიგში სიუჟეტი უნდა ჰქონდეს ჩემთვის საინტერესო.. და ასევე პერსონაჟებიც. მოკლედ, აი იმ ანიმეების ჩამონათვალი, რომელთა ნახვაც ნამდვილად ღირს :) პირველ რიგში სტუდია Ghibli-ს შედევრები: Nausicaä of the Valley of the Wind (1984) პოსტ-აპოკალიპტური სამყარო, ეკოლოგიური კატასტროფა, მილიტარიზმი, ბუნებასთან ჰარმონია.. 80-იანების ანიმეს შედევრი :) Whisper of the Heart (1995) ეს ალბათ ერთ-ერთი ჩემთვის ყველაზე საყვარელი ანიმეა.. უბრალოდ ეს არის ის რომელიც ყველამ უნდა ნახოს და კიდევ ერთხელ დააფასოს სიცოცხლე, ახალგაზრდობა, ადამიანობა, სიყვარული.. ძალიან ფერადი, ლამაზი ფილმი : ))) Princess Mononoke (1997) ბუნების დაცვაზე და მასთან ჰარმონიულ არსებობაზე მიძღვნილი კიდევ ერთი ანიმე.. პ.ზ. აბა გამოიცანით ნარუტოს რომელი პერსონაჟია აქედან გადაკოპირებული? :P Spirited Away (2001) აქ რაიმეს დამატება ზედმეტია.. მისტიკურ თემატიკაზე შექმნილი, სრულიად დამსახურებულად აღიარებული შედევრი :up: ნუ რათქმაუნდა, აღნიშნული სტუდიის გარდა კიდევ მილიონი სხვაც იღებს ანიმეებს, და არცთუ უარესს :) The Animatrix (2003) ესეც ცნობილი "მატრიცა"-ს იდეაზე შექმნილი ანიმე.. მატრიცის სამყაროს ბექგრაუდი, ადამიანისა და მანქანის დაპირისპირების ფილოსოფიური ასპექტები. Interstella 5555: The 5tory of the 5ecret 5tar 5ystem (2003) ეს მართალია კლასიკური გაგებით ანიმე არ არის, მაგრამ მაინც ამ კატეგორიაში გამყავს :D უბრალოდ შეუძლებელია სხვანაირად იყოს :) Memories (1995) კიდევ ერთი სერიოზულად "ჩასაჯდომი", სამი დამოუკიდებელი ისტორიისაგან შედგენილი ფსიქოლოგიური ანიმე სამეცნიერო-ფანტასტიკის ელემენტებით. Summer Wars (2009) ეს ანიმე ვნახე სულ რაღაც 1 კვირის წინ და საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დამიტოვა. ლაითი სიუჟეტი, პაროდიული სცენები და სამყარო (მოკითხვა ცუკერბერგს) და კარგი იუმორი.. :) და ბოლოს, უკომენტაროდ: "Naruto" (2002) "Naruto: Shippûden" (2007) “ვისაც არ უნახავს კაირო, მას არ უნახავს არაფერი” - მასეა ნარუტოც :)) მე კი იმედი მაქვს კიდევ ბევრი კარგი ანიმე დამრჩა სანახავი :)
01 March, 2011
ანიმე ონ მაი მაინდ )))
Subscribe to:
Post Comments (Atom)
ანუ, მოკლედ რომ ვთქვათ, ანიმე არის იაპონური მულ'წიკი ^^ <<<<<
ReplyDeleteAGARASODES SHEADARO !!! xo rac sheexebba animes,90 anime vnaxe,nu srulmetrajianebis chatvlita da ova da sezonebis gamoklebit tore ufro meti gamodis,egec am bolo dros mezareba animeebis yureba,bevri saqme maq tore gavaxutmagebdi da karoche animes araferri ar jobia ra,gamaognebeli shinaarsi da istoriebi ubralod dauviwyaria,,, ANIME 4EVER