სამწუხაროდ ეს მხოლოდ Yahoo-ს სმაილებია, რომლებიც დიდად არ მომწონს. თუმცა სხვა რა გზაა :)
ასე რომ დღეიდან ემოციებს მარტივად და მრავალფეროვნად გამოვხატავ :D

კსტაწი, ჩემი ძველი პოსტი სმაილების წარმოშობის და ისტორიის შესახებ :)

დღეს მთელი დღე წვიმა და უზროდ ერთფეროვანი, მოწყენილი დღე იყო.
და უკვე დღეებია ასე გრძელდება..
უფრო სწორად, დღეები კი არა კარგი თვეებიც იქნება კარგად რომ დავფიქრდე (ერთფეროვნების ამბავში რასაკვირველია) :|
:)))

ტყე გეოგრაფიული ლანდშაფტის ნაწილია, იმ ხეების, ბუჩქებისა და ბალახების, აგრეთვე - ცხოველებისა და მიკროორგანიზმების ერთობლიობა, რომლებიც თავიანთი განვითარების პროცესში ურთიერთდაკავშირებულნი არიან ბიოლოგიურად და ახდენენ ზეგავლენას როგორც ერთმანეთზე, ასევე გარემოზეც. ტყე დედამიწის ეკოლოგიურ სისტემათა მთლიანი კომპლექსისთვის გლობალური და სასიცოცხლო ფაქტორია. ის დედამიწაზე ცოცხალი ნივთიერების ერთ-ერთი აკუმულატორია, რომელიც აკავებს ბიოსფეროში მთელ რიგ ქიმიურ ელემენტებსა და წყალს, აქტიურად ურთიერთქმედებს ტროპოსფეროსთან და განსაზღვრავს ჟანგბადისა და ნახშირორჟანგის ბალანსის დონეს. ბიოსფეროში ჟანგბადის 60%-ზე მეტს გამოყოფს ხმელეთის მცენარეულობა და მისი მთავარი კომპონენტი - ტყე. თურმე 1ჰა შერეული ტყე წელიწადში 13-17 ტ ნახშირორჟანგს შთანთქავს და 10-15 ტ ჟანგბადს გამოყოფს. ის მრავალრიცხოვანი რესურსის (მერქნის, ქერქის, ტოტების, ფოთლის, ნაყოფის, თესლის, სოკოს...) უმდიდრესი წყაროა.ყველაზე დიდი რაოდენობით ჟანგბადს გამოყოფს ალვის ხე, ჟანგბადის დიდი რაოდენობით გამოყოფით ასევე გამოირჩევიან მუხა და ცაცხვიც. უფრო ნაკლებ ჟანგბადს გამოყოფენ წიწვოვანი მცენარეები, ფიჭვი ნაძვი და ა.შ. უკეთ, თვითონვეა უმდიდრესი ბიოლოგიური რესურსი, რომელსაც აღდგენის უნარი ახასიათებს და, ამასთანავე, აქვს დიდი წყალშემნახავი, ნიადაგდაცვითი, კლიმატმარეგულირებელი, სანიტარულ-ჰიგიენური მნიშვნელობა, ამიტომაც ტყის დაცვასა და მის რაციონალურ გამოყენებას უდიდესი სახელმწიფოებრივი, სამეურნეო და სასიცოცხლო მნიშვნელობა უნდა ენიჭებოდეს.