18 March, 2011

Cruel World!

ხანდახან ძალიან გინდა ადამიანს რომ ყველაფერ პოზიტივზე გაამახვილო ყურადღება და შესაბამისი განწყობით გაატარო თუნდაც ერთი დღე, აი შენს პონტში რა, კომფორტულად.. მაგრამ ძალიან ხშირად კაკ რაზ საპირისპიროდ ხდება: არ არის აუცილებელი რამე კონკრეტული მოხდეს, უბრალოდ არის პატარ-პატარა ვეშჩები, რომლებიც მთლიანობაში ერთი დიდ ჩაჯმულ სურათს გვიხატავენ ამ სამყაროსი..

კაკ რაზ მასეთი ბოლო 2 კვირა მაქვს მე :|

ესე იგი რეები მოხდა ნეგატივები ამ დროის განმავლობაში:

1. ბარსელონა-არსენალის თამაში.

ნუ თავისთავად თამაშიც კატასტროფა იყო და როგორც ერთი, ისე მეორე კლუბის დედაც :D
მარა აი მსაჯი და წამყვანი იყვნენ მანდ მოწოდების სიმაღლეზე იმინა...
ჯერ ხმას მაქსიმალურად ჩავუწიე რომ ექსტაზში შესული იდიოტი კომენტატორის ღრიალი და წივილი არ გამეგო და ისე ვუყურე პირველ ტაიმს. ამ მეორეზე უკვე ნერვები არ მეყო, გავთიშე სთრიმინგი და ვუყურე 1957 წლის "მშვიდობით იარაღო"-ს (მაგარი კვერცხობა გამოვიდა ჩვენში რომ დარჩეს, მაგრამ ეს უკვე სხვა თემაა)..
რაც შეეხება მსაჯობას, ეს ხომ საერთოდ სასწაული იყო :) მერე ბარსელონას გურჯი ფანობა შეურაცხყოფილი სახით იკითხავს: არა ჩვენ როდის იყო ვინმე გვეხმარებოდაო!


2. ევროვიზიის შეარჩევში გამარჯვებული ჯგუფი.

აი ვინც მიცნობს, ყველამ იცის თუ რა დონეზე მკიდია ეგეთი ტიპის პაპსა და პოლიტიკურად ანგაჟირებული კონკურსები; ვაბშე მაგ ტიპის კონკურსის კონცეფცია (ვისაც ყველაზე მეტი პიტეკანთროპი დაუმესიჯებს ის რომ იგებს) და საერთოდ ყველაფერი, მაგრამ რაც ეხლა ხდება იმას უკვე ვერაფერს დაარქმევ - როგორც დათო გოგიჩაიშვილი იტყოდა "აი ტეხავს რა, პროსტა ტეხავს, ძაან მაგრა ტეხავს"!
ძლივს ერთხელ გაიმარჯვა ნორმალურმა ჯგუფმა და არა ვიღაც შერმადინებმა და ეგეთმა გაურკვეველმა არსებებმა და აქაც ჩავაჯვით! აი პირდაპირ ვამაყობ ქართველებით, ინდივიდუალიზმის მქონე, ვოკალისტი ჯგუფიდან გააგდეს (წიპა მონად გახდომის კონტრატქზე ხელს რატომ არ გვიწერო) და მოიყვანეს მორიგი გურჯი ია კიწმარიშვილის კლონი..
და ბოლო ჩანაწერი რომ მოვისმინე, ის ნახევრად როკ-ჟღერადობაც კი აღარ აქვს, რაც თავიდან ჰქონდათ :(


3. ქართული საამაყო უნივერსიტეტები.

ნუ ეხლა ძაან საშუალოსტატისტიკური ტაქსისტივით გამომივა მარა მაინც :D
მოკლედ იდეაში მაქვს 2 დიპლომი, ანუ დამთავრებული მაქვს ერთი სპეციალობით ბაკალავრიატი თსუ-ში და მეორე სპეციალობით მაგისტრატურა გეპეიში. პახოდუ გეპეის დიპლომი არ გამოვიტანე თავის დროზე, არ მეცალა და მერე დავიკიდე და არარც მახსოვდა.. ჰოდა რამდენიმე თვის წინ დამჭირდა საზღვარგარეთ გასაგზავნად იქაურ მაგისტრატურაზე საბუთების შეტანისთვის..
ნუ რათქმაუნდა დიპლომი არ მომცეს, წიპა დანართი არის თავიდან გასაკეთებელი თანამედროვე მოთხოვნების მიხედვით და სანამ არ დამზადდება ცალკე დიპლომს ვერ მოგცემთო :მად: კიდე კაი ცნობა გამოვართვი რომ ნამდვილად აქ ვსწავლობდი, დავამთავრე და რამე.. და გავგზავნე ეგ..
ეხლა ისევ იჩითებოდა მსგავსი პონტი და ჯერ კიდევ არ დაუმზადებიათ ეგ დედააფეთქებული დანართი, არადა 15-ჯერ დავურეკე და 7-ჯერ მივედი...
პახოდუ თსუ-შიც მეთქი ახალ დანართს ავიღებ და იქაც უკვე თითქმის თვე გავიდა და ჯერ არაფერი...

ჰოდა დედლაინიც გავმაზე... ფუუ მე ამათი ბიუროკრატი დედები x(


4. იაპონია

ქვეყანა რომელიც მიყვარს (მართალია ინგლისის მერე, მაგრამ ამას პრინციპული მნიშვნელობა არა აქვს) და რომელიც ასე უიღბლო ადგილას მდებარეობს, ჩვენი არ იყოს.. თუმცა საქართველო თუ პოლიტიკურ პონტშია ცუდად, ისინი ოთხი ტექტონიკური ფილას გადაკვეთის წერტილში არიან და მიწისძვრები და ცუნამები გამოწერილი აქვთ :(
15 ათასი მკვდარი და კიდევ კაცმა არ იცის რამდენი დაზარალდება რადიაციისგან :(

დღეს ვიყავით იაპონიის საელჩოსთან თანაგრძნობის გამოსახატად, სანთლები, პლაკატები და ა.შ. სულ ესაა, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ, სხვა სამწუხაროდ არაფერი...


5. მე

მეც რა იდიოტი ვარ რა.. ვერ ვეშვები ამ ფეისბუქზე შემოწმებას ყოველ 2 წუთში თუკი ნეტში ვარ.. და მერე კიდევ უფრო ვიგრუზები და მერე კიდევ უფრო მახსენდება და ვაბშე რა...
ხანდახან მინდა რომ პერმანენტული ამნეზია დამემართოს და საერთოდ დავივიწყო ყველაფერი.
მარა არა მგონია ამისაგან რაიმე კარგი გამოვიდეს. უფრო პირიქით.. :|
ბოლო-ბოლო ეს ყველაფერია რაც ჩემს "მე"-ს აყალიბებს.. თუმცა კი მის გარეშე ალბათ უფრო პოხუისტი "მე" მექნებოდა :D


ასე რომ, წავალ ახლა, ნორვეგიულ თრეშ-ჰორორს ჩავუჯდები და შემდეგ მიუხედავად ყველაფრისა გამოვიძინებ, ნუ, ყოველ შემთხვევაში ვეცდები მაინც...

და მინდა იმედი დავიტოვო, რომ შემდეგ კვირას უკვე პოზიტივებზეც მომინდება პოსტის დაწერა :)

7 comments:

  1. პერმანენტული ამნეზია მაგარია. რომ აღარ გახსოვს როგორია ყავის გემო, აუზში თავით ხტომა, სექსი.. და თავიდან რომ სწავლობ-ეცნობი :))))

    ReplyDelete
  2. ეს სმაილი ძალიან რომ იცინის არ მინდოდა :დ მავიწყდება საკუთარი სმაილები რომ გაქვს კიარადა ახლა გავიღვიძე და ;;)

    ReplyDelete
  3. მეც მინდა პერმანენტული ამნეზია ~X(

    ReplyDelete
  4. @Nina Gorecki
    ხო, ყველაფერი რომ პირველადაა და ყველაფერის რომ სუფთა ფურცლიდან იწყებ...
    ხანდახან მოუნდება მსგავსი რამ ადამიანს :D

    პ.ზ. რა ბედნიერი ხარ რომ შეგიძლია პირველის ნახევრამდე გეძინოს :>

    @clown
    შენთვის ჯერ ადრეა :P

    ასე 3-4 წლის მერე კი ბატონო B-)

    ReplyDelete
  5. ნიკოლოზ, გრამატიკას ეგრე–რიგ შეაქციე ზურგი??? :D

    1) გავკარი ბარსელონას და არსენალსაც. და საერთოდაც გუშინ კენჭისყრას ვუმზირე და ჩელსი – მანიუ შეხვდებიან ერთმანეთს. აი ეგ იქნება ინგლისური ბრდღვნა.
    2)"პიტეკანთროპი"–ის განმარტება დაიდოს. ხო, მაგ შესარჩევ კონცერტს მეც ვუყურე, კი ღნაოდა, ტიპა "მინდა ვიყო გრინ დეის ქართული კლონი", მაგრამ ნუ კარგი, მოიგო, მოიგო. და მერე მაგ გოგოს გაგდება რაღა იყო, მეც ვერ გავიგე. :((
    3) ესე იგი, მე, როგორც აგრეთვე 2დიპლომიანი (კიარადა მეორეს ანუ მაგისტრატურისას ივნისში ავიღებ, რომ მოვრჩები) ხოდა ჯერ–ჯერობით 1 დიპლომიანი გეტყოდი, რომ იმ ერთ ბაკალავრის აღებაზე განაცხადი გავაკათე ჯერ კიდევ 2009 წელს, რომ მოვრჩი, მაშინ. ჩემი მობილურის ნომერი ჩაიწერეს, დიპლომი მზად რომ იქნება, მესიჯი მოგივათო. როგორც შენ არ გაფრენილხარ კოსმოსში, ისე მე სმს არ მომსვლია. მერე ვიფიქრე, ამის დედა ვატირე, მივალ–მეთქი და 2010 წლის დეკემბერში მე თვითონ მივაკითხე და ავიღე. დიპლომი თურმე 1 წელია მზადაა და შენახული უდევთ. ნუ რა თქმა უნდა, მილიონი ინსტანცია გავიარე მილიონი ქაღალდით და სათითაოდ ვიჩხუბე ყველგან (მერე კიდევ რომ მიტრაკებენ, რა უზრდელი არისო), მაგრამ ავიღე მაინც.
    ხოდა მეტი არ მინდა, მაგისტრატურაზე ეგრე გამიჭედონ. ძალიან ცუდი რამ შეგემთხვა, მაგრამ იქნებ კიდევ სცადო მომავალ წელს.
    4) იაპონია ზუსტადაც, რომ პირველი ქვეყანაა ჩემთვის. ძალიან მიყვარს და სულ ვოცნებობდი იქ წასვლაზე. ახლა ასე ნაცარტუტად რომ არის ქცეული, საშინლად მწყდება გული. :((((((((
    5)არადა გახსოვს როგორ გაგიცანი??? მაშინ არ დამევასე, რადგან ზედმეტად პოხუისტი მეგონე. და ვიფიქრე რომ აი ჯასთ ენაზერ პოხუისტ ფერსონ გავიცანი–მეთქი. შესაბამისად, გამოვრიცხავდი იმ ფაქტს, რომ შენ ოდესმე ჩემი ბლოგის მკითხველი იქნებოდა. მაგრამ აი ხომ ხედავ, რა არ ხდება?! ეს ისე არ მიიღო, თითქოს მიხაროდეს ეს შენი ნეგატივები, პირიქით, მინდა პოზიტივები გქონდეს მუდამ, უბრალოდ life sucks როგორც პრანკსტერჩიკა ამბობს ხოლმე.

    ReplyDelete
  6. @Kate
    :-*


    პ.ზ. ჩელსი-მანიუ იქნება სასწაული.. წინასწარ უნდა გავიმზადო ბევრი ჩიპსები და ლუდები \:D/

    ReplyDelete
  7. აუ აბა.
    ხომ არ ყოფილა ჯერ???
    როდისაა???

    ReplyDelete